კვანძების რენგლერი (Node Wrangler)

კვანძების რენგლერი გაძლევს სხვადასხვა ხელსაწყოებს, რომლებიც კვანძებთან სწრაფად და ეფექტურად მუშაობაში გეხმარება.

მართალია, ამ დანამატის ბევრი ფუნქცია კვანძების ყველა მხარდაჭერილ რედაქტორში მუშაობს (კომპოზიტორი, იერფერები, გეომეტრიის კვანძები და ტექსტურების კვანძები), მაგრამ ზოგი ფუნქია მხოლოდ კვანძთა კონკრეტულ რედაქტორებში მუშაობს, ზოგიც სხვადასხვა რედაქტორში სხვადადასხვანაირად. მხოლოდ კონკრეტულ რედაქტორებშ მომუშავე ფუნქციები ჭდეებითაა აღნიშნული (კომპოზიტორი (Compositor), იერფერი (Shader), გეომეტრიის კვანძები (Geometry Nodes), ტექსტურის კვანძები (Texture Nodes)). ჭდეების არმქონე ფუნქციები, წესით, კვანძების ყველა რედაქტორისთვის უნდა მუშაობდეს.

დანამატის ჩართვა

  1. გახსენი ბლენდერი და სასურველი პარამეტრების (Preferences) დანამატების განყოფილებაში გადადი.

  2. მოძებნე "კვანძების რენგლერი" და დანამატის ჩართვის უჯრა მონიშნე.

გამოყენება

გამოიყენე კვანძების რედაქტორში მდებარე გვერდითა ზოლი, ან Shift-W-თი სწრაფი წვდომის მენიუ გამოიძახე. ასევე, შეგიძლია, დანამატთა სასურველი პარამეტრების პანელში მალსახმობების სია მოიძიო.

../../_images/addons_node_node-wrangler_menu.png

ფუნქციების უმეტესობა გვერდითა ზოლის პანელიდან, ან სწრაფი წვდომის მენიუდან ხელმისაწვდომია.

აღწერა (Description)

ზარმაცი დაკავშირება (Lazy Connect)

მითითება

მალსახმობი:

Alt-მარჯვ.ღ.-გათრევა, Shift-Alt-მარჯვ.ღ.-გათრევა

შეაერთე ორი კვანძი ისე, რომ ბუდეებზე არც კი დააწკაპუნო. უბრალოდ, გაათრიე კურსორი ერთი კვანძიდან მეორესკენ და Alt-მარჯვ.ღ. გეკავოს. ეს განვლილი ტრაექტორიის დასაწყისსა და დასასრულთან მდებარე უახლოეს კვანძებს მონიშნავს კავშირის დასამყარებლად, ასე რომ, კვანძებზე დაწკაპუნება არც კი დაგჭირდება.

../../_images/addons_node_node-wrangler_lazy-connect.png

მონიშვნა შეიძლება, ზარმაცული იყოს.

იგი ცდილობს, რაც შეიძლება, ზუსტად შესაბამისი ბუდეები დააკავშიროს, მათი სახელების, ტიპებისა და იმის მიხედვით, არიან თუ არა გახსნილი.

უფრო ზუსტი კავშირისთვის შეგიძლია, Shift-Alt-მარჯვ.ღ. გამოიყენო ალტერნატივად. მას დაკავშირებამდე შესაძლო შენატანებისა და გამონატანების მენიუ გამოაქვს, ასე რომ, შეგიძლია, დასაკავშირებელი ბუდეები ზუსტად აირჩიო. ეს განსაკუთრებით მაშინაა გამოსადეგი, როცა კვანძების დიდ იერარქიაზე მუშაობ, რადგან შეგიძლია, კავშირები ხშირი დაზუმვის გარეშე დაამყარო.

ზარმაცი შერევა (Lazy Mix)

მითითება

მალსახმობი:

Shift-Ctrl-მარჯვ. ღ.-გათრევა

შეაერთე ორი კვანძის გამონატანი კვანძის შესაფერისი ტიპის "შერევით". ეს კვანძების მონიშვნისა და ტიპის ავტომატური აღმოჩენით შერწყმიდან შერევის ფუნქციის გაშვების "ზარმაცული" გზაა.

შერწყმა (Merge)

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ მონიშნული კვანძების შერწყმა (Node Wrangler ‣ Merge Selected Nodes)

შეაერთე მონიშნული კვანძების გამონატანები კვანძის "შერევის" ტიპში (შერევა, მათემატიკა, Z-კომბინირება, ალფა ზემოდან, იერფერთა შერევა, იერფერის დამატება, გეომეტრიის შეერთება).

ნოტი

ამჟამად შერწყმას არა აქვს გეომეტრიის კვანძებიდან მთელი რიცხვის, სტრიქონისა და ბულის ტიპების მხარდაჭერა.

შერწყმა შესაძლებელია ავტომატურად და ხელით. ავტომატური საშუალებები დანამატს საშუალებას აძლევს, განსაზღვროს, რომელი "შერევის" კვანძი გამოიყენოს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის გამონატანები შეირწყმება. ხელით შერწყმის მეთოდები საშუალებას გაძლევს, თავად აირჩიო და იძულებით შექმნა კავშირები მაშინაც კი, როცა გამონატანთა ტიპები და "შერევის" კვანძი თავსებადი არაა.

ნოტი

ზოგადად, მალსახმობის მოდიფიკატორი ნაწილი იმ "შერევის" კვანძის ტიპს აღნიშნავს, რომლის გამოყენებაც გინდა (Ctrl ავტომატური აღმოჩენისთვის, Ctrl-Alt შერევის კვანძისთვის და Shift-Ctrl მათემატიკის კვანძისთვის), ხოლო არამოდიფიკატორი ნაწილი აღნიშნავს "შერევის" კვანძის რეჟიმს, რომელიც გინდა, დააყენო (Numpadპლიუსი გამოკლებისთვის, Numpadდახრილიხაზი გაყოფისთვის და Numpadვარსკვლავი გამრავლებისთვის).

შერწყმა ტიპის ავტომატური აღმოჩენით

ავტომატური შერწყმის ფუნქციები ადგენს, რა ტიპის "შერევის" კვანძი უნდა იქნას გამოყენებული შესარწყმელი გამონატანების ტიპებზე. თუ გამონატანი ფერია, კვანძ "შერევას" გამოიყენებს, თუ ორივე გამონატანი მნიშვნელობის ტიპისაა – მათემატიკის კვანძს. კონკრეტულ შემთხვევებში "იერფერის დამატების", "იერფერთა შერევისა" და "გეომეტრიის შეერთების" კვანძებიც გამოიყენება.

რეჟიმები (Modes)
დამატება (Add) Ctrl-=, Ctrl-Numpadპლიუსი

შერწყი 'შერევის", ან "მათემატიკის" კვანძებში, შემდეგ შეზავების რეჟიმი, ან მათემატიკური ოპერაცია შეკრებაზე დააყენე. თუ გამონატანები იერფერებია, ამათ ნაცვლად კვანძი "იერფერის დამატება" იქნება გამოყენებული.

გამრავლება (Multiply) Ctrl-8, Ctrl-Numpadვარსკვლავი

შერწყი შერევის, ან მათემატიკის კვანძში, შემდეგ შეზავების რეჟიმი, ან მათემატიკური ოპერაცია გამრავლებაზე დააყენე.

გამოკლება (Subtract) Ctrl-მინუსი, Ctrl-Numpadმინუსი

შერწყი შერევის, ან მათემატიკის კვანძი, შემდეგ შეზავების რეჟიმი, ან მათემატიკური ოპერაცია გამოკლებაზე დააყენე.

გაყოფა (Divide) Ctrl-დახრილიხაზი, Ctrl-Numpadდახრილიხაზი

შერწყი შერევის, ან მათემატიკის კვანძში, შემდეგ შეზავების რეჟიმი, ან მათემატიკური ოპერაცია გაყოფაზე დააყენე.

შერევა (Mix) Ctrl-0, Ctrl-Numpad0

შერწყი შერევის კვანძში, შემდეგ შეზავების რეჟიმი შერევაზე დააყენე. თუ გამონატანები იერფერებია, ამის ნაცვლად კვანძი "იერფერთა შერევა" იქნება გამოყენებული, ხოლო თუ გეომეტრიის სახისაა – კვანძი "გეომეტრიის შეერთება".

შერწყმა შერევის კვანძის გამოყენებით

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ მონიშნული კვანძების შერწყმა ‣ შერევის კვანძების გამოყენება (Node Wrangler ‣ Merge Selected Nodes ‣ Use Mix Nodes)

შერწყმისთვის შერევის კვანძები გამოიყენე, მიუხედავად მონიშნული კვანძებისა. კვანძის რეჟიმის არჩევა მენიუდან შეგიძლია. შეგიძლია, ზოგიერთი ოპერაცია სწრაფად დააყენო შესაბამისი მალსახმობების გამოყენებით.

  • შეკრება (Add): Ctrl-Alt-=, Ctrl-Alt-=

  • გამოკლება (Subtract): Ctrl-Alt-მინუსი, Ctrl-Alt-Numpadმინუსი

  • გამოკლება (Multiply): Ctrl-Alt-8, Ctrl-Alt-Numpadვარსკვლავი

  • გაყოფა (Divide): Ctrl-Alt-დახრილიხაზი, Ctrl-Alt-Numpadდახრილიხაზი

შერწყმა მათემატიკის კვანძის გამოყენებით

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ მონიშნული კვანძების შერწყმა ‣ მათემატიკის კვანძების გამოყენება (Node Wrangler ‣ Merge Selected Nodes ‣ Use Math Nodes)

შერწყმისთვის მათემატიკური კვანძები გამოიყენე, მიუხედავად მონიშნული კვანძებისა. კვანძის რეჟიმის არჩევა მენიუდან შეგიძლია. შეგიძლია, ზოგიერთი ოპერაცია სწრაფად დააყენო შესაბამისი მალსახმობების გამოყენებით.

  • შეკრება (Add): Shift-Ctrl-=, Shift-Ctrl-=

  • გამოკლება (Subtract): Shift-Ctrl-მინუსი, Shift-Ctrl-Numpadმინუსი

  • გამრავლება (Multiply): Shift-Ctrl-8, Shift-Ctrl-Numpadვარსკვლავი

  • გაყოფა (Divide): Shift-Ctrl-დახრილიხაზი, Shift-Ctrl-Numpadდახრილიხაზი

  • მეტი, ვიდრე (Greater than): Ctrl-მძიმე

  • ნაკლები, ვიდრე (Less than): Ctrl-წერტილი

შერწყმა Z-კომბინირების კვანძის გამოყენებით

კომპოზიტორი

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ მონიშნული კვანძების შერწყმა ‣ Z-კომბინირების კვანძების გამოყენება (Node Wrangler ‣ Merge Selected Nodes ‣ Use Z-Combine Nodes)

მალსახმობი:

Ctrl-Numpadწერტილი

შერწყმისთვის Z-კომბინირების კვანძები გამოიყენე. თუ შესაძლებელია, გამოსახულებისა და Z-სიღრმის გამონატანები დაკავშირდება. თუ კვანძების მიმდინარე რედაქტორი კომპოზიტორი არაა, ავტომატური შერწყმა შერევის ფუნქციას გაუშვებს.

შერწყმა ალფა ზემოდან კვანძის გამოყენებით

კომპოზიტორი

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ მონიშნული კვანძების შერწყმა ‣ ალფას ზემოდან კვანძების გამოყენება (Node Wrangler ‣ Merge Selected Nodes ‣ Use Alpha Over Nodes)

მალსახმობი:

Ctrl-Alt-0

შერწყმისთვის "ალფა ზემოდან" კვანძები გამოიყენე. თუ კვანძების მიმდინარე რედაქტორი კომპოზიტორი არაა, ავტომატური შერწყმა შერევის ფუნქციას გაუშვებს.

შეზავების რეჟიმის პაკეტური ცვლილება / მათემატიკური ოპერაცია

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ პაკეტური ცვლილება (Node Wrangler ‣ Batch Change)

ერთდროულად შეცვალე შერევისა და მათემატიკის კვანძების შეზავების რეჟიმი, ან მათემატიკური ოპერაცია. შეგიძლია, Alt-ზევით, ან Alt-ქვევით გამოიყენო, რათა ციკლურად გადაინაცვლო წინა, ან მომდევნო შეზავების რეჟიმებზე, ან მათემატიკურ ოპერაციებზე. აგრეთვე, შეგიძლია, სწრაფად დააყენო ზოგიერთი ოპერაცია შესაბამისი მალსახმობების გამოყენებით.

  • შეკრება (Add): Alt-=, Alt-=

  • გამოკლება (Subtract): Alt-მინუსი, Alt-Numpadმინუსი

  • გამრავლება (Multiply): Alt-8, Alt-NumpadAsterisk

  • გაყოფა (Divide): Alt-დახრილიხაზი, Alt-Numpadდახრილიხაზი

  • მეტი, ვიდრე (Greater than): Alt-მძიმე

  • ნაკლები, ვიდრე (Less than): Alt-წერტილი

შერევის კოეფიციენტის შეცვლა

მითითება

მალსახმობი:

Alt-მარცხნივ, Shift-Alt-მარცხნივ, Alt-მარჯვნივ, Shift-Alt-მარჯვნივ, Shift-Ctrl-Alt-მარცხნივ, Shift-Ctrl-Alt-0, Shift-Ctrl-Alt-მარჯვნივ, Shift-Ctrl-Alt-1

შეცვალე არჩეული შერევისა და იერფერთა შერევის კვანძების კოეფიციენტის (Factor) მნიშვნელობა მალსახმობების მეშვეობით.

  • გაზარდე კოეფიციენტი 0.1-ით: Alt-მარჯვნივ

  • შეამცირე კოეფიციენტი 0.1-ით: Alt-მარცხნივ

  • გაზარდე კოეფიციენტი 0.01-ით: Shift-Alt-მარჯვნივ

  • შეამცირე კოეფიციენტი 0.01-ით: Shift-Alt-მარცხნივ

  • დააყენე კოეფიციენტი 0.0-ზე: Shift-Ctrl-Alt-მარცხნივ, Shift-Ctrl-Alt-0

  • დააყენე კოეფიციენტი 1.0-ზე: Shift-Ctrl-Alt-მარჯვნივ, Shift-Ctrl-Alt-1

გამოუყენებელი კვანძების წაშლა (Delete Unused Nodes)

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ გამოუყენებელი კვანძების წაშლა (Node Wrangler ‣ Delete Unused Nodes)

მალსახმობი:

Alt-X

გაასუფთავე შენი კვანძოვანი ხე. წაშალე ყველა კვანძი, რომელსაც საბოლოო შედეგის მიღებაში წვლილი არ მიუძღვის.

უკანა პლანის პირველსახე (Reset Backdrop)

კომპოზიტორი

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ უკანა პლანის პირველსახე (Node Wrangler ‣ Reset Backdrop)

მალსახმობი:

Z

დააბრუნე უკანა პლანის პოზიცია და მასშტაბი საწყის მდგომარეობაში.

ატრიბუტის კვანძის დამატება

იერფერი

მითითება

მენიუ:

კოლონტიტული ‣ დამატება ‣ შენატანი ‣ ატრიბუტები

დაამატე ატრიბუტის (Attribute) კვანძი არჩეული ატრიბუტით.

კვანძის გამონატანის გადახედვა

იერფერი გეომეტრიის კვანძები

მითითება

მალსახმობი:

Shift-Ctrl-მარცხ.ღ. იერფერისთვის, Shift-Alt-მარცხ.ღ. for გეომეტრიის კვანძებისთვის

დააკავშირე მონიშნული კვანძის გამონატანი კვანძოვანი ხის საბოლოო შედეგთან (იერფერის შემთხვევაში გამონატან მასალასთან (Material Output), ან გამონატან სამყაროსთან (World Output), ხოლო გეომეტრიის კვანძების შემთხვევაში საბოლოო გამონატან ჯგუფთან), რათა მის შედეგს სარკმელში გადახედო. შეგიძლია, მოდიფიკატორი კლავიშების დაკავებითა და ხელახლა დაწკაპუნებით ციკლურად გადაინაცვლო ხელმისაწვდომ გამონატანებზე.

ასევე იხილეთ

მაშინ, როცა იერფერში ნებისმიერი გამონატანი შეიძლება, საბოლოო გამონატანს დაუკავშირდეს, გეომეტრიის კვანძებში საბოლოო გამონატანს მხოლოდ გეომეტრიული გამონატანი უკავშირდება. გეომეტრიის კვანძებში სხვადასხვა ტიპის გამონატანების წინასწარ გადასახედად მისი საკუთარი მაჩვენებელი კვანძი უნდა გამოიყენო.

ასევე იხილეთ

აგრეთვე, გადახედე გამონატანთან დაკავშირებას (Connect to Output). მსგავსი ფუნქციაა, მაგრამ განსხვავებული ქცევები აქვს. ისიც კვანძების ყველა რედაქტორში მუშაობს.

კვანძების შეერთება (Join Nodes)

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ კვანძების შეერთება (Node Wrangler ‣ Join Nodes)

მალსახმობი:

Shift-P

იხ. შეერთება ახალ ჩარჩოში (Join in New Frame).

გამოსახულებების ხელახლა ჩატვირთვა (Reload Images)

კომპოზიტორი იერფერი ტექსტურული კვანძები

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ გამოსახულებების ხელახლა ჩატვირთვა (Node Wrangler ‣ Reload Images)

მალსახმობი:

Alt-R

გადატვირთე კვანძოვან ხეში გამოყენებული ყველა გამოსახულება. ეს საშუალებას გაძლევს, გამოსახულებები გამოსახულებათა რედაქტორის გარეშე გადატვირთო.

ანაწყობების კოპირება (Copy Settings)

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ მონიშნულზე გადაკოპირება ‣ ანაწყობები აქტიურიდან (Node Wrangler ‣ Copy to Selected ‣ Settings from Active)

მალსახმობი:

Shift-C

გადააკოპირე აქტიური კვანძის ყველა ანაწყობი იმავე ტიპის ყველა მონიშნულ კვანძზე.

კვანძების პირველსახის დაბრუნება (Reset Nodes)

მითითება

მალსახმობი:

ბექსფეისი

დააბრუნე მონიშნულ კვანძთა ანაწყობები ნაგულისხმებ მდგომარეობაში და ამასთან ერთად, შეინარჩუნე კავშირები.

ჭდის კოპირება (Copy Label)

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ მონიშნულზე გადაკოპირება ‣ ჭდის კოპირება (Node Wrangler ‣ Copy to Selected ‣ Copy Label)

მალსახმობი:

Shift-V, Shift-C

გადააკოპირე მორგებული ჭდეები ყველა მონიშნულ კვანძზე. მათი კოპირება შეგიძლია აქტიური კვანძიდან (Shift-V), მონიშნულ კვანძებთან დაკავშირებული კვანძებიდან, ან იმ ბუდეების სახელებიდან, რომლებთანაც მონიშნული კვანძებია დაკავშირებული. Shift-C ხელმისაწვდომი ვარიანტების ქვემენიუს გამოიტანს.

ჭდის გასუფთავება (Clear Label)

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ ჭდის გასუფთავება (Node Wrangler ‣ Clear Label)

მალსახმობი:

Alt-L

გაასუფთავე მონიშნულ კვანძების მორგებული ჭდეები და დააბრუნე კვანძთა ნაგულისხმები სახელები.

ჭდეების მოდიფიცირება (Modify Labels)

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ ჭდეების მოდიფიცირება (Node Wrangler ‣ Modify Labels)

მალსახმობი:

Shift-Alt-L

პაკეტურად გადაარქვი სახელები მონიშნულ კვანძთა მორგებულ ჭდეებს. შეგიძლია, დასაწყისსა და დასასრულში ტექსტი დაამატო და არსებული ტექსტის ნაწილები ჩაანაცვლო.

ტექსტურის წყობის დამატება (Add Texture Setup)

იერფერი

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ტექსტურის წყობის დამატება (Node Wrangler ‣ Add Texture Setup)

მალსახმობი:

Ctrl-T

დაამატე ტექსტურის კვანძის, ტექსტურის კოორდინატისა (Texture Coordinate) და დატანის (Mapping) კვანძები ნებისმიერ იერფერის კვანძს. თუ ტექსტურის კვანძს მონიშნავ, მხოლოდ ტექსტურის კოორდინატისა და დატანის კვანძებს დაამატებს. ფონის იერფერის შემთხვევაში დაამატებს გარემოს ტექსტურის (Environment Texture) კვანძს.

პრინციპული ტექსტურის წყობის დამატება (Add Principled Texture Setup)

იერფერი

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ პრინციპული ტექსტურის წყობის დამატება (Node Wrangler ‣ Add Principled Texture Setup)

მალსახმობი:

Shift-Ctrl-T

დაამატე პრინციპული ტექსტურის წყობა მონიშნული ტექსტურის ფაილიდან. მონიშნე პრინციპული BSDF-ის კვანძი, სწრაფი წვდომის მენიუდან აირჩიე პრინციპული ტექსტურის წყობის დამატება (Add Principled Texture Setup) (ან დააჭირე Shift-Ctrl-T) და აირჩიე ტექსტურული ფაილები. ტექსტურული გამოსახულების კვანძთა დამატების, გამოსახულებათა ჩატვირთვის, შესაფერისი ფერითი სივრცის (Color Space) არჩევისა და მათი გამონატანების პრინციპული BSDF-ის კვანძთან დაკავშირების პროცესი ავტომატიზირდება.

ეს მეთოდი ფაილების სახელების მიხედვით ადგენს ტექსტურების ტიპს. ამ პროცესისთვის გამოყენებული ტეგების რედაქტირება დანამატების სასურველ პარამეტრებში შეგიძლია.

../../_images/addons_node_node-wrangler_swap_pbr-setup.jpg

ამ ტექსტურების აწყობას შეიძლება, ათეულობით დაწკაპუნება დაჭირდეს, კვანძების რენგლერის ხელსაწყოებითაც კი. პრინციპული ტექსტურის წყობის საშუალებით შეგიძლია, ეს რაოდენობა სულ რამოდენიმე დაწკაპუნებაზე ჩამოიყვანო.

გადამისამართების დამატება გამონატანებზე

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ გადამისამართებების დამატება (Node Wrangler ‣ Add Reroutes)

მალსახმობი:

დახრილიხაზი

დაამატე მონიშნულ კვანძთა თითოეულ გამონატანს გადამამისამართებელი კვანძები.

კვანძების ჩამწკრივება (Align Nodes)

მითითება

მენიუ:

კვანძების რენგლერი ‣ კვანძების ჩამწკრივება (Node Wrangler ‣ Align Nodes)

მალსახმობი:

Shift-=

გაამწკრივე მონიშნული კვანძები თარაზულად, ან შვეულად. ეს ეფექტი კვანძების ღერძზე მასშტაბირებას ჰგავს (S X 0 ან S Y 0), ოღონდ კვანძებს თანაბარ დაშორებაზე ათავსებს.

Select within Frame (Parent/Children)

  • ] -- Select all direct child nodes of the selected frame.

  • [ -- Select the direct parent frame node of the selected nodes.

Detach Outputs

მითითება

მენიუ:

Node Wrangler ‣ Detach Outputs

მალსახმობი:

Shift-Alt-D

Detach the selected node's outputs while leaving linked inputs intact.

დაკავშირება გამონატანთან (Connect to Output)

მითითება

მენიუ:

Node Wrangler ‣ Connect to Output

მალსახმობი:

O

Connect the output of the selected node to the final output of the node tree (Composite in Compositor, Material Output or World Output in Shader, the final Group Output in Geometry Nodes, Output in Texture Nodes), or, if the node is inside a group, to the Group Output.

Add Multiple Images

კომპოზიტორი იერფერი

მითითება

მენიუ:

Add ‣ Input for Compositor, or Add ‣ Texture for Shader

Select multiple images and add a node for each image. (Useful for importing multiple render passes or renders for image stacking.)

Add Image Sequence

კომპოზიტორი იერფერი

მითითება

მენიუ:

Add ‣ Input for Compositor, or Add ‣ Texture for Shader

Add an Image Sequence by only selecting one image from a sequence of image files. It will automatically detect the length of the sequence and set the node appropriately.

მითითება

Category:

კვანძი (Node)

აღწერა (Description):

Various tools to enhance and speed up node-based workflow.

Location:

Node editor ‣ Sidebar or see the shortcuts of individual tools.

File:

node_wrangler.py

Author:

Bartek Skorupa, Greg Zaal, Sebastian Koenig, Christian Brinkmann, Florian Meyer

ლიცენზია:

GPL

Note:

This add-on is bundled with Blender.