სარკისებური მონიშვნა (Select Mirror)

მითითება

რეჟიმი (Mode):

რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)

მენიუ:

მონიშვნა ‣ სარკისებური მონიშვნა (Select ‣ Select Mirror)

მალსახმობი:

Shift-Ctrl-M

სარკისებური მონიშვნა სარკის ანარეკლის მსგავსად ატრიალებს მონიშვნას და გადააქვს მეშის მოპირდაპირე მხარეზე.

ღერძი (Axis)

აირჩიე, რომელ ღერძზე მოხდეს მონიშვნა. ღერძი მეშის სათავეს ეფუძნება. შესაბამისად, თუ სათავე მეშის ფარგლებში არაა მოქცეული, მონიშვნას სხვადასხვანაირი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს.

განვრცობა (Extend)

ახალ მონიშვნაში ანარეკლისებური მონიშვნაც შევა და თავდაპირველიც.

../../../_images/modeling_meshes_selecting_mirror_extend.png

(მარცხნიდან მარჯვნივ) თავდაპირველი მონიშვნა, X ღერძზე გამოყენებული სარკისებური მონიშვნა, განვრცობა.

რჩევა

იმისათვის, რომ ერთზე მეტი ღერძი აირჩიო, როცა განვრცობა გააქტიურებულია, დაიკავე Shift კლავიში და ისე აირჩიე ღერძი. სხვაგვარად, გამორთული განვრცობით, გასარკისებურება ორ, ან სამ ღერძს მიიღებს მხედველობაში.

მაგალითი

../../../_images/modeling_meshes_selecting_mirror_axis-xz-extend.png

(მარცხნიდან მარჯვნივ) თავდაპირველი მონიშვნა, სარკისებური შეტრიალება X და Z ღერძებზე, განვრცობით შეტრიალება.