შესავალი¶
თითოეული blend ფაილი მონაცემთა ბაზას შეიცავს. მონაცემთა ბაზაში შედის ფაილში არსებული ყველა სცენა, ობიექტი, მეში, ტექსტურა და ა.შ.
ფაილი, შეიძლება, შეიცავდეს რამდენიმე სცენას და თითოეულ მათგანში რამდენიმე ობიექტი შედიოდეს. ობიექტები, შეიძლება, ჰქონდეს რამდენიმე მასალა, რომლებიც ბევრ ტექსტურას შეიცავს. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტებს შორის კავშირების შექმნა, ან მონაცემთა მიმოცვლა. ფაილს შეუძლია, ბლენდერის სხვა ფაილებიდან მონაცემები წამოიღოს.
მონახაზი¶
შეგიძლია, შენი ფაილის შიგთავსი ადვილად დაათვალიერო მონახაზის რედაქტორის მეშვეობით, რომელიც შენი blend ფაილის ყველა მონაცემს აჩვენებს.
მონახაზი ობიექტებზე ისეთი მარტივი ოპერაციების ჩატარების საშუალებას გაძლევს, როგორებიცაა მონიშვნა, სახელის გადარქმევა, წაშლა, დაკავშირება და დაქვემდებარება.