ხშირად გამოყენებული მალსახმობები

ამ სახელმძღვანელოში გამოყენებული კონვენციები

კლავიატურა

ცხელი კლავიშების ასოები სახელმძღვანელოში ისეა ნაჩვენები, როგორც კლავიატურაზე ვხედავთ. მაგალითად:

G

ცალკე მდგომი "G" კლავიში (როგორც ქვედა რეგისტრის "g"-ს, ან ასო "გ"-ს აკრეფისას).

Shift, Ctrl, Alt

მოდიფიკატორი კლავიშები.

Ctrl-W, Shift-Alt-A, ...

მიუთითებს, რომ ამ კლავიშებს ერთდროულად უნდა დააჭირო.

0 -დან 9-ის ჩათვლით

კლავიშები ციფრების რიგში, ასოების ზემოთ.

Numpad0-დან Numpad9-ის ჩათვლით, Numpadპლიუსი

კლავიშები კლავიატურის განცალკევებულ, ციფრებიან ნაწილზე.

სხვა კლავიშები სახელებით მოიხსენიება, მაგალითად, Esc, Tab, და F1-დან F12-ის ჩათვლით. აღსანიშნავია ისრების კლავიშები: მარცხენა, მარჯვენა და ა.შ.

თაგვი

თაგვის ღილაკებს სახელმძღვანელო შემდეგნაირად მოიხსენიებს:

მარცხ.ღ.

თაგვის მარცხენა ღილაკი

მარჯვ.ღ.

თაგვის მარჯვენა ღილაკი

შ.ღ.

თაგვის შუა ღილაკი

გორგოლაჭი, გორგოლაჭიზევით და გორგოლაჭიქვევით

გორგოლაჭით გადაფურცვლა.

ნოტი

ბლენდერს მონიშვნის ორი ძირითადი რეჟიმი აქვს: მარცხენა ღილაკით დაწკაპუნება და მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნება. იხ. პარამეტრი მონიშვნა თაგვის ღილაკით.

მართალია, მარცხენა ღილაკით დაწკაპუნება ნაგულისხმებადაა დაყენებული, რადგან სხვადასხვა აპლიკაციებში ყველაზე ხშირად გამოიყენება, მაგრამ მარჯვენა ღილაკით მონიშვნასაც აქვს თავისი უპირატესობები. იხ. Learn the benefits of right-click select (გაეცანი მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით მონიშვნის უპირატესობებს).

კურსორის მიტანა

როცა თაგვის კურსორი რედაქტირებად ველთანაა მიტანილი, შესაძლებელია ქვემოთ მდებარე მალსახმობების გამოყენება.

თვისებები (Properties)

Ctrl-C

დააკოპირე ველის (ერთი) მნიშვნელობა.

Ctrl-V

ჩასვი ველის (ერთი) მნიშვნელობა.

Ctrl-Alt-C

დააკოპირე ველის მთლიანი ვექტორი, ან ფერი.

Ctrl-Alt-V

ჩასვი ველის მთლიანი ვექტორი, ან ფერი.

მარჯვ.ღ.

გახსენი კონტექსტური მენიუ.

ბექსფეისი

დააბრუნე ნაგულისხმები მნიშვნელობა.

მინუსი

შეაბრუნე მნიშვნელობის ნიშანი (გაამრავლე -1.0-ზე).

Ctrl-გორგოლაჭი

შეცვალე მნიშვნელობა ინკრემენტული ნაბიჯებით.

ეს მალსახმობი ციკლურად ცვლის მნიშვნელობას იმ ველებში, რომლებსაც მნიშვნელობების კონტექსტური სია აქვს.

დაბრუნება (კლავიატურის ძირითადი ნაწილის Enter)

ააქტიურებს მენიუებს და რთავს უჯრების მონიშვნას.

Alt

გეჭიროს, სანამ მნიშვნელობებს არედაქტირებ, რათა ცვლილება ყველა მონიშნულ საგანს (ობიექტებს, ძვლებს, თანამიმდევრობის ლენტებს) შეეხოს.

ამის გამოყენება შესაძლებელია ციფრების ველებისა და გადამრთველებისთვის.

ანიმაცია (Animation)

I

ჩასვი საკვანძო ფაზა.

Alt-I

ამოშალე საკვანძო ფაზა.

Shift-Alt-I

ამოშალე ყველა საკვანძო ფაზა.

Ctrl-D

მიაკუთვნე დრაივერი.

Ctrl-Alt-D

ამოშალე დრაივერი.

K

დაამატე თვისება ამჟამინდელ ჩასოლვის ნაკრებს.

Alt-K

მოაცილე თვისება მიმდინარე ჩასოლვის ნაკრებიდან.

Python-ის სკრიპტების წერა

Ctrl-C

როცა ამ კლავიშებს დააჭერ, სანამ კურსორი ოპერატორ ღილაკზე გაქვს მიტანილი, Python ბრძანებას გაცვლის ბუფერში დააკოპირებს. ამის შემდეგ ბრძანების გამოყენება შესაძლებელია Python-ის კონსოლში, ან ტექსტურ რედაქტორში სკრიპტების წერის დროს.

Shift-Ctrl-C

როცა ველზე კურსორის მიტანისას ამას დააჭერ, ველის მონაცემთა შეფარდებით მისამართს დააკოპირებს (კონტექსტური მენიუდანაცაა ხელმისაწვდომი). სასარგებლოა დრაივერების, ან სკრიპტების წერისას.

Shift-Ctrl-Alt-C

როცა ველზე კურსორის მიტანისას ამას დააჭერ, მონაცემთა სრულ მისამართს დააკოპირებს.

გათრევა

შემდეგი მალსახმობები გამოიყენება 3D სარკმელში ობიექტის გადაადგილებისას/ბრუნვისას/მასშტაბირებისას, სიდიდის ცოციის გადაწევისას და ა.შ. გაითვალისწინე, რომ მათზე გათრევის დაწყების შემდეგ უნდა დააჭირო და არა მანამდე.

Ctrl

დიდ ინკრემენტებზე გადახტომა გიადვილებს, მაგალითად, ობიექტის ზუსტად 90°-ით შებრუნებას.

Shift

თაგუნას მოძრაობის საპასუხოდ მნიშვნელობის ცვლილების შენელება მეტ სიზუსტეს განიჭებს.

Shift-Ctrl

გადაახტუნე მცირე ინკრემენტებზე.

ტექსტის რედაქტირება

Home

გადადი ხაზის დასაწყისში.

End

გადადი ხაზის ბოლოში.

მარცხნივ, მარჯვნივ

გადააადგილე კურსორი ერთი ასონიშნის მანძილზე.

Ctrl-მარცხნივ, Ctrl-მარჯვნივ

გადააადგილე კურსორი მთელი სიტყვის მანძილზე.

ბექსფეისი, Delete

წაშალე ასონიშნები.

Ctrl-ბექსფეისი, Ctrl-Delete

წაშალე სიტყვები.

Shift

მონიშნე კლავიშის დაკავებითა და კურსორის მოძრაობით.

Ctrl-A

მონიშნე სრული ტექსტი.

Ctrl-C

დააკოპირე მონიშნული ტექსტი.

Ctrl-X

ამოჭერი მონიშნული ტექსტი.

Ctrl-V

ჩასვი ტექსტი კურსორის პოზიციაზე.

დადასტურება და გაუქმება

Esc, მარჯვ.ღ.

გააუქმე.

დაბრუნება, მარცხ.ღ.

დაადასტურე.

მორგება

კლავიატურისა და თაგუნას მალსახმობების მორგება სასურველი პარამეტრებიდან შეიძლება.