კვანძი "ჩარჩო" (Frame)

ჩარჩოს კვანძი რედაქტორში სხვა კვანძების დასაორგანიზებლად და დასაჯგუფებლად გამოიყენება. ურთიერთმონათესავე კვანძების ერთად თავმოყრის გზით იგი რთული კვანძოვანი ხეების მართვაში გვეხმარება.

ჩარჩოები განსაკუთრებით მაშინაა გამოსადეგი, როცა კვანძოვანი სტრუქტურა ზედმეტად რთულია იმისთვის, რომ იოლად დაათვალიერო ერთად, ან, როცა გინდა, კვანძოვანი ხის ლოგიკური სექციები ისე განაცალკევო, რომ მრავალჯერ გამოყენებადი კვანძთა ჯგუფი არ შექმნა.

ჩარჩოს კვანძის მაგალითი.

კვანძების დასაორგანიზებლად გამოყენებული ჩარჩოს კვანძის მაგალითი.

გამოყენება

  • კვანძების ჩარჩოში ჩამატება გადათრევით შეიძლება.

  • ჩარჩოს მოძრაობა მასში შესულ ყველა კვანძს მასთან ერთად ამოძრავებს.

  • ჩარჩოების ზომების შეცვლა მათი კუთხეების, ან კიდეების მოქაჩვით შეიძლება.

  • ჩარჩოს შეიძლება, ჰქონდეს მორგებული ჭდე, რომელიც კვანძოვანი სტრუქტურის სხვადასხვა სექციებისთვის სახელების დასარქმევად გამოიყენება.

თვისებები (Properties)

../../../_images/interface_controls_nodes_frame_properties.png
ჭდის ზომა (Label Size)

ჭდის შრიფტის ზომა. დაქვემდებარებულ ჩარჩოებს, მაგალითად, უფრო პატარა სათაურები აქვთ.

შეკუმშვა (Shrink)

მას შემდეგ, რაც კვანძი ჩარჩოში მოთავსდება, ჩარჩო მის გარშემო შეიკუმშება ისე, რომ ცარიელი სივრცე არ დარჩეს. ამ ეტაპზე ჩარჩოს კიდის მონიშვნა და მისი ზომის გაზრდა უკვე შეუძლებელია, ნაცვლად ამისა, ზომა ავტომატურად იცვლება, როცა ჩარჩოში მყოფი კვანძები მის ფარგლებში ადგილს იცვლიან. ამგვარი ქცევის შეცვლა ამ ვარიანტის გათიშვით შეიძლება.

ტექსტი (Text)

როცა უფრო ადვილად აღქმადი ტექსტის ასახვა გინდა, ჩარჩოს კვანძებს შეუძლიათ, ტექსტის მონაცემთა ბლოკის შიგთავსი აჩვენონ. ეს არარედაქტირებადია, ასე რომ, შიგთავსის მოდიფიცირებისთვის ტექსტური რედაქტორის გამოყენება მოგიწევს.

რედაქტირება

შეერთება ახალ ჩარჩოში (Join in New Frame)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ შეერთება ახალ ჩარჩოში (Node ‣ Join in new Frame)

მალსახმობი:

F

მონიშნული კვანძების ირგვლივ ახალი ჩარჩოს ქმნის.

მალსახმობი F-ის მეშვეობით გამოძახებისას ჩნდება კონტექსტური მენიუ, რომელიც საშუალებას გაძლევს, ახალი ჩარჩოს კვანძს მორგებული ჭდე მიანიჭო. ეს ჭდე ჩარჩოს სათაურად გამოჩნდება და მისი შიგთავსის აღწერისთვის შეიძლება, იქნას გამოყენებული.

ჩარჩოში ჩამატება

მითითება

მალსახმობი:

Ctrl-P

მას შემდეგ, რაც ჩარჩოს კვანძი თავის ადგილზე მოთავსდება, შეგიძლია, კვანძები მასში გადაათრიო და ჩაყარო, ან ჯერ ისინი მონიშნო, შემდეგ - ჩარჩო და Ctrl-P გამოიყენო. ჩათვალე, რომ მონიშნულს ჩარჩოს შვილობილის სტატუსს ანიჭებ.

ჩარჩოდან ამოღება

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ ჩარჩოდან ამოღება (Node ‣ Remove from Frame)

მალსახმობი:

Alt-P

ჩარჩოდან კვანძების ამოსაღებად მონიშნე ისინი და Alt-P გამოიყენე. შეგიძლია, ჩათვალო, რომ მონიშნულს ჩარჩოს კადრის შვილობილის სტატუსს უუქმებ.