შესავალი

ბლენდერში კვანძებზე დაფუძნებული სხვადასხვა რედაქტორები შედის, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ, ამიტომ, ეს განყოფილება მხოლოდ ზოგადად ხსნის, როგორ უნდა იმუშავო კვანძებთან. ქვემოთ მდებარე ნუსხა აჩვენებს, რა ტიპის კვანძები არსებობს და სადაა თითოული მათგანი დოკუმენტირებული.

../../../_images/interface_controls_nodes_introduction_example.jpg

კვანძების რედაქტორის მაგალითი.

ხატულა

სახელი (Name)

აღწერა (Description)

გეომეტრიული კვანძები

გამოიყენება პროცედურული მოდელირებისთვის.

იერფერის კვანძები

გამოიყენება ობიექტებისთვის მასალების შესაქმნელად.

კომპოზიტირების კვანძები

გამოიყენება დარენდერებული გამოსახულებების დასარედაქტირებლად.

ტექსტურის კვანძები

გამოიყენება მორგებული ტექსტურების შესაქმნელად.

Editor Interface

ხელსაწყოთა ზოლი (Toolbar)

ხელსაწყოთა ზოლი მოიკცავს ხელსაწყოების ნაკრებს, რომელთა გამოყენებაც კვანძების რედაქტორში შეიძლება.

კვანძების დამატება

მითითება

მენიუ:

დამატება (Add)

მალსახმობი:

Shift-A

კვანძების დამატება შეიძლება რედაქტორის კოლონტიტულში არსებული დამატების მენიუს მეშვეობით, ან კლავიატურის მალსახმობის გამოყენებით.

გარდა ამისა, კვანძების დამატება არსებული კვანძის შემავალი, ან გამომავალი ბუდიდან ბმულის გამოქაჩვითა და სხვა ბუდესთან დაკავშირების ნაცვლად ცარიელ სივრცეში დაგდებითაც შეიძლება. ეს ქმედება გახსნის მენიუს თავსებადი კვანძებისა და მათი ბუდეების სიით, რომლებიც შეგიძლია, არსებულ დაამატო და კვანძს დაუკავშირო. მენიუშიარჩევანის დადასტურების შემდეგ დაემატება ახალი კვანძი, რომლის გადაადგილება და განთავსებაც თავისუფლად შეგეძლება.