ნაგულისხმები კლავიშრუკა

თუმცა ეს სრული სია არაა, მაგრამ ამ გვერდზე ნაჩვენებია ბლენდერის ნაგულისხმები კლავიშრუკის ფართოდ გავრცელებული კლავიშები.

გლობალური კლავიშები

Ctrl-O

ფაილის გახსნა.

Ctrl-S

ფაილის შენახვა.

Ctrl-N

ახალი ფაილი.

Ctrl-Z

ბოლო ქმედების გაუქმება.

Shift-Ctrl-Z

ბოლო ქმედების აღდგენა.

Ctrl-Q

გამოსვლა.

F1

დახმარება (კონტექსტისადმი სენსიტიური).

F2

აქტიური საგნისთვის სახელის გადარქმევა.

F3

საძიებელი მენიუ (Menu Search).

F4

კონტექსტური ფაილის მენიუ.

F5 - F8

გადადებულია მომხმარებლის მიერ მითითებული ქმედებებისთვის

F9

ბოლო ოპერაციის დარეგულირება (Adjust Last Operation).

F10

გადადებულია მომხმარებლის მიერ მითითებული ქმედებებისთვის

F11

დარენდერების ფანჯრის ჩვენება.

F12

მიმდინარე კადრის დარენდერება.

Q

სწრაფი წვდომა (რჩეულები).

Ctrl-გამოტოვება

არის (Area) გამაქსიმალურების გადართვა.

Ctrl-PageUp / Ctrl-PageDown

მომდევნო/წინა სამუშაო სივრცე (Workspace).

გამოტოვება

კონფიგურირებადია მომხმარებლის მიერ, იხ გამოტოვების კლავიშის ქმედება (Spacebar Action).

Shift-Ctrl-გამოტოვება

ანიმაციის დაკვრა (უკუღმა).

რედაქტირების გავრცელებული კლავიშები

X

მონიშნული საგნის წაშლა დიალოგური ფანჯრიდან დადასტურების მეშვეობით.

Delete

მონიშნული საგნის წაშლა დიალოგური ფანჯრით დაუდასტურებლად.

რედაქტორთა გავრცელებული კლავიშები

ეს კლავიშები სხვადასხვა რედაქტორებისთვის, როგორებიცაა 3D სარკმელი, UV და გრაფების რედაქტორი, საზიაროა.

A

ყველას მონიშვნა.

Alt-A /

ორჯერ დაჭერა A-ზე

არაფრის მონიშვნა.

Ctrl-I

მონიშვნის ინვერსია.

H

მონიშნული საგნების დამალვა.

Shift-H

მოუნიშნავი საგნების დამალვა.

Alt-H

დამალული საგნების გამოვლენა.

T

ხელსაწყოთა ზოლის შეწევა-გამოწევა.

N

გვერდითა ზოლის შეწევა-გამოწევა.

3D სარკმლის კლავიშები

Tab

რედაქტირების რეჟიმის გადართვა.

Ctrl-Tab

პოზირების რეჟიმის ჩართვა-გამორთვა არმატურებისთვის, ან რეჟიმის შესაცვლელი სექტორული მენიუს ჩვენება დანარჩენებისთვის.

1 - 3

რედაქტირების რეჟიმში წვეროთა (1), წიბოთა (2) და წახნაგთა (3) რედაქტირებებს შორის მონაცვლეობა.

ამათგან რამდენიმეს ერთად გასააქტიურებლად გეჭიროს Shift.

იმისათვის, რომ შეცვალო, თუ როგორ გადავა მონიშნული ძველი რეჟიმიდან ახალზე, გეჭიროს Ctrl.

დეტალებისთვის იხ. მეშის მონიშვნის რეჟიმები.

~

3D სარკმელში სანავიგაციო სექტორული მენიუს ჩვენება.

Ctrl-~

გიზმოების ჩართვა-გამორთვა.

Shift-~

ფრენით/სიარულით ნავიგაციის დაწყება.

პლატფორმისთვის სპეციფიური კლავიშები

macOS

macOS-ზე თითქმის ყველა შემთხვევაში შეიძლება Ctrl-ის მაგივრად Cmd-ის გამოყენება, გარდა რამოდენიმე გამონაკლისისა, სადაც ოპერაციულ სისტემასთან კონფლიქტი იქმნება.

macOS-ისთვის დამახასიათებელი დამატებითი კლავიშების სია:

Cmd-მძიმე

სასურველი პარამეტრები.