შესავალი¶
კომპოზიტირების კვანძები საშუალებას გაძლევს, გამოსახულება (ან ვიდეო) ააწყო და გააუმჯობესო. კომპოზიტირების კვანძების გამოყენებით შეგიძლია, გადაღებული კადრების ორი სხვადასხვა წყება ერთმანეთს მიაკრა და მთელი თანამიმდევრობა ერთდროულად გააფერადო. შეგიძლია, ცალკეული გამოსახულების, ან მთლიანი ვიდეო კლიპის ფერები სტატიკურად, ან დინამიკურად და დროში ცვალებადობით (კლიპის მიმდინარეობის განმავლობაში) გააუმჯობესო. ამგვარად კომპოზიტირების კვანძებს ვიდეო კლიპების ასაწყობადაც იყენებ და გასაუმჯობესებლადაც.
ნოტი
ტერმინი: გამოსახულება (Image)
ტერმინი გამოსახულება შეიძლება, განცალკევებულ სურათს , გამოსახულებათა დანომრილ თანამიმდევრობაში არსებულ სურათს, ან ვიდეო კლიპის კადრს ნიშნავდეს. კომპოზიტორი, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის შენატანს მიაწვდი, გამოსახულებებს თითო-თითოდ ამუშავებს.
იმისათვის, რომ შენი გამოსახულება დაამუშავო, გამოსახულების ბლენდერში დასაიმპორტირებლად, შესაცვლელად, სურვილის შემთხვევაში სხვა გამოსახულებებთან შესარწყმელად და, ბოლოს, შესანახად კვანძებს იყენებ.
კომპოზიციის მაგალითი.¶
ფერის კორექტირების მაგალითი.¶
დაწყება¶
Access the Compositor and activate nodes for compositing by clicking the Use Nodes checkbox in the header (see შესავალი).
ნოტი
After clicking Use Nodes the Compositor is enabled, however, it can also be disabled in the Post Processing.
You now have your first node setup, from here you can add and connect many types of Compositing Nodes, in a sort of map layout, to your heart's content (or physical memory constraints, whichever comes first).
ნოტი
Nodes and node concepts are explained in more detail in the Nodes reference.
მაგალითები¶
კვანძების მეშვეობით შეგიძლია, გამოსახულებას, რაც გინდა, ის უქნა.
ლურჯი ეკრანის წინ მოქმედი პირის, ან რაიმე პროცესში მონაწილე ობიექტის დაუმუშავებელი კადრები შეიძლება, ფონის ზედა შრე(ებ)ზე დალაგდეს. ერთად თუ დააკომპოზიტირებ, მიიღებ დაკომპოზიტირებულ კადრებს.
შეგიძლია გამოსახულების ხასიათი შეცვალო:
გამოსახულება უფრო 'ცივად' რომ აღიქმებოდეს, მოლურჯო შეფერილობა ემატება.
მოგონებების გადმოსაცემად შეიძლება, გამოსახულება შერბილდეს.
სიძულვილის, ან გაღიზიანების გადმოსაცემად მოწითალო შეფერილობა დაამატე, ან სიწითლე გამოკვეთე.
შემაცბუნებელი მოვლენა შეიძლება, გამკვეთრდეს და კონტრასტული გახდეს.
ბედნიერების შეგრძნებისთვის ყვითელი დაამატე (სიწითლისა და სიმწვანის თანაბარი რაოდენობა, სილურჯის გარეშე).
ხშირად, გამოსახულებას რეალიზმის მისანიჭებლად მტვერსა და ჰაერის დაბინძურებას ამატებენ ღრუბლოვანი ტექსტურის სახით.
კომპოზიტი გამოსახულების შენახვა¶
რენდერის ღილაკი ერთ კადრს, ან გამოსახულებას არენდერებს. გამოსახულების შესანახად გამოიყენე გამოსახულების შენახვა. გამოსახულება შენახულ იქნება რენდერის პანელში არსებული გამოსახულების ფორმატის ანაწყობთა მეშვეობით.
გამოსახულებათა თანამიმდევრობის შესანახად, მაგალითისთვის, თუ ვიდეო კლიპი შეიტანე, ან დროის კვანძი გამოიყენე, სადაც თითოეული კადრი თავის საკუთარ ფაილშია ჩადებული, მაშინ გამოიყენე ანიმაციის ღილაკი და მისი ანაწყობები. თუ შესაძლებელია, რომ მოგვიანებით მათი ერთმანეთზე დადება მოგინდეს, გამოსახულებათა ისეთი ფორმატი გამოიყენე, რომელსაც ალფა არხის მხარდაჭერა აქვს (მაგალითად, PNG). თუ შესაძლოა, მოგვიანებით მათი წინიდან უკან დალაგება, ან სიმკვეთრის სიღრმის ეფექტის შექმნა დაგჭირდეს, ისეთი ფორმატი გამოიყენე, რომელსაც Z-სიღრმის არხის მხარდაჭერა აქვს (მაგალითად, EXR).
იმისათვის, რომ კომპოზიცია ვიდეო კლიპში შეინახო (ყველა კადრი ერთ ფაილში), გამოიყენე AVI, ან QuickTime ფორმატი და ანიმაციის ღილაკი თავისი ანაწყობებით.