შესავალი¶
როგორც წესი, მეშის მოდელირება იწყება მეშის პრიმიტივის ფორმით (მაგ.: წრე, კუბი, ცილინდრი...). აქედან შეგიძლია, დაიწყო რედაქტირება, რათა შექმნა უფრო დიდი, უფრო რთული ფიგურა.
მოდელირების რეჟიმები¶
3D სარკმელს აქვს სამი ძირითადი რეჟიმი, რომელიც მეშის მოდელების შექმნის, რედაქტირებისა და მანიპულირების საშუალებას იძლევა. ამ სამთაგან თითოეულ რეჟიმს ხელსაწყოთა ნაირსახეობა აქვს. ზოგიერთი ხელსაწყოს პოვნა ერთზე მეტ რეჟიმში შეიძლება.
რეჟიმები, რომლებიც მოდელირებისთვის გამოიყენება:
- ობიექტის რეჟიმი (Object Mode)
აქვს საბაზისო ოპერაციების მხარდაჭერა. ასეთებია ობიექტის შექმნა, ობიექტების შეერთება, ფორმის სოლების მართვა, UV-ს/ფერთა შრეები.
- რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
გამოიყენება მეშის რედაქტირების ოპერაციათა უმრავლესობისთვის.
- ძერწვის რეჟიმი (Sculpt Mode)
მეშის ინდივიდუალურ ელემენტებზე მუშაობის ნაცვლად აქვს ფუნჯებით ძერწვის მხარდაჭერა (ამ თავში არაა გარჩეული).