შესავალი

ელემენტების მოსანიშნად ბევრი გზა არსებობს და მეშის მონიშვნის რეჟიმზეა დამოკიდებული, მონიშვნის რომელი ხელსაწყოებია ხელმისაწვდომი. ჯერ ამ რეჟიმებს ჩამოვუვლით და მერე გადავხედავთ მონიშვნის ძირითად ხელსაწყოებს.

მონიშვნის რეჟიმები

მითითება

რეჟიმი (Mode):

რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)

მენიუ:

3D სარკმლის კოლონტიტული ‣ მონიშვნის რეჟიმი

მალსახმობი:

1, 2, 3 (Shift მონიშვნის რამდენიმე რეჟიმი, Ctrl მონიშვნის განვრცობა/შეკუმშვა).

რედაქტირების რეჟიმში მონიშვნის სამი სხვადასხვა რეჟიმი არსებობს. ამ სხვადასხვა რეჟიმებში გადასვლა შესაძლებელია კოლონტიტულში მოთავსებული სამი ღილაკიდან რომელიმეს არჩევით.

../../../_images/modeling_meshes_selecting_introduction_mode-buttons.png

რედაქტირების რეჟიმის მონიშვნის ღილაკები მარცხნიდან მარჯვნივ: წვერო, წიბო, წახნაგი.

წვერო (Vertex)

ამ რეჟიმში წვეროები წერტილებად ჩანს. მონიშნული წვეროები სტაფილოსფრად ფერადდება, მოუნიშნავი - შავად, ხოლო აქტიური, ან ბოლოს მონიშნული წვერო - თეთრად.

წიბო (Edge)

ამ რეჟიმში წვეროები არ ჩანს. სამაგიეროდ, მონიშნული წიბოები სტაფილოსფრად აისახება, მოუნიშნავი - შავად და აქტიური, ან ბოლოს მონიშნული წიბო - თეთრად.

წახნაგი (Face)

ამ რეჟიმში წახნაგები აისახება შუაგულში მონიშვნის წერტილით, რომელიც წახნაგის მოსანიშნად გამოიყენება. მონიშნული წახნაგები, მათი გვერდები და მათი მონიშვნის წერტილი სტაფილოსფრადაა შეფერადებული, მოუნიშნავი წახნაგები - ნაცრისფრად, შავი გვერდებით, ხოლო აქტიური, ან ბოლოს მონიშნული წახნაგი თეთრადაა გამოყოფილი.

ამ ღილაკების გამოყენებისას შეგიძლია, მოდიფიკატორი კლავიშები გამოიყენო, იხ.: მონიშვნის რეჟიმის შეცვლა.

მეშის მონიშვნის სამივე რეჟიმში ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ხელსაწყო. ყველა რეჟიმში შეგიძლია გამოიყენო ბრუნვა, მასშტაბირება, ამოყვანა და სხვ. რათქმაუნდა, ერთი წვეროს ბრუნვა და მასშტაბირება სასარგებლოს არაფერს აკეთებს (თუ ბრუნვის ცენტრი სადმე სხვაგან არ მდებარეობს), ასე რომ, ზოგიერთი ხელსაწყო ზოგ რეჟიმში მეტად, ან ნაკლებადაა გამოყენებადი.

სხვადასხვა რეჟიმების მაგალითებისთვის იხ. სურ.: მონიშვნის რეჟიმები..

მონიშვნის რამდენიმე რეჟიმი

მონიშვნის რეჟიმის არჩევისას Shift-მარცხ.ღ.-ის დაკავებით შეგიძლია, ერთდროულად მონიშვნის რამოდენიმე რეჟიმი ჩართო. ეს საშუალებას გაძლევს, სწრაფად მონიშნო წვეროები, წიბოები, ან წახნაგები ისე, რომ რეჟიმის შეცვლა არ დაგჭირდეს.

მონიშვნის რეჟიმები.
../../../_images/modeling_meshes_selecting_introduction_vertex-mode-example.png

წვეროების რეჟიმის მაგალითი.

../../../_images/modeling_meshes_selecting_introduction_edge-mode-example.png

წიბოების რეჟიმის მაგალითი.

../../../_images/modeling_meshes_selecting_introduction_face-mode-example.png

წახნაგების რეჟიმის მაგალითი.

../../../_images/modeling_meshes_selecting_introduction_mixed-mode-example.png

შერეული რეჟიმის მაგალითი.

მონიშვნის რეჟიმის შეცვლა

რეჟიმების "აღმავალი" გზით ცვლისას (ანუ მარტივიდან რთულისკენ), წვეროებიდან წიბოებზე და წიბოებიდან წახნაგებზე, თუ მონიშნული ნაწილები ახალ რეჟიმში დასრულებულ მოსანიშნ ელემენტს ქმნის, ისინი ისევ მონიშნული დარჩება.

მაგალითად, თუ მონიშნულია წახნაგის ოთხივე გვერდი, წიბოების რეჟიმიდან წახნაგების რეჟიმზე გადასვლისას ეს წახნაგი მონიშნული დარჩება. ყველა მონიშნული ნაწილი, რომელიც ახალ რეჟიმში მთლიან ელემენტს არ შეადგენს, ახალ რეჟიმში მოუნიშნავი იქნება.

../../../_images/modeling_meshes_selecting_introduction_edge-mode-example.png

წიბოების რეჟიმი, თავდაპირველი მონიშვნა.

../../../_images/modeling_meshes_selecting_introduction_face-mode-switched-from-edge.png

გადასვლა წახნაგების რეჟიმზე.

შესაბამისად, "დაღმავალი" გზით გადასვლისას (ანუ რთულიდან მარტივზე), ყველა ელემენტი, რომელიც "მაღალი დონის" ელემენტს (მაგალითად, წახნაგს) შეადგენს, მონიშნული დარჩება (მაგალითად, ოთხკუთხედის ოთხივე წვერო, ან წიბო).

მონიშვნის განვრცობა/შეკუმშვა

Ctrl-ის დაკავებითა და მონიშვნის უფრო მაღალი დონის არჩევით მონიშვნაში ჩაემატება ყველა ელემენტი, რომელიც უკვე მონიშნულ ელემენტებს ეხება, მაშინაც კი, როცა მონიშვნა მაღალი დონის სრულ ელემენტს არ აყალიბებს. ხოლო უფრო დაბალ დონეზე გადანაცვლებისას მონიშვნა შემცირდება.

../../../_images/modeling_meshes_selecting_introduction_vertex-mode-example.png

წვეროების რეჟიმი, თავდაპირველი მონიშვნა.

../../../_images/modeling_meshes_selecting_introduction_edge-mode-expanding-from-vertex.png

გავრცელება წიბოების რეჟიმში.

რენტგენი (X-Ray)

რენტგენის ანაწყობი მხოლოდ შეფერადებისთვის კი არ არსებობს, არამედ მონიშვნაზეც ახდენს გავლენას. როცა რენტგენი ჩართულია, ობიექტების გეომეტრია მონიშვნას წინ ვერ ეღობება (თითქოს, ობიექტი მყარი აღარაა).

../../../_images/modeling_meshes_selecting_introduction_limit-selection-to-visible-off.png

ჩართული რენტგენი.

../../../_images/modeling_meshes_selecting_introduction_limit-selection-to-visible-on.png

გათიშული რენტგენი.

მონიშვნის (Select) მენიუ

ყველა (All) A

ყველას მონიშვნა.

არაფერი (None) Alt-A

არაფრის მონიშვნა.

შებრუნება (Invert) Ctrl-I

ნიშნავს ყველანაირ მოუნიშნავ გეომეტრიას და აუქმებს უკვე მონიშნული კომპონენტების მონიშვნას.


მართკუთხა მონიშვნა (Box Select) B

ინტერაქტიული მონიშვნა მართკუთხედით.

წრიული მონიშვნა (Circle Select) C

ინტერაქტიული მონიშვნა წრეწირით.

ქამანდით მონიშვნა (Lasso Select)

ინტერაქტიული მონიშვნა თავისუფალი ფორმით.


სარკისებური მონიშვნა (Select Mirror) Shift-Ctrl-M

ნიშნავს მეშის ელემენტებს, რომლებიც არჩეულ ღერძზე საპირისპირო კოორდინატზე მდებარეობს.

შემთხვევითის მონიშვნა (Select Random)

პროცენტულ მნიშვნელობაზე დაყრდნობით ნიშნავს წვეროების, წიბოების, ან წახნაგების შემთხვევით ჯგუფს.

მონიშვნის ჭადრაკული გაუქმება (Checker Deselect)

ელემენტების მონიშვნის მონაცვლეობით გაუქმება, აქტიური საგნიდან ათვლით.


მეტი/ნაკლები (More/Less)
მეტი (More) Ctrl-NumpadPlus

განავრცობს მონიშვნას მოსანიშნი ტიპის მომიჯნავე ელემენტებზე.

ნაკლები (Less) Ctrl-NumpadMinus

ამცირებს მონიშვნას მოსანიშნი ტიპის კიდურა ელემენტების ამოკლების გზით.

მომდევნო აქტიური (Next Active) Shift-Ctrl-Numpadპლიუსი

ეს მონიშვნის ისტორიას იყენებს შემდეგი წვეროს, წიბოსა, თუ წახნაგის მოსანიშნად, ირგვლივ არსებული ტოპოლოგიის მიხედვით.

წინა აქტიური (Previous Active) Shift-Ctrl-Numpadმინუსი

წინას მონიშვნა უბრალოდ აუქმებს ბოლო მონიშნული ელემენტის მონიშვნას.


მსგავსის მონიშვნა (Select Similar) Shift-G

მონიშნე უკვე მონიშნულის მსგავსი ელემენტები.

ყველას მონიშვნა თვისებით (Select All by Trait)

მონიშნე გეომეტრია მისი ნიშანთვისებების საფუძველზე.

დაკავშირებულის მონიშვნა (Select Linked)
დაკავშირებულის მონიშვნა (Select Linked)

ნიშნავს ყველა კომპონენტს, რომელიც უკვე მონიშნულს უკავშირდება.

უმოკლესი გზა (Shortest Path)

გზა ორ მონიშნულ ელემენტს შორის.

დაკავშირებული ბრტყელი წახნაგები (Linked Flat Faces)

მონიშნე დაკავშირებული წახნაგები მათ შორის არსებული დახრილობის კუთხის მიხედვით. ეს ფუნქცია სიბრტყული წახნაგების მონიშვნის დროსაა ხელსაყრელი.

მარყუჟების მონიშვნა (Select Loops)
წიბოთა მარყუჟები (Edge Loops)

მონიშნე დაკავშირებული წიბოები.

წახნაგთა მარყუჟები

მონიშნე დაკავშირებული წახნაგები.

წიბოთა რგოლები (Edge Rings)

მონიშნე დაკავშირებულ წიბოთა რგოლი.

მახვილი/მკვეთრი წიბოები (Sharp Edges)

ეს ხელსაწყო ნიშნავს ორ წახნაგს შორის მდებარე ყველა წიბოს, რომელიც მითითებულზე უფრო ფართო კუთხეს ქმნის, კუთხის გაზრდით უფრო მახვილი გვერდები ინიშნება.

აქტიურის მხარე (Side of Active)

ნიშნავს მეშზე არსებულ ყველა წვეროს ერთ ღერძზე, აქტიურ წვეროსთან მიმართებაში. მხოლოდ წვეროთა მონიშვნის რეჟიმში.

ცნობილი პრობლემები

მკვრივი მეშები

როცა რენტგენი გათიშულია, მკვრივი მეშების მონიშვნა გარკვეულწილად შეზღუდულია - შეიძლება, მათი ყველა ელემენტი ვერ მოინიშნოს. მონაკვეთების მართკუთხა, წრიული და ქამანდით მონიშვნისას შესაძლოა, წვეროები პირგადადებული იყოს და ზოგიერთი მათგანის მონიშვნას ამით ხელი შეეშალოს. ეს შეზღუდვა მონიშვნის ამხლანდელ მეთოდს ეხება. ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ზუმით მოახლოების, ან რენტგენის ჩართვის მეშვეობით.

N-კუთხედები წახნაგების მონიშვნის რეჟიმში

../../../_images/modeling_meshes_selecting_introduction_face-mode-ngon-visual-problem.png

N-კუთხა წახნაგი, რომლის ცენტრალური წერტილი სხვა წახნაგის შიგნით მდებარეობს.

როგორც უკვე შევნიშნეთ, რენტგენისა და მავთულბადის რეჟიმის წახნაგები შუაგულში წერტილით აღინიშნება. n-კუთხედების შემთხვევაში ამან შეიძლება, დამაბნეველი გამოსახულებების შექმნა გამოიწვიოს. მაგალითში ნაჩვენებია U-ს ფორმის n-კუთხედი, რომელიც "U"-ს შიგნით მდებარე წახნაგის შუაშია. რთული სათქმელია, რომელი წერტილი რომელ წახნაგს ეკუთვნის (სურათში ნაჩვენები სტაფილოსფერი წერტილი ობიექტის სათავეა).