მეტის/ნაკლების მონიშვნა (More/Less)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Ctrl-Numpadპლიუსი
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Ctrl-Numpadმინუსი
სულ ცოტა, ერთი მონიშნული წვეროთი, წიბოთი, ან წახნაგით, მეტი/ნაკლების გამოყენება მონიშვნას ან აფართოებს, ან კუმშავს. ოღონდ, მონიშვნის ნებისმიერ რეჟიმში, თუ მხოლოდ ერთი ელემენტია მონიშნული, ნაკლები მის მონიშვნასაც გააუქმებს.
- წახნაგის საფეხური (Face Step)
როცა წახნაგის საფეხური ჩართულია, ხელსაწყოს ყოველი გამოყენება წახნაგებზე დაყრდნობით მოქმედებს. როცა დეაქტივირებულია - წვეროებზე, ან წიბოებზე, იმის მიხედვით თუ მონიშვნის რომელი რეჟიმია აქტიური.
(მარცხნიდან მარჯვნივ) თავდაპირველი მონიშვნა, წახნაგის საფეხურის გარეშე, წახნაგის საფეხურით, და წიბოების მონიშვნის რეჟიმში.¶
მომდევნო/წინა აქტიურის მონიშვნა¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Shift-Ctrl-Numpadპლიუსი
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Shift-Ctrl-Numpadმინუსი
- მომდევნო აქტიური (Next Active)
ეს ფუნქცია შემდეგი იყენებს მონიშვნის ისტორიას, რათა გარშემოვლებული ტოპოლოგიის საფუძველზე მონიშნოს შემდეგი წვერო, წიბო, ან წახნაგი. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო მონიშვნა წინა ორზე დაყრდნობით გაკეთდება.
- წინა აქტიური (Previous Active)
მოცილდება მხოლოდ ბოლოს მონიშნული ელემენტი.