არეები

../../_images/interface_window-system_areas_borders.png

არეების საზღვრები მომრგვალებული (ყვითლად გამოყოფილი) კუთხეებითაა მითითებული.

ბლენდერის ფანჯარა დაყოფილია რამოდენიმე მართკუთხედად, რომლებსაც არეები ეწოდება. არეები ეკრანის სივრცეს რედაქტორებისთვის ინახავს, მაგალითად 3D სარკმლის, ან მონახაზისთვის. თითოეულ რედაქტორს თავისი კონკრეტული ფუნქციები გააჩნია.

არეები დაჯგუფებულია სამუშაო სივრცეებად, რომლებიც სპეციფიური დავალებებისთვისაა მოწყობილი (მოდელირებისთვის, ანიმაციისთვის და სხვ.).

ნოტი

მართალია, ბლენდერის ზოგიერთი მალსახმობი გლობალურია (მაგ. Ctrl-S-ით შენახვა), მაგრამ ბევრი მათგანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ რედაქტორთანაა თაგუნას კურსორი მიტანილი.

მაგალითისთვის ვთქვათ, მონახაზში მონიშნე ორი ობიექტი და გინდა, ერთმანეთს შეუერთო. თუ საამისოდ განკუთვნილ მალსახმობს (Ctrl-J) გამოიყენებ მაშინ, როცა კურსორი ჯერ კიდევ მონახაზის ტერიტორიაზეა, არაფერი მოხდება, რადგან მალსახმობი ამ არეში არ მუშაობს; ჯერ კურსორი 3D სარკმელში უნდა გადაიტანო.

რჩევა

მომხმარებლის სასურველ პარამეტრებში ჩარჩოს სიმსხვილის მეშვეობით შეგიძლია, დაარეგულირო არეების შემომსაზღვრელი ჩარჩო.

ზომის შეცვლა

../../_images/interface_window-system_areas_resize.png

შეგიძლია, მარცხ.ღ.-ით ჩარჩოს გათრევით არეებს ზომა შეუცვალო. თაგვის კურსორი ორ არეს შორის არსებულ საზღვართან მიიტანე, კურსორი რომ ორთავიან ისრად გადაკეთდეს, შემდეგ დააწკაპუნე და გათრიე. არეების შენთვის ხელსაყრელ ზომებზე გადასახტუნებლად გამოიყენე Ctrl.

ჩამაგრება

ჩამაგრება აღწერს რამოდენიმე გზას, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, არეების ზომები და მდებარეობა შეცვალოს და, ასევე, ერთი არე რამოდენიმე ახალ არედ გაყოს.

ინტერაქტიული პროცესის დასაწყებად თაგვის კურსორი არის კუთხეში მოათავსე, რაც კურსორს ჯვრის ფორმით შეცვლის (+). როცა კურსორი ამ ფორმას მიიღებს, მარცხ.ღ.-ს დააწექი და გეჭიროს, რათა შეასრულო რომელიმე მომდევნო ქმედებათაგანი:

თუ მარცხენა ღილაკის აშვებამდე Esc-ს, ან მარჯვ.ღ.-ს დააჭერ, ოპერაცია გაუქმდება.

შეერთება

../../_images/interface_window-system_areas_join.png

თვისებები მონახაზს უერთდება.

არის კუთხიდან მეორე არის სივრცეში კურსორის გათრევით ორ არეს შეაერთებს. შესაერთებლად გამზადებული არეები ღია ფერის გახდება.

გაყოფა

../../_images/interface_window-system_areas_split.png

არის გაყოფა ახალ არეს შექმნის. არის კუთხის მარცხნივ/მარჯვნივ გამოთრევა ამ არეს შვეულად გაყოფს, ხოლო ზევით/ქვევით გათრევა - თარაზულად.

გაყოფის ოპერაციის განცალკევებული არეში გადმოტანით შეგიძლია, არეები ერთდროულად გაყო და შეაერთო.

თუ არეს მეორე არის შუაგულისკენ გამოათრევ, ამ მეორე არეს პირველით ჩაანაცვლებ.

არეს ვარიანტები (Area Options)

ჩარჩოზე მარჯ. ღ.-ის დაწკაპუნება არეს ვარიანტებს ხსნის.

შვეული (Vertical)/თარაზული (Horizontal) გაყოფა

აჩვენებს ინდიკატორ ხაზს, რომელიც საშუალებას გაძლევს, აარჩიო არე და გაყოფის ადგილი. Tab-ის დაჭერით მონაცვლეობ შვეულსა და თარაზულს, ანუ ვერტიკალურსა და ჰორიზონტალურს შორის.

შეერთება ზევით (Up)/დაბლა (Down)/მარცხნივ (Left)/მარჯვნივ (Right)

აჩვენებს შეერთების მიმართულების გადაფარება.

არეების გაცვლა (Swap Areas)

ამ და ამის მომიჯნავე არეს ადგილებს უცვლის.

შიგთავსების გაცვლა

შეგიძლია, თავდაპირველი არის ერთერთ კუთხეზე Ctrl-მარცხ.ღ.-ის დაჭერით, სამიზნე არისკენ გათრევითა და შემდეგ თაგვის აშვებით ორ არეს შიგთავსი გაუცვალო. აუცილებელი არაა, ეს ორი გვერდიგვერდ მდებარეობდეს, თუმცა, ორივე ერთსა და იმავე ფანჯარაში უნდა იყოს მოქცეული.

არის დუბლიკაცია ახალ ფანჯარაში (Duplicate Area into new Window)

მითითება

მენიუ:

ხედი ‣ არე‣ არის დუბლიკაცია ახალ ფანჯარაში (View ‣ Area ‣ Duplicate Area into new Window)

ახალი ჩაუმაგრებელი და რომელიმე კონკრეტული არის შემცველი ფანჯრის შექმნა შესაძლებელია მენიუდან ხედი ‣ არე ‣ არის დუბლიკაცია ახალ ფანჯარაში (View ‣ Area ‣ Duplicate Area into new Window). (ზოგ რედაქტორში ხელმისაწვდომი არაა.)

ახალი ფანჯარა სრულიად ფუნქციონირებადია და Blender-ის იმავე ინსტანციას ეკუთვნის. ეს საკმაოდ გამოსადეგია, მაგალითად, რამდენიმე მონიტორზე მუშაობის დროს.

არსებული ფანჯრისგან ახლის შექმნა არის კუთხეზე Shift-მარცხ.ღ.-ის დაჭერითა და ოდნავ გარეთ გათრევითაც შეგიძლია.

არის გამაქსიმალურების გადართვა (Toggle Maximize Area)

მითითება

მენიუ:

ხედი ‣ არე ‣ არის გამაქსიმალურების გადართვა (View ‣ Area ‣ Toggle Maximize Area)

მალსახმობი:

Ctrl-გამოტოვება

იმდენად აფართოებს არეს, რომ მთელი ფანჯარა შეივსოს (და, ამავდროულად, ზედა ზოლი და სტატუსის ზოლი ისევ ჩანდეს). ნორმალურ ზომაზე დასაბრუნებლად კიდევ ერთხელ გამოიყენე მალსახმობი, ან ზედა ზოლში მდებარე ღილაკ დაბრუნება წინაზეს დააწკაპუნე.

სრულ ეკრანიანი არის გადართვა (Toggle Fullscreen Area)

მითითება

მენიუ:

ხედი ‣ არე ‣ სრულ ეკრანიანი არის გადართვა (View ‣ Area ‣ Toggle Fullscreen Area)

მალსახმობი:

Ctrl-Alt-გამოტოვება

არეს ისე აფართოებს, რომ მთელი ფანჯარა შეივსოს, მალავს ზედა ზოლს, სტატუსის ზოლს და არის საკუთარი რედაქტორის მეორეულ მონაკვეთებსაც კი (ხელსაწყოთა ზოლები და სხვ.). ნორმალურ ზომაზე დასაბრუნებლად კიდევ ერთხელ გამოიყენე კლავიატურის მალსახმობი, ან დააწკაპუნე არის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ხატულაზე (მხოლოდ კურსორის მიტანისას ჩნდება).