მონიშვნის ჭადრაკული გაუქმება (Checker Deselect)

მითითება

რეჟიმი (Mode):

რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)

მენიუ:

მონიშვნა ‣ მონიშვნის ჭადრაკული გაუქმება (Select ‣ Checker Deselect)

ეს ხელსაწყო ჭადრაკის მსგავს, მონაცვლეობით მონიშვნას/მონიშვნის გაუქმებას იყენებს. მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა მეშის ერთზე მეტი ელემენტია მონიშნული.

არსებულ მონიშვნას ისე ცვლის, რომ რჩება მხოლოდ ყოველი მე-N ელემენტი (წვერო, წიბო, ან წახნაგი. გააჩნია, მონიშვნის რომელი რეჟიმია აქტიური), დაწყებული აქტიური ელემენტიდან.

თუ ელემენტები კუნძულებადაა მონიშნული, ეს ხელსაწყო მხოლოდ აქტიური ელემენტის (თუ ასეთი არსებობს) კუნძულზე, ან (თუ აქტიური ელემენტი არ არსებობს) შინაგანი საცავის რიგითობაში პირველ ელემენტზე იქონიებს ზეგავლენას.

მოუნიშნავი (Deselected)

მონიშვნა გაუქმებული ელემენტების რაოდენობა ამ შაბლონის თითოეულ გამეორებაზე.

მონიშნული (Selected)

მონიშნული ელემენტების რაოდენობა ამ შაბლონის თითოეულ გამეორებაზე.

აცდენა (Offset)

აცდენა საწყისი წერტილიდან.