კვანძების რედაქტირება¶
გარდაქმნა (Transform)¶
მითითება
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
G, R, S
შეგიძლია, მონიშნული კვანძები მათ რომელიმე ცარიელ ნაწილზე დაწკაპუნებისა და გათრევის მეშვეობით გადააადგილო. ალტერნატივის სახით შეგიძლია, G კლავიშს დააჭირო, თაგვი აამოძრავო და ბოლოს, დასადასტურებლად მარცხ.ღ.-ს დააჭირო.
არსებულ ბმა-კავშირზე კვანძის გადათრევა გონივრულად ჩასვამს მონიშნულ კვანძს ბმულის გზაში. ეს, როგორც წესი, იყენებს პირველივე ბუდეს, რომელიც კავშირის ტიპს შეესაბამება. კვანძის ავტომატური მიბმის ფუნქციის ჩართვა-გამორთვა შესაძლებელია Alt კლავიშით. როდესაც კვანძი ავტომატურად მიებმება, მის გარშემო მყოფი კვანძები მარჯვნივ ან მარცხნივ გადაიწევა, T გადამრთველის (Toggle) შესაბამისად; დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე ავტო-აცდენა.
While dragging nodes, you can press F to toggle their parent Frame:
თუ კვანძები ჩარჩოს შიგნითაა, ისინი მისგან გამოცალკევდება.
თუ კვანძები ჩარჩოს შიგნით არაა და კურსორის ქვეშ სხვა ჩარჩოა, ისინი ამ ჩარჩოს მიემაგრება.
ზოგადად, რეკომენდებულია კვანძები ისე განალაგო, რომ მონაცემთა ნაკადი მიედინებოდეს მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვევით.
კვანძის სიგანის შეცვლა მისი მარცხენა ან მარჯვენა კიდის გათრევით შეიძლება.
ბრუნვა (R) და მასშტაბირება (S) მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა რამდენიმე კვანძია მონიშნული, და მხოლოდ მათ პოზიციებზე ახდენს გავლენას.
ბუდეების დაკავშირება¶
მარცხ.ღ.-ით დააწკაპუნე ბუდეზე და გაათრიე. "დაკავშირება გამონატანთან" მისგან გამომავალ ხაზს დაინახავს; მას ბმული ეწოდება. გააგრძელე გათრევა და დაუკავშირეთ ბმული სხვა კვანძის შენატანის ბუდეს, შემდეგ აუშვი მარცხ.ღ.-ს.
მიუხედავად იმისა, რომ გამონატანის ბუდიდან რამდენიმე ბმულის გამოყვანა შეიძლება, ჩვეულებრივ, შენატანის ბუდეში მხოლოდ ერთი კავშირის შეერთებაა შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შენატანის ბუდე მრავალჯერადია და აქვს აბის ფორმა აქვს.
მსგავსი ტიპის რამდენიმე ბმულის ადგილების შესაცვლელად, Alt-ს დააჭირე და ბმულის გადაადგილებისას გეჭიროს. ეს მახასიათებელი მაშინაც მუშაობს, როცა უკვე დაკავშირებულ ბუდეში ახალ კავშირს ამატებ.
ახალი კვანძის დამატების ნაცვლად კვანძის გამომავალი ბმულებისთვის ადგილის შესაცვლელად, დაიკავე Ctrl კლავიში და ისე გამოქაჩე გამონატანის ბუდე. ეს ცალ გამომავალ ბმულზეც მუშაობს და რამდენიმეზეც.
Nodes that have no connections can be inserted on a link by just move the node over the link and release when the link is highlighted.
- ბმულების შექმნა (Make Links) J
მონიშნე ღია ბუდეებიანი რამდენიმე კვანძი, შემდეგ გამოიყენე კვანძების შექმნის ბრძანება, რათა მათ შორის ბმულები შექმნა. თუ სხვა კვანძებიც არსებობს, რომელთა დაკავშირებაც შეიძლება, კიდევ ერთხელ გამოიყენე ეს ბრძანება.
- ბმულების შექმნა და ჩანაცვლება (Make and Replace Links) Shift-J
ბმულების შექმნა და ჩანაცვლება კავშირების შექმნის მსგავსად მუშაობს, თუმცა ის, არსებობის შემთხვევაში, მანამდე არსებულ კავშირებს ჩაანაცვლებს.
ბუდეების კავშირთა წყვეტა¶
ინტერაქტიულად¶
გადაათრიე ბმული შემავალი ბუდიდან და აუშვი კურსორი ისე, რომ დაუკავშირებელი დარჩეს.
ბმულების ჩახშობა (Mute Links)¶
მითითება
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Ctrl-Alt-მარჯვ.ღ.
გაააქტიურე მენიუს ელემენტი, ან დაიკავე კლავიშების კომბინაცია, შემდეგ გადაატარე ხაზი ერთ ან რამდენიმე ბმულს მათ ჩასახშობად/ჩახშობის გამოსართავად. ჩახშული ბმული ისე იქცევა, თითქოს აღარ არსებობს; ეს იმასაც ნიშნავს, რომ ფიქსირებული მნიშვნელობების მისათითებელი შესაყვანი ველები კვლავ გამოჩნდება.
When muting links on the input side of a reroute node, the links on its output side will be muted too.
ბმულების კვეთა (Cut Links)¶
მითითება
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Ctrl-მარჯვ.ღ.
გაააქტიურე მენიუს ელემენტი, ან დაიკავე კლავიშთა კომბინაცია, შემდეგ კი გადაატარე ხაზი ერთ ან რამდენიმე კავშირს მათ წასაშლელად.
ნოტი
კლავიშთა ეს კომბინაცია, როგორც წესი, ქამანდით მონიშვნისთვისაა გადადებული. ამის მაგივრად, კვანძების რედაქტორებში ქამანდით მონიშვნა Ctrl-Alt-მარცხ.ღ.-ით ხდება.
- ბმულების მოხსნა (Detach Links) Alt-მარცხ.ღ.-ით გათრევა
გამოიყენე ბმულების მოხსნის ბრძანება მონიშნულ კვანძებზე მიმაგრებული ყველა ბმულის ჩასაჭრელად და გადაიტანე კვანძები სხვა ადგილას.
Copy/Paste¶
მითითება
- მენიუ:
,
- მალსახმობი:
Ctrl-C, Ctrl-V
Not only the selected nodes but also the connections between them are copied to the clipboard.
ნოტი
The pasted node will be placed in the same position as when it was copied. Use the same cautions as when duplicating.
დუბლირება (Duplicate)¶
მითითება
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Shift-D
მონიშნე ერთი, ან მეტი კვანძი, გაააქტიურე მენიუს პუნქტი, ან დააჭირეთ კლავიშთა კომბინაციას, შემდეგ გადაიტანე თაგვი ახალ ადგილას და დააწკაპუნე მარცხ.ღ.-ს (ან დააჭირე დაბრუნება-ს) დუბლირებული კვანძ(ებ)ის მოსათავსებლად.
ნოტი
როცა კვანძს დაადუბლირებ, ახალი კვანძი ზუსტად იმ კვანძის თავზე განთავსდება, რომლის დუბლიკატიც არის იგი. თუ მას იქ დატოვებ (რაც საკმაოდ ადვილად შეიძლება, მოხდეს), რთული მისახვედრი იქნება, რომ იქ ორი კვანძია! ეჭვის შემთხვევაში, კვანძი მონიშნე და ოდნავ გადაადგილე, რათა ნახოთ, მის ქვეშ რამე თუ იმალება.
დაკავშირებულის დუბლიკაცია (Duplicate Linked)¶
მითითება
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Alt-D
დაადუბლირე მონიშნული კვანძები მათი კვანძოვანი ხეების გარეშე (ჯგუფური კვანძების შემთხვევაში) და გადააადგილე ისინი.
წაშლა (Delete)¶
- Delete X, Delete
შლის მონიშნულ კვანძ(ებ)ს.
- Delete with Reconnect Ctrl-X
შლის მონიშნულ კვანძ(ებ)ს, შემდეგ ახალ ბმულებს ქმნის, რომლებიც წინანდელ შემავალ კვანძებს წინანდელ გამომავალ კვანძებთან აკავშირებს.
ჩახშობა (Mute)¶
მითითება
- მენიუ:
- მალსახმობი:
M
კვანძის ჩახშობა აუქმებს მის მიერ კვანძოვან ხეში წვლილის შეტანას და აიძულებს ყველა ბმულს, გაიაროს მასში ცვლილების გარეშე. ბმულები წითლად გამოჩნდება იმის მისანიშნებლად, რომ ისინი ჩახშობილ კვანძში გადიან.
რჩევა
კვანძთა ინდივიდუალური ბმულების ჩახშობა ბმულების ჩახშობის მეშვეობით შეიძლება.
ჩვენება/დამალვა (Show/Hide)¶
- Hide H
კეცავს კვანძს ისე, რომ მხოლოდ მისი კოლონტიტული ჩანდეს. ამ ფუნქციონალის გადართვა კოლონტიტულის მარცხენა მხარეს მდებარე სამკუთხედზე დაწკაპუნებითაც შეიძლება.
- Toggle Node Preview Shift-H
აჩენს/მალავს კვანძის გადახედვის არეს, რომელიც ასახავს კადრს ამ კვანძის ოპერაციის გამოყენების შემდეგ. ამ ფუნქციის ჩართვა-გამორთვა კვანძის კოლონტიტულში მასალის ბურთის ხატულაზე დაწკაპუნებითაც შეიძლება.
ნოტი
ეს ოპერატორები მხოლოდ კომპოზიტორშია ხელმისაწვდომი.
- Toggle Hidden Node Sockets Ctrl-H
კეცავს/შლის ყველანაირ შემავალ/გამომავალ ბუდეს, რომელსაც ბმულები არ უკავშირდება.
- Toggle Node Options
აჩვენებს/მალავს კვანძის ყველა თვისებას.
- გამოუყენებელი ბუდეების ჩაშლა და დამალვა (Collapse and Hide Unused Sockets)
Applies both the Toggle Hidden Node Sockets and Hide operations.
Layers¶
- Read Render Layers Ctrl-R
საჭიროებისამებრ კითხულობს რენდერის ყველა შრეს ქეშიდან. ამის გამოყენება დარენდერებისას RAM-ის დასაზოგად შეიძლება, რადგან რენდერის შრეების RAM-ში შენახვა აუცილებელი არაა. გარდა ამისა, წარუმატებელი რენდერიდან გარკვეული სახის ინფორმაციის ამოსაღებლადაც გამოდგება. ამან რომ იმუშავოს, შედეგის ქეშირება უნდა იყოს ჩართული.
ნოტი
ეს ოპერატორები მხოლოდ კომპოზიტორშია ხელმისაწვდომი.
დაკავშირება გამონატანთან (Connect to Output)¶
მითითება
- მალსახმობი:
Shift-Alt-მარცხ.ღ.
Connect the output of the selected node to the final output of the node tree (Composite in Compositor, Material Output or World Output in Shader, the final Group Output in Geometry Nodes, Output in Texture Nodes), or, if the node is inside a group, to the Group Output.