შესავალი¶
3D სარკმელი 3D სცენასთან სხვადასხვა დანიშნულებით ინტერაქციისთვის გამოიყენება, მაგალითად, მოდელირებისთვის, ანიმაციისთვის, ტექსტურის დასახატად და სხვ.
კოლონტიტულის მონაკვეთი¶
კოლონტიტული ობიექტის რეჟიმში.¶
კოლონტიტული, იმის მიხედვით, თუ რომელი რეჟიმია აქტიური, სხვადასხვა მენიუებსა და სამართავებს შეიცავს. მასში შემავალი ელემენტები სამ ჯგუფად იყოფა:
გარდაქმნის სამართავები¶
- გარდაქმნის ორიენტაცია (Transform Orientation) მძიმე
გამოიყენება გარდაქმნის ორიენტაციის შესაცვლელად, რომელიც გარდამქმნელი გიზმოს ბრუნვაზე ზემოქმედებს.
- ბრუნვის ცენტრი (Pivot Point) წერტილი
გამოიყენება ბრუნვის ცენტრის შესაცვლელად, რომელიც გარდამქმნელი გიზმოს მდებარეობაზე ზემოქმედებს.
- მიკვრა (Snapping) Shift-Tab
იძლევა საგნების სხვა, ახლომახლო მდებარე საგნებზე მიკვრის ვარიანტებს. მიკვრის დროებით (სანამ კლავიში დაჭერილია) ჩასართავ-გამოსართავად შეგიძლია, Ctrl კლავიში დაიკავო.
- პროპორციული რედაქტირება (Proportional Editing) O
გამოიყენება მონიშნულ ელემენტებთან ახლოს მდებარე მოუნიშნავ ელემენტებზე გარდაქმნის გასავრცელებლად. იხ. პროპორციული რედაქტირება.
ასახვა და შეფერადება¶
- ობიექტის ტიპის ხილვადობა
შეცვალე, რა ტიპის ობიექტები უნდა ჩანდეს და/ან იყოს მონიშვნადი სამგანზომილებიან სარკმელში. იხ. ობიექტის ტიპის ხილვადობა.
- სარკმლის გიზმოები (Viewport Gizmos)
შეცვალე, როგორ გამოისახება გიზმოები სამგანზომილებიან სარკმელში.
- სარკმლის გადაფარებები (Viewport Overlays)
შეცვალე, როგორ გამოისახება გადაფარებები სამგანზომილებიან სარკმელში.
- რენტგენის გადართვა X-Ray (Toggle) Alt-Z
მთელი სცენა გამჭვირვალე გახადე, რაც საშუალებას მოგცემს, დაინახო და მონიშნო საგნები, რომლებიც სხვა შემთხვევაში დაფარული იქნებოდა. ეს მალსახმობი ააქტიურებს რენტგენის ვარიანტს, რომელიც სარკმლის შეფერადების ამოსახტომ ფანჯარაში შეგიძლია, იპოვო (იხილე ქვემოთ).
პოზირების რეჟიმში იგივე ღილაკი სხვა ანაწყობს აკონტროლებს, რომელსაც თავისი საკუთარი ჩართული/გამორთული მდგომარეობა აქვს. ამ შემთხვევაში სცენა კი არ ხდება გამჭვირვალე, არამედ არმატურა ჩანს ნებისმიერი გეომეტრიის წინ.
- სარკმლის შეფერადება (Viewport Shading)
შეცვალე სამგანზომილებიანი სარკმლის შეფერადება.
ხელსაწყოთა ზოლის მონაკვეთი¶
ხელსაწყოთა ზოლი შეიცავს ხელსაწყოებს, იმის მიხედვით, თუ რომელი რეჟიმია აქტიური (მაგალითად, მოდელირების ხელსაწყოებს რედაქტირების რეჟიმში, ფუნჯის ხელსაწყოებს ძერწვის რეჟიმში...).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ხელსაწყოები.
აქტივთა თაროს მონაკვეთი¶
იმის მიხედვით, თუ რომელი რეჟიმია აქტიური, შეიძლება, აქტივების თარო ხელმისაწვდომი იყოს და უზრუნველყოს ამ კონკრეტული რეჟიმისთვის განკუთვნილ აქტივებზე სწრაფად წვდომა (მაგალითად, პოზის აქტივებზე წვდომა პოზირების რეჟიმში რეჟიმში, ფუნჯის აქტივებზე - ძერწვის რეჟიმში).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. აქტივების თარო.