გადაადგილება, ბრუნვა, მასშტაბირება¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- ხელსაწყო (Tool):
()
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
G, R, S
გადააადგილე G, აბრუნე R, ან დაამასშტაბირე S მონიშნული წვეროები, წიბოები, ან წახნაგები. იმავეს გაკეთება გარდამქმნელი გიზმოების მეშვეობითაც შეიძლება.
ამ გარდაქმნებზე გავლენას ახდენს პროპორციული რედაქტირება.
G კლავიშზე ორჯერ დაჭერა წვეროს გაცურებას, ან წიბოს გაცურებას გაააქტიურებს, მონიშვნის მიხედვით.
გარდაქმნის პანელი¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- პანელი (Panel):
()
ეს პანელი მონიშნული წვეროს, ან წიბოს თვისებებს აჩვენებს. თუ ერთზე მეტი საგანია მონიშნული, მაშინ მათი თვისებების საშუალო მნიშვნელობას აჩვენებს.
- X/Y/Z
მონიშნული წვეროს კოორდინატები. (როცა რამდენიმე წვეროა მონიშნული, ჭდეს "მედიანური" აწერია, თუმცა, წმინდად ტექნიკური თვალსაზრისით პანელი ბარიცენტრს აჩვენებს.)
- სივრცე (Space)
ლოკალურ სივრცეში იქნას კოორდინატები ნაჩვენები, თუ გლობალურში.
წვეროს მონაცემები (Vertex Data)¶
- ცერობის წონა (Bevel Weight)
ჩვეულებრივ, ცერობის მოდიფიკატორთან ერთად გამოიყენება (ზემოქმედების არე წვეროებზეა დაყენებული). ნაგულისხმები პარამეტრებით ეს მოდიფიკატორი ყველა წვეროს თანაბარ აცერობებს, მაგრამ თუ მისი ლიმიტის მეთოდი დაყენებულია წონაზე, მაშინ თითოეული წვეროს ცერობის წონა მამრავლის როლს ასრულებს. ეს შესაძლებელს ხდის კონკრეტული წვეროების ნაკლებად დაცერობებას, ან საერთოდ დაცერობების გარეშე დატოვებას.
შინაგანად ცერობის წონა ატრიბუტის, სახელად
bevel_weight_vert-ის სახით ინახება. ეს ნიშნავს, რომ მისი წაკითხვა გეომეტრიული კვანძების სახელდებული ატრიბუტის კვანძსაც შეუძლია.
- ნაკეცი (Crease)
ნაკეცის მაღალი მნიშვნელობა ქვედანაყოფებიანი ზედაპირის მოდიფიკატორის გამოყენებისას წვეროსთან მდებარე კუთხეს უფრო მახვილად წარმოაჩენს.
შინაგანად ნაკეცის მნიშვნელობა ატრიბუტის, სახელად
crease_vert-ის სახით ინახება.- რადიუსი X/Y (Radius X/Y)
რადიუსები გარეკანის მოდიფიკატორისთვის/modeling/modifiers/generate/skin. მხოლოდ მაშინაა ნაჩვენები, როცა მეშს ეს მოდიფიკატორი აქვს.
წიბოს მონაცემები (Edge Data)¶
როცა წიბო მონიშნულია, ხელმისაწვდომია შემდეგი ვარიანტები:
- ცერობის წონა (Bevel Weight)
ჩვეულებრივ, გამოიყენება ცერობის მოდიფიკატორთან ერთად (ზემოქმედების არე დაყენებულია წიბოებზე). იხ. წვეროს ცერობის წონა ზემოთ.
შინაგანად, ეს თვისება ინახება, როგორც ატრიბუტი სახელად
bevel_weight_edge. მისი დაყენება წიბოს დაცერობების წონითაც ოპერატორითაც შეიძლება.
- ნაკეცი (Crease)
ნაკეცის მაღალი მნიშვნელობა ქვედანაყოფებიანი ზედაპირის მოდიფიკატორის გამოყენებისას წიბოსთან მდებარე კუთხეს უფრო მახვილად წარმოაჩენს.
შინაგანად, ეს თვისება ინახება, როგორც ატრიბუტი სახელად
crease_edge. მისი დაყენება წიბოს ნაკეცის ოპერატორითაც შეიძლება.