შესავალი¶
დარენდერება სამგანზომილებიანი სცენის ორგანზომილებიან გამოსახულებად გადაქცევის პროცესია. ბლენდერში სამი სარენდერი ძრავა შედის, რომელთაც სხვადასხვა უპირატესობები აქვთ:
EEVEE ფიზიკაზე დაფუძნებული, ნამდვილი დროის დამარენდერებელია.
Cycles ფიზიკაზე დაფუძნებული, გზების მიმდევნებელია.
Workbench განლაგების, მოდელირებისა და წინასწარი გადახედვისთვისაა განკუთვნილი.
სხვა დეველოპერების მიერ შექმნილი დამატებითი დამარენდერებლები დანამატების სახითაა ხელმისაწვდომი. თითოეულ დამარენდერებელს თავისი სარენდერო ანაწყობები აქვს დარენდერების ხარისხისა და წარმადობის საკონტროლებლად.
რენდერის შესახედაობას კამერები, განათებები და მასალები განსაზღვრავს. ესენი EEVEE-სა და Cycles-ის ძრავებს საზიარო აქვთ, თუმცა, ზოგი მახასიათებლის მხარდაჭერა მხოლოდ ერთს, ან მეორეს აქვს.
რენდერები, შეგვიძლია, შრეებად და გადავლებად დავყოთ, რომლებიც შეიძლება, მოგვიანებით ერთად დაკომპოზიტირდეს შემოქმედებითი კონტროლისთვის, ან რეალურად გადაღებულ კადრებთან შეერთდეს. ხაზების არაფოტორეალისტური დარენდერებისთვის Freestyle-ის გამოყენება შეიძლება.
ბლენდერს ინტერაქტიულ 3D სარკმელში დარენდერების მხარდაჭერა ყველა სარენდერო ძრავისთვის აქვს, განათებისა და შეფერადების სწრაფი იტერაციისთვის. ამ პროცესის დასრულების შემდეგ უკვე შეიძლება საბოლოო ხარისხის გამოსახულების, ან ანიმაციის დარენდერება და გამოტანა.