ოპერატორები¶
ოპერატორები ქმედებას გააქტიურებისთანავე ანხორციელებენ, რაც მათ ხელსაწყოებისგან (რომლებსაც რაიმე სახის შენატანი ესაჭიროებათ) განასხვავებს. ოპერატორების გაშვება ოპერატორების ღილაკებით, კონტექსტური მენიუებით, ან საძიებელი მენიუთი. ოპერატორების მაგალითებში შედის ახალი ობიექტის დამატება, წაშლა, ან შეფერადების გლუვზე დაყენება.
ოპერატორის თვისებები¶
ოპერატორთა უმეტესობას აქვს თვისებები და შედეგების დასახვეწად მათი დარეგულირება შეიძლება. ჯერ გაუშვი ოპერატორი (რომელიც თავის ნაგულისხმებ ანაწყობებს გამოიყენებს), ხოლო შემდეგ შეგიძლია, ბოლო ოპერაციის პარამეტრების მონაკვეთში თვისებები დაარეგულირო.
მოდალური ოპერატორები¶
მოდალური ოპერატორები ხელსაწყოებსა და ჩვეულებრივ ოპერატორებს შორის საშუალო კონცეფციის სახით არსებობს. მათ გარკვეული სახის ინტერაქტიული შენატანი ესაჭიროებათ.
Esc, მარჯვ.ღ. |
აუქმებს მოდალურ ოპერატორს. |
დაბრუნება, მარცხ.ღ. |
ადასტურებს მოდალური ოპერატორის ქმედებას. |
ცოცია ოპერატორები¶
ცოცია ოპერატორები იმისთვის გამოიყენება, რომ რედაქტორის კოლონტიტულში პროცენტული მნიშვნელობა ინტერაქტიულად შეცვალოს.
პროცენტის შეცვლა ცოციის გვერდზე გაწევით შეგიძლია. ამ ცვლილებათა გაზრდა (მაგალითად, 10%-იანი ნაზრდებით შეცვლა) Ctrl-ის დაკავებით შეიძლება, ხოლო უფრო დაწვრილმანება - Shift-ის. ზოგიერთი ცოციის შემთხვევაში E კლავიშით შეგიძლია, "გადაცდენა" ჩართო, ან გამორთო, რაც საშუალებას მოგცემს, 0-100%-იან დიაპაზონს გასცდე.
ოპერატორების ძიება¶
ოპერატორის ძიება (Operator Search)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
ყველა რეჟიმი
- მენიუ:
()
როცა სადეველოპერო დამატებები გააქტიურებულია, ზედა ზოლში მდებარე რედაქტირების მენიუდან ხელმისაწვდომია ოპერატორის ძიება. ეს მენიუ ბლენდერში არსებულ ყველა ოპერატორს ეძებს, მაშინაც კი, როცა ისინი მენიუში არ ჩანს. ეს ოპერაცია Python-ის დეველოპერებს ტესტირებაში ადგებათ. ბლენდერში შეიძლება რამდენიმე უფრო რთული ოპერატორი შედიოდეს, რომლებიც მენიუში არაა ნაჩვენები და მხოლოდ ამ საძიებო მენიუთია ხელმისაწვდომი.
ასევე იხილეთ
მომხმარებლის სასურველ პარამეტრებში არის საშუალება, შეცვალო ძიების შედეგების შეფასების ხერხი.