ფანჯრების სისტემის შესავალი¶
ბლენდერის გაშვებისა და ქუდის ჩახურვის შემდეგ ბლენდერს ფანჯარა ქვემოთ მოცემულ სურათს უნდა ჰგავდეს.
ბლენდერის გაშვების ნაგულისხმები ფანჯარა.¶
ბლენდერის ინტერფეისი სამ ძირითად ნაწილად იყოფა:
სულ ზემოთ მდებარე ზედა ზოლი, შედგება მთავარი მენიუსგან, რომელიც გამოიყენება ფაილების შესანახად, იმპორტისა და ექსპორტის, ანაწყობთა კონფიგურირების, დარენდერებისა და სხვა ფუნქციებისთვის.
შუაში მდებარე არეები, რომლებიც მთავარ სამუშაო სივრცეს წარმოადგენს.
ძირში მდებარე სტატუსის ზოლი, რომელიც მალსახმობების შემოთავაზებებსა და რელევანტურ სტატისტიკას აჩვენებს.
ბლენდერის ნაგულისხმები განლაგება ეკრანზე. ზედა ზოლი (ლურჯად), არეები (მწვანედ) და სტატუსის ზოლი (წითლად).¶
მორგება¶
კლავიატურის მალსახმობები
მუშაობის დასაჩქარებლად ბლენდერი ინტენსიურად იყენებს კლავიატურის მალსახმობებს. მათი მორგება შესაძლებელია კლავიშრუკის რედაქტორში.
თემის ფერები
ბლენდერი თავისი ინტერფეისის ფერთა უმეტესობის მომხმარებლის საჭიროებისამებრ შეცვლის საშუალებას იძლევა. თუ შენს ეკრანზე გამოსახული ფერები სახელმძღვანელოსას არ ემთხვევა, შესაძლოა, შენი ნაგულისხმები თემა შეცვლილია. ახალი თემის შექმნა, ან უკვე არსებულის არჩევა/შეცვლა შესაძლებელია სასურველი პარამეტრების გახსნით და თემები-ს ჩანართზე დაწკაპუნებით.
წვდომადობა
ბლენდერს რამოდენიმე ინსტრუმენტი აქვს ხილვადობის მოსარგებად, მათ შორისაა გარჩევადობის მასშტაბი და მორგებული შრიფტების ჩატვირთვის შესაძლებლობა. ამ ანაწყობების კონფიგურირება ინტერფეისის სასურველ პარამეტრებში შეიძლება.