კლავიშრუკა (Keymap)

ამ სახელმძღვანელოში გამოყენებული კონვენციები

კლავიატურა

ამ სახელმძღვანელოში ცხელი კლავიშები იმ სახელებითაა მოხსენიებული, რომლებითაც მათ კლავიატურაზე ვხვდებით. მაგალითად:

G

ცალკე მდგომი "G" კლავიში (როგორც ქვედა რეგისტრის "g"-ს აკრეფისას).

Shift, Ctrl, Alt

მოდიფიკატორი კლავიშები.

Ctrl-W, Shift-Alt-A

კლავიშებზე ერთდროულად დაჭერა.

0 -დან 9-ის ჩათვლით

ციფრებიანი კლავიშები ასოების ზემოთა რიგში.

Numpad0-დან Numpad9-ის ჩათვლით, Numpadპლიუსი

კლავიშები კლავიატურის განცალკევებულ, ციფრებიან ნაწილზე.

სხვა კლავიშები სახელებით მოიხსენიება, მაგალითად, Esc, Tab, და F1-დან F12-ის ჩათვლით. აღსანიშნავია ისრების კლავიშები: მარცხნივ, მარჯვნივ და ა.შ.

თაგვი

თაგვის ღილაკები და გორგოლაჭის მოქმედებები იხსენიება შემდეგნაირად:

მარცხ.ღ.

თაგვის მარცხენა ღილაკი

მარჯვ.ღ.

თაგვის მარჯვენა ღილაკი

შ.ღ.

თაგვის შუა ღილაკი

გორგოლაჭი, გორგოლაჭიზევით და გორგოლაჭიქვევით

თაგუნას გორგოლაჭით გადაფურცვლა.

ჩაშენებული კლავიშრუკები

ბლენდერი ორ ნაგულისხმებ კლავიშრუკას იძლევა:

Blender

ნაგულისხმები კლავიშრუკა, რომელიც ამ სახელმძღვანელოში გამოიყენება.

ინდუსტრიასთან თავსებადი (Industry Compatible)

კლავიშრუკა, რომელიც ყველაზე ზუსტ შესაბამისობაშია 3D რედაქტირების სხვა აპლიკაციათა მალსახმობებთან.

მორგება

კლავიატურისა და თაგუნას მალსახმობების მორგება სასურველი პარამეტრებიდან შეიძლება.