მიწოლა/მოქაჩვა (Push/Pull)

მითითება

რეჟიმი (Mode):

ობიექტისა (Object) და რედაქტირების (Edit) რეჟიმები

ხელსაწყო (Tool):

ხელსაწყოთა ზოლი ‣ შეკუმშვა/გაბერვა ‣ მიწოლა/მოქაჩვა (Toolbar ‣ Shrink/Fatten ‣ Push/Pull)

მენიუ:

ობიექტი/მეში ‣ გარდაქმნა ‣ მიწოლა/მოქაჩვა (Object/Mesh ‣ Transform ‣ Push/Pull)

მონიშნულ ელემენტებ ბრუნვის ცენტრთან აახლოვებს, ან აშორებს, ერთი და იგივე მანძილით.

ხელსაწყოს გამოყენებისას უბრალოდ, გაათრიე ყვითელი სამაგრი.

მენიუს ელემენტის გამოყენებისას მიწოლისთვის თაგვი ქვემოთ ჩამოწიე, ხოლო მოქჩვისთვის - ასწიე (ალტერნატიული ვარიანტია მანძილისთვის რიცხვის აკრეფა). შემდეგ, დასადასტურებლად მარცხ.ღ.-ს, ან დაბრუნება-ს დააჭირე, ხოლო გასაუქმებლად - მარჯვ.ღ.-ს, ან Esc-ს.

მანძილის შეცვლა დადასტურების შემდეგაც შეიძლება, ბოლო ოპერაციის პარამეტრების პანელიდან.

ვარიანტები (Options)

მანძილი (Distance)

რამდენად შორს მოხდეს მონიშნულ ელემენტებზე მიწოლა (უარყოფითი), ან მოქაჩვა (დადებითი).

სარკისებური რედაქტირება (Mirror Editing)

მოახდინოს თუ არა გავლენა მეშის მოპირდაპირე მხარეს არსებულ ანალოგიურ გეომეტრიაზე. ამან რომ იმუშავოს, მეშის სიმეტრია ჩართული უნდა იყოს.

პროპორციული რედაქტირება (Proportional Editing)

იხ. პროპორციული რედაქტირება.

მაგალითი

../../../../../_images/modeling_meshes_editing_mesh_transform_push-pull_vertices.png

წვეროებზე მიწოლა 3D კურსორის პოზიციიდან (შუა), შედარებული მასშტაბირებასთან (მარჯვენა).