შესავალი¶
მეშის მოდელირება, როგორც წესი, ხდება პრიმიტივებისგან მოახლოებითი ფორმის შექმნით, ხოლო შემდეგ დეტალებისა და წვრილმანი ნაწილების დასამატებლად სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით.
3-განზომილებიან სარკმელს ამისთვის სამი ძირითადი რეჟიმი აქვს:
- ობიექტის რეჟიმი (Object Mode)
აქვს ისეთი საბაზისო ოპერაციების მხარდაჭერა, როგორიცაა ობიექტის შექმნა, ობიექტების შეერთება, და ფორმის სოლებისა და UV-ს/ფერთა შრეების მართვა.
- რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
გამოიყენება მრავალკუთხედებზე დაფუძნებული მეშის რედაქტირების ოპერაციათა უმრავლესობაში. ამ თავში ძირითადად ეს რეჟიმი განიხილება.
- ძერწვის რეჟიმი (Sculpt Mode)
რედაქტირების ალტერნატიული რეჟიმი, რომელიც მეშის დეფორმირებისთვის ფუნჯებს იყენებს, თითქოს მეში საძერწი თიხისგან იყოს გაკეთებული. იხ. ძერწვისა და ხატვის განყოფილება.