ფერის ამომრჩევი

../../../_images/interface_controls_templates_color-picker_circle-hsv.png

HSV ფერის წრიული ამომრჩევი.

ფერის ამომრჩევი კონტექსტური სამართავია, რომელიც ფერების დარეგულირების საშუალებას გაძლევს. იგი მაშინ ჩნდება, როცა ბლენდერში რომელიმე თვისების, მაგ.: მასალების, სინათლეების, ფუნჯების, ან ინტერფეისის თემების ფერის ნებისმიერ თვისებას არედაქტირებ.

ფერის ამომრჩევი ფერთა რამდენიმე მოდელსა და ურთიერთქმედების რამდენიმე რეჟიმს იძლევა, რათა სხვადასხვა ტიპის სამუშაო პროცესს მოერგოს. მას შეუძლია, ფერები წრფივ ფერით სივრცეშიც ასახოს და დაარედაქტიროს, და აღქმითშიც (დისპლეიზე მითითებით).

ინტერფეისი (Interface)

ფერის ამომრჩევი

ფერის დიდი ველი საშუალებას გაძლევს, ორი კომპონენტი ერთდროულად აირჩიო, იმის მიხედვით, ამომრჩევის რომელ ტიპს იყენებ. მესამე კომპონენტი (როგორიცაა მნიშვნელობა, ან სიხასხასე), ფერის ველის გვერდით მდებარე ცოციის მეშვეობით კონტროლდება.

ამომრჩევის გარეგნობა და ქცევა სასურველ პარამეტრებში (Preferences)არჩეულ ტიპზეა დამოკიდებული; ტიპები იხ. ქვემოთ.

მნიშვნელობა (Value)/სიბაცე (Lightness)

გრადიენტიანი ფონის მქონე შვეული ცოცია არჩეული ფერის სიკაშკაშეს, ან სიბაცეს განსაზღვრავს. მცირედი შესწორებისთვის შეგიძლია, გორგოლაჭი ატრიალო, ან სახელურს კურსორი ჩასჭიდე და გაათრიე.

ფერის ამომრჩევი ვიჯეტის ქვეშ რამდენიმე ვარიანტია, პირველი მათგანი გავლენას ახდენს ფერის კომპონენტის მნიშვნელობათა გამოთვლაზე.

წრფივი (Linear):

ასახავს ფერის კომპონენტის მნიშვნელობებს სცენის წრფივ სამუშაო ფერით სივრცეში, რომელიც შინაგანად გამოიყენება დარენდერებისა და კომპოზიტირებისთვის.

აღქმითი (Perceptual):

ასახავს ფერის კომპონენტის მნიშვნელობებს ფერის არჩევის სივრცეში (ნაგულისხმებია sRGB), რომელიც ფერის ვიჯეტების შესახედაობას შეესაბამება და მომხმარებლისთვის უფრო ინტუიციურია.

ვარიანტების შემდეგი წყება ცვლის გამოყენებულ ფერის მოდელს. ხელმისაწვდომი ვარიანტები ფერის ამომრჩევის ტიპზეა (Color Picker Type) დამოკიდებული.

RGB:

განსაზღვრავს ფერს წითელი, მწვანე და ლურჯი კომპონენტების პირდაპირი შერევის გზით.

HSV/HSL:

განსაზღვრავს ფერს ელფერის, სიხასხასისა და მნიშვნელობის (ან სიბაცის) დარეგულირებით. ხელსაყრელია ტონისა და ინტენსიურობის დამოუკიდებლად შესწორებისთვის.

კომპონენტების მნიშვნელობები

ფერის ამომრჩევის ქვეშ მდებარე რიცხვითი ველები კომპონენტების მნიშვნელობებს აჩვენებს (RGB, ან HSV/HSL). ბლენდერი მათ 0.0-დან 1.0-ის ჩათვლით დიაპაზონში გამოსახავს. შემავალი ფერებისთვის, რომლებიც ალფა არხს (Alpha Channel) შეიცავს, არსებობს დამატებითი ცოცია და ველი.

ჰექს. (Hex)

ასახავს, ან იღებს ფერის ჰექსადეციმალურ (ჰექს) რეპრეზენტაციას. შესაძლოა შემოკლებული ჰექს.-ის გამოყენება (მაგალითად, FFCC00-ის შემოკლება FC0).

ნოტი

ჰექს. მნიშვნელობები ავტომატურად გამა-კორექტირდება sRGB ფერითი სივრცისთვის. მეტი ინფორმაციისთვის იხ. ფერის მართვა.

პიპეტი (Eyedropper)

პიპეტის საშუალებით იღებს ფერის სინჯს ბლენდერის ფანჯარაში ნებისმიერი ადგილიდან.

აღებული ფერები წრფივ ფერით სივრცეში იკითხება, ასე რომ, დისპლეის გარდაქმნები, როგორიცაა ხედის, ან ექსპოზიციის რეგულირება, მათთან კავშირში არაა. შეიძლება, ფერთა ნიმუშების გადაფარებებიდან, მითითების გამოსახულებებიდან, ან ვიდეოს საყურებელი მონაკვეთებიდან აღება არაზუსტი იყოს, რადგან ისინი შესაძლოა, ფერთა მართვის გარდაქმნების შემდგომ იყოს გამოსახული.

მალსახმობები

  • Ctrl-მარცხ.ღ. (გათრევა): ელფერის გადახტომა 30°-იან ინტერვალებზე.

  • Shift-მარცხ.ღ. (გათრევა): ფერის მოძრაობის რეგულირება ზუსტი შესწორებებით.

  • გორგოლაჭი: სიბაცის მნიშვნელობის დარეგულირება.

  • ბექსფეისი: ნაგულისხმებ მნიშვნელობაზე დაბრუნება.

ტიპები

ფერის ამომრჩევის ტიპი ადგენს, თუ როგორ ხდება ფერების ვიზუალიზაცია და არჩევა. სხვადასხვა ტიპები ელფერის, სიხასხასისა და მნიშვნელობის კომპონენტების დასარეგულირებელ ალტერნატიულ შაბლონებს იძლევა. ეს არჩევანი ინდივიდუალურ გემოვნებაზე და სამუშაო პროცესზეა დამოკიდებული.

ამომრჩევის ნაგულისხმები ტიპის არჩევა სასურველ პარამეტრებში (Preferences), ინტერფეისის სასურველ პარამეტრებში (Interface Preferences) შეგიძლია.

ფერის ამომრჩევის ტიპები
../../../_images/interface_controls_templates_color-picker_circle-hsv.png

წრე HSV (Circle HSV)

../../../_images/interface_controls_templates_color-picker_circle-hsl.png

წრე HSL (Circle HSL)

../../../_images/interface_controls_templates_color-picker_square-sv-h.png

კვადრატი (SV + H) (Square (SV + H))

../../../_images/interface_controls_templates_color-picker_square-hs-v.png

კვადრატი (HS + V) (Square (HS + V))

../../../_images/interface_controls_templates_color-picker_square-hv-s.png

კვადრატი (HV + S) (Square (HV + S))

შენიშვნები

  • ბლენდერის შინაგანი პროცესები წრფივ ფერით სივრცეში მიმდინარეობს; sRGB-დან, ან სხვა სივრცეებიდან გადაყვანა ავტომატურად ხდება.

  • ფერის ამომრჩევი ფერს ისე გამოსახავს, როგორც მიმდინარე ხედის გარდაქმნაშია ნაჩვენები, მაგრამ შენახული მნიშვნელობა კვლავ წრფივი რჩება.

  • სხვადასხვა რენდერებსა და გამომსახველ მოწყობილობებზე თანმიმდევრული და თავსებადი შედეგებისთვის იხ. ფერის მართვა.