დაბზრიალება (Spin)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
- ხელსაწყო (Tool):
()
დაბზრიალების ხელსაწყოს ამოჰყავს (ან ადუბლირებს, თუ მონიშვნა მრავალსახეობის ტიპისაა) მონიშნული ელემენტები და კონკრეტული წერტილისა და ღერძის ირგვლივ ავლებს.
ეს ხელსაწყო ისეთი ობიექტების შესაქმნელად გამოიყენე, რომლებსაც სახარატო ჩარხით გააკეთებდი (ზოგჯერ ლიტერატურაში მას "lathe" (გამოხარატება, ან სახარატო ჩარხი), ან "sweep" (ანუ ერთბაშად წაღება, გაქანება, რკალურად გავრცელება) ეწოდება). იგი მონიშნული ელემენტების წრიულ ექსტრუზიას აკეთებს 3D კურსორის ირგვლივ და სამუშაო ხედისადმი მართობული ღერძის გარშემო...
თვალთახედვა განსაზღვრავს, თუ რომელი ღერძის ირგვლივ უნდა შემოევლოს ამოყვანილი ნაწილი...
3D კურსორის პოზიცია იქნება ბრუნვის ცენტრი.
ხელსაწყოს ანაწყობები (Tool Settings)¶
- საფეხურები (Steps)
უთითებს, რამდენი ასლი უნდა ამოვიდეს შემოსავლები ტრაექტორიის გაყოლებაზე.
- დუბლიკატების გამოყენება (Use Duplicates)
როცა ეს ვარიანტი ჩართულია, მონიშნული ორიგინალი ელემენტები მეშში განცალკევებულ კუნძულებად დარჩება (ანუ, დაბზრიალებით ამოყვანის შედეგთან დაუკავშირებელი იქნება).
- ღერძი (Axis)
უთითებს ბზრიალის ოპერაციისთვის ბრუნვის ცენტრად გამოსაყენებელ ღერძს.
ვარიანტები (Options)¶
- საფეხურები (Steps)
უთითებს, რამდენი ასლი უნდა ამოვიდეს შემოსავლები ტრაექტორიის გაყოლებაზე.
- კუთხე (Angle)
ადგენს ამ ხელსაწყოს მიერ "შემოვლებული" ნაწილის დახრილობის კუთხეს, გრადუსებში (მაგ.: სანახევროდ შემოვლებისთვის დააყენე 180 გრადუსზე).
- ავტომატური შერწყმა (Auto Merge)
პირველი და ბოლო დუბლიკატების ავტომატური შერწყმა იმ შემთხვევისთვის, როცა სრული ბრუნი კეთდება და პირგადადებული გეომეტრია მიიღება.
- ნორმალების ამოტრიალება (Flip Normals)
პირიქით ატრიალებს წარმოებული გეომეტრიის ნორმალების მიმართულებას.
- ცენტრი (Center) X, Y, Z
უთითებს ბზრიალის ცენტრს. ნაგულისხმებად კურსორის პოზიცია გამოიყენება.
- ღერძი (Axis) X, Y, Z
მიუთითე ბზრიალის ღერძი ვექტორის სახით. ნაგულისხმებად (სარკმლის) ხედის ღერძს იყენებს.
მაგალითი¶
ჭიქის პროფილი.¶
პირველ რიგში, შექმენი მეში, რომელიც შენი ობიექტის პროფილის ფორმას წარმოადგენს. თუ ღრუ ობიექტს ამოდელირებ, კარგი იქნება, თუ მოხაზულობას გაასქელებ. სურ. ჭიქის პროფილი. აჩვენებს ღვინის ბოკალის პროფილს, რომელსაც სადემონსტრაციოდ ავაგებთ.
ობიექტი კურსორის გარეშე უნდა ვაბრუნოთ ზედა ხედიდან, ამიტომ kbd:Numpad7-ით გადადი ზემოდან ხედზე.
ჭიქის პროფილი, ზედა ხედი რედაქტირების რეჟიმში, დაბზრიალებამდე.¶
მოათავსე 3D კურსორი პროფილის ცენტრთან. ამისათვის გადადი რედაქტირების რეჟიმში და მონიშნე ცენტრალურ ადგილას მდებარე რომელიმე წვერო, შემდეგ მენიუს დახმარებით გადაახტუნე 3D კურსორი მის მდებარეობაზე (). (სურ. ჭიქის პროფილი, ზედა ხედი რედაქტირების რეჟიმში, დაბზრიალებამდე.) ზემოდან აჩვენებს ღვინის ჭიქის პროფილს, სწორად განთავსებული კურსორით.
მონიშნე ყველა წვერო A კლავიშით, ხელსაწყოთა ზოლიდან აირჩიე დაბზრიალება (Spin) და წვეროთა დასაბზრიალებლად გამოიყენე გიზმო. სურ. დაბზრიალებული პროფილი. აჩვენებს წარმატებულად განხორციელებული დაბზრიალების შედეგს.
კუთხე (Angle)¶
დუბლირება (Duplicate)¶
დუბლიკატების შერწყმა¶
დუბლიკატი წვეროები.¶
დაბზრიალების ოპერაცია პროფილის გაყოლებაზე წვეროების დუბლიკატებს ტოვებს. შეგიძლია, მართკუთხა მონიშვნის მეშვეობით მონიშნო ნაკერთან არსებული ყველა წვერო (როგორც ნაჩვენები სურ.-ში დუბლიკატი წვეროები.) და ჩაატარო შერწმა მანძილის მიხედვით.
ყურადღება მიაქციე მონიშნული წვეროების რაოდენობას მანძილის მიხედვით შერწყმის ოპერაციამდე და მის შემდეგ წვეროთა რიცხვი დუბლიკატების მოცილების შემდეგ. თუ ყველაფერმა სწორად იმუშავა, წვეროთა საბოლოო რაოდენობა (ამ მაგალითში 38) უნდა დაემთხვეს პროფილის ორიგინალის წვეროთა რაოდენობას, რომელიც მითითებულია აქ: (მონაცემები სტატუსის ზოლში). თუ სხვაგვარად მოხდა, ეს ან იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი წვერო გამორჩენილია და ხელით უნდა შეაერთო, ან კიდევ უფრო უარესი - ზედმეტი წვეროების შეირწყა.
ნოტი
ორი წვეროს შერწყმა
ორი წვეროს შესარწყმელად (შესადუღებლად) Shift-მარცხ.ღ.-ით მონიშნე ორივე. დააჭირე S კლავიშს მასშტაბირების დასაწყებად და გეკავოს Ctrl კლავიში, რაღა წერტილები 0 ერთეულამდე დაიყვანო X, Y და Z ღერძებზე. მასშტაბირების ოპერაციის დასასრულებად გამოიყენე მარცხ.ღ. და წვეროების შესარწყმელად დააწკაპუნე მენიუს ( ). ალტერნატივის სახით შეგიძლია, გამოიყენო () (ან M). შემდეგ, ახალ გამოჩენილ მენიუში აირჩიე მანძილის მიხედვით.
ნორმალების ხელახლა გამოთვლა¶
ახლა ისღა დაგრჩენია, ხელახლა გამოიანგარიშო გარეგანი ნორმალები. მონიშნე ყველა წვერო, დააჭირე Alt-N-ს და ამომხტარ მენიუში აირჩიე გარეგანის ხელახლა გამოთვლა.