უფასო პროგრამული უზრუნველყოფისა და GPL-ის შესახებ¶
როცა ვინმე "free" პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ იტყობს, პირველი, რაც თავში აზრად მოსდის, არის "უფასო". მართალია, ეს ხშირად სწორია, მაგრამ ტერმინი "free software", როგორც მას Free Software Foundation იყენებს (GNU პროექტის ფუძემდებლები და GNU General Public License-ის (ლიცენზია თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფისთვის)), ნიშნავს უფრო თავისუფალს, ვიდრე უფასოს (რასაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც gratis). ამ გაგებით, თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა ნიშნავს პროგრამას, რომელიც თავისუფლად და უსასყიდლოდ შეგიძლია, გამოიყენო, დააკოპირო, დაამოდიფიცირო, მოახდინო მისი რედისტრიბუცია, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ახლა შეადარე ეს კომერციული პროგრამული პაკეტების უმეტესობის ლიცენზირებას, როცა შეგიძლია პროგრამა ჩატვირთო მხოლოდ ერთ კომპიუტერზე, არ გაქვს ასლების გაკეთების უფლება და წყაროს კოდს ვერასდროს იხილავ. თავისუფალი პროგრამა მომხმარებელს ანიჭებს უსაზღვრო თავისუფლებას. ვინაიდან და რადგანაც წყაროს კოდი უნივერსალურად ხელმისაწვდომია, უფრო დიდია ხარვეზების აღმოჩენისა და აღმოფხვრის შანსიც მეტია.
როცა პროგრამა GNU GPL-ის პირობებით გამოდის:
უფლება გაქვს, პროგრამა ნებისმიერი დანიშნულებით გამოიყენო.
უფლება გაქვს, დაამოდიფიცირო პროგრამა და გაქვს წვდომა წყაროს კოდებზე.
უფლება გაქვს, დააკოპირო და გაავრცელო პროგრამა.
უფლება გაქვს, გააუმჯობესო პროგრამა და გამოუშვა შენი საკუთარი ვერსიები.
GPL-იანი პროგრამის დისტრიბუციის შემთხვევაში ამ უფლებების სანაცვლოდ იღებ გარკვეულ პასუხისმგებლობებს. ეს პასუხისმგებლობები შექმნილია შენი და სხვათა უფლებების დასაცავად:
ვალდებული ხარ, პროგრამასთან ერთად GPL-ის ასლი წარადგინო, რათა ადრესატებმა იცოდნენ ლიცენზიის ძალით მათთვის მინიჭებული უფლებები.
ვალდებული ხარ, პაკეტში წყაროს კოდი ჩადო, ან გახადო თავისუფლად ხელმისაწვდომი.
თუ კოდს დაამოდიფიცირებ და შეცვლილ ვერსიას გაავრცელებ, შენი მოდიფიკაციებიც GPL-ის (ან მასთან თავსებადი ლიცენზიის) პირობებით უნდა გახადო ხელმისაწვდომი.
ვალდებული ხარ, არ შეზღუდო პროგრამის ლიცენზიის პირობები GPL-ზე მეტად (უფლება არ გაქვს, GPL-იანი პროგრამა კერძო პროდუქტად აქციო).
GPL-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გადადი GNU პროექტის ვებსაიტზე.
ნოტი
GPL მხოლოდ ბლენდერის აპლიკაციას ეხება და არა მისი მეშვეობით შექმნილ ნამუშევრებს; მეტი ინფორმაციისთვის იხ. ბლენდერის ლიცენზია.