ქუდი¶
ბლენდერის გაშვებისას ფანჯრის ცენტრში ქუდი გამოჩნდება. ის შეიცავს ახალი პროექტის შექმნის, ან ბოლოდროინდელების გახსნის ვარიანტებს. ქვემოთ უფრო დეტალური აღწერაა.
ბლენდერის ქუდი.¶
ქუდის დასახურად და ახალი პროექტის დასაწყებად უნდა დააწკაპუნო ქუდის გარეთ (მაგრამ ბლენდერის ფანჯრის შიგნით) ნებისმიერ ადგილას, ან დააჭირე Esc კლავიშს. ქუდი გაქრება და ნაგულისხმები ეკრანი გამოჩნდება. ქუდის ხელახლა გასახსნელად ზედა ზოლში ბლენდერის ხატულაზე დააწკაპუნე და აირჩიე ქუდი.
ნოტი
ბლენდერის პირველად გაშვებისას, ან ახალი ვერსიის დაყენებისას "ინტერაქტიული მონაკვეთი" შეიცავს სწრაფი აწყობის პროცესს.
ქუდის გამოსახულება¶
ქუდის ზედა ნაწილში მოთავსებულია ქუდის გამოსახულება, მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულ ბლენდერის ვერსიასთან ერთად.
ინტერაქტიული მონაკვეთი¶
ინტერაქტიული მონაკვეთი ქუდის ქვედა ნახევარია.
- ახალი ფაილი (New File)
დაიწყე ახალი პროექტი შაბლონის მიხედვით.
- ბოლოდროინდელი ფაილები (Recent Files)
შენი სულ ბოლოს გახსნილი blend-ფაილები. ეს გაძლევს შენს ბოლოდროინდელ პროექტებზე სწრაფი და იოლი წვდომის საშუალებას.
- გახსნა (Open)
იძლევა არსებული blend-ფაილის გახსნის საშუალებას.
- ბოლო სესიის აღდგენა (Recover Last Session)
Blender შეეცდება, დროებითი ფაილებიდან აღადგინოს ბოლო სესია. იხ. მონაცემთა აღდგენა.
- რა არის ახალი (What's New)
გახსენი ბოლო რელიზის შენიშვნები.
- შემოწირულობა ბლენდერისთვის
გახსენი ბლენდერის დეველოპმენტის ფონდის ვებსაიტი.