Windows-ზე ინსტალირება¶
შეამოწმე ბლენდერის ჩამოტვირთვის გვერდი, რათა იპოვო ბლენდერის მინიმალური მოთხოვნები და სხვადასხვა ვერსიები, რომლებიც ხელმისაწვდომია (თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებია).
ჩამოტვირთე zip ფაილი, ან Windows-ის საინსტალაციო ფაილი.
მნიშვნელოვანი
ბლენდერს Windows-ზე აქვს x64 არქიტექტურის მხარდაჭერაც და arm64-ისაც. დარწმუნდი, რომ იმ ნაირსახეობას ტვირთავ, რომელიც შენი CPU-ს არქიტექტურასთან თავსებადია.
დააინსტალირე Windows-ის საინსტალაციო ფაილიდან¶
Windows-ის დამაინსტალირებელი საშუალებას მოგცემს, აირჩიო საინსტალაციო საქაღალდე, და დაწყების (start) მენიუში ჩანაწერსაც შექმნის და blend-ფაილებს ბლენდერთან ასოცირებას გაუკეთებს. ამას ადმინისტრატორის უფლებები სჭირდება.
დააინსტალირე Zip-იდან¶
zip-ფაილის არჩევისას Blender თვითონ უნდა გამოიტანო არქივიდან სასურველ საქაღალდეში, სადაც შეგიძლია, გამშვებ ფაილზე ორმაგი დაწკაპუნებით გაუშვა Blender.
არც დაწყების (start) მენიუს ელემენტი შეიქმნება და არც blend-ფაილის ასოცირდება დარეგისტრირდება, სამაგიეროდ, არც ადმინისტრატორის უფლებები იქნება საჭირო. ფაილების ასოცირების დარეგისტრირება თავადაც შეგიძლია სასურველ პარამეტრებში სისტემის ჩანართის Register-ზე დაწკაპუნებით. ალტერნატივის სახით შეგიძლია, ბრძანებების ველიდან გაუშვა blender -r.
იმისათვის, რომ ინსტალაცია და კონფიგურაცია სრულიად ავტონომიური იყოს, შექმენი პორტირებადი ინსტალაცია.
დააინსტალირე Microsoft-ის მაღაზიიდან¶
ბლენდერის ინსტალირება შესაძლებელია Microsoft-ის მაღაზიიდან, ბლენდერის სახელით (Blender) მოძიების გზით.
ინსტალაციის შემდეგ უკვე შეიძლება ბლენდერის გაშვება Windows-ის დაწყების (Start) მენიუდან.
განახლება Windows-ზე¶
Windows-ზე ბლენდერის განახლების რამდენიმე გზა არსებობს. ეს განყოფილება ყველაზე გავრცელებულ მიდგომებს განიხილავს.
განახლება Windows-ის საინსტალაციო ფაილიდან¶
როცა ბლენდერისთვის განახლება გამოდის, შესაძლებელია მისი პირდაპირ ბლენდერის ვებსაიტიდან ჩამოტვირთვა. ამის შემდეგ შესაძლებელია Windows-ის საინსტალაციო ფაილის გაშვება ბლენდერის განახლებული ვერსიის დასაყენებლად. მანამდე დაინსტალირებული სასურველი ვერსიის წასაშლელად გამოიყენე Windows-ის ანაწყობები, ან სამართავი პანელი.
განახლება Zip-იდან¶
როცა ბლენდერისთვის განახლება გამოდის, შესაძლებელია მისი ბლენდერის ვებსაიტიდან ჩამოტვირთვა და სასურველ საქაღლდეში ამოლაგება, სადაც შეგიძლია, ორმაგი დაწკაპუნებით გაუშვა ბლენდერის გამშვები ფაილი. ბლენდერის პორტირებადი ვერსიის შექმნის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. განყოფილება დააინსტალირე Zip-იდან.
გაითვალისწინე, რომ აუცილებელი არაა, ბლენდერის უკვე არსებულ ინსტალაციას გადააწერო. სავსებით შესაძლებელია, ერთდროულად რამდენიმე ვერსია გეყენოს.
განახლება Microsoft-ის მაღაზიიდან¶
როცა Microsoft-ის მაღაზიაში ბლენდერის განახლება ხდება ხელმისაწვდომი, იგი ავტომატურად ჩამოიტვირთება და დაინსტალირდება.
ასევე იხილეთ
ქუდის ნაგულისხმები (Defaults) გვერდი ბლენდერის წინა ვერსიების ანაწყობების იმპორტირებისა და სხვა სწრაფი ანაწყობების შესახებ ინფორმაციისთვის.