შესავალი¶
სცენები სამუშაოს ორგანიზების საშუალებაა. თითოეული blend ფაილი შეიძლება, რამოდენიმე სცენას შეიცავდეს, რომლებსაც სხვა საზიარო მონაცემები აქვთ, მაგალითად, ობიექტები, მასალები, ან კოლექციები.
სცენა განსაზღვრავს ხილულ ობიექტებს, კამერის ხედს, განათებასა და სარენდერო ანაწყობებს, რომლებიც პროექტის კონკრეტულ ნაწილს შეადგენს. მაგალითად, ერთ blend ფაილში შეიძლება, არსებობდეს რამოდენიმე სცენა სხვადასხვა ხედების, განათებების, ან სამწარმოებლო ფაიფლაინის ეტაპებისთვის.
სცენის მართვა და ბიბლიოთეკის დაკავშირება ბლენდერის ბიბლიოთეკებისა და მონაცემების სისტემაზეა დაფუძნებული. თუ მონაცემთა ბლოკების, დაკავშირებისა და დართვის კონცეფციებს არ იცნობ, პირველ რიგში ხსენებული გვერდის წაკითხვაა რეკომენდირებული.
სცენები, როგორც აქტივები¶
შეგიძლია, სცენები აქტივებად აღნიშნო და გამოიყენო. ამ გზით ისინი აქტივების ბრაუზერში გამოჩნდება და სხვადასხვა პროექტებში მათი მრავალჯერადი გამოყენება შესაძლებელი იქნება.
სცენის აქტივები წინასწარ აწყობილი სცენის შაბლონების, განათების მოწყობის, ან მომზადებული გადასაღები ხედების მართვის მოსახერხებელი გზაა. ისინი ყველა საჭირო მონაცემს (როგორებიცაა კამერები, სინათლის წყაროები და რენდერის ანაწყობები) ინახავენ და შეგიძლია, პირდაპირ გადმოათრიო ისინი ბლენდერის გახსნილ ფაილში.
როცა სცენის აქტივი სხვა ფანჯარაში გადაითრევა (თავად აქტივების ბრაუზერის გარდა), ბლენდერი ერთერთ ამ ქმედებათაგანს განახორციელებს:
დაკავშირება (Link), ან დართვა (Append): აიმპორტირებს სცენას მიმდინარე blend ფაილში – დაკავშირებული, ან დართული მონაცემთა ბლოკის სახით.
აქტიური: იმპორტირებულ (ან დაკავშირებულ) სცენას ფანჯარაში აქტიურად აყენებს.
სცენის აქტივები წინასწარ გადასახედ გამოსახულებებს წარმოქმნის და ამისთვის აქტიური კამერის ხედს მყარი ხედის რეჟიმში არენდერებს. ამ ფუნქციამ რომ იმუშავოს, ამისათვის სცენაში აქტიური კამერა უნდა იყოს.
სცენის აქტივთა ტიპიურ გამოყენებაში შედის:
მრავალჯერადი გამოყენების განათების, ან სტუდიოს მოწყობის შექმნა.
კადრების შაბლონების შენახვა მრავალ გადასაღებ კადრიანი პროექტებისთვის.
თანმიმდევრული სარენდერო ანაწყობების შენარჩუნება სხვადასხვა ფაილებში.
საბაზისო შაბლონების აგება ახალი პროექტების, ან დეპარტამენტებისთვის.
სცენები ვიდეო სეკვენსერში¶
შესაძლებელია სცენების ვიდეო სეკვენსერში გამოყენებაც სცენის ლენტების სახით. ეს რამდენიმე სცენის ერთ დროის ზოლში ერთად კომპოზიტირების, ან რედაქტირების საშუალებას იძლევა.
მაგალითად, შესაძლებელია ანიმაციის თითოეული კადრის თავის საკუთარ სცენაში შენახვა და შემდეგ მთავარ სცენაში კომბინირება, რომელიც სცენის ლენტებს იყენებს მათი თანმიმდევრობის დასალაგებლად. ასეთი სამუშაო პროცესი გამოსადეგია მრავალკადრიანი პროექტების, თრეილერების, ან შაბლონთა რედაქტირებისთვის, შუალედურ ფაილთა დარენდერების საჭიროების გარეშე.
სცენების ლენტებად გამოყენებისას, ისინი დინამიკურად რენდერდებიან დაკვრის, ან დარენდერების პროცესში, და თუ სრულფასოვან ასლებად არ არიან შექმნილი, ერთი და იგივე მონაცემთა ბლოკები აქვთ.
სამართავები¶
მითითება
- მენიუ:
()
სცენების არჩევა და შექმნა ზედა ზოლის სცენის მონაცემთა ბლოკის მენიუთი შეგიძლია.
სცენის მონაცემთა ბლოკის მენიუ.¶
- სცენები
მიმდინარე blend ფაილში ხელმისაწვდომი სცენების სია.
- დამატება (Add)
- ახალი (New)
ქმნის ცარიელ სცენას ნაგულისხმები მნიშვნელობებით.
- ანაწყობების კოპირება (Copy Settings)
ქნის ცარიელ სცენას, მაგრამ დარენდერებისა და სამყაროს ანაწყობები აქტიური სცენიდან გადმოაქვს.
- დაკავშირებული ასლი (Linked Copy)
ქმნის ახალ სცენას, რომელსაც ყველა მონაცემი იგივე აქვს, რაც მიმდინარეს. ახალ სცენაში იმავე კოლექციებთან, ობიექტებთან და მონაცემთა ბლოკებთანაა კავშირები, რომლებთანაც ორიგინალში. ერთ სცენაში შეტანილი ცვლილებები ავტომატურად ზემოქმედებს მეორეზე, რადგან ორივეს ერთსა და იმავე მონაცემებზე აქვს მითითება.
- სრული ასლი (Full Copy)
ქმნის სრულიად დამოუკიდებელ სცენას ყველა ობიექტისა და მისი მონაცემების უნიკალური ასლებით. ეს ხელსაყრელია სცენის ვარიაციებისა და ალტერნატიული ვერსიებისთვის, რომლებმაც ორიგინალზე გავლენა არ უნდა იქონიონ.
ნოტი
სცენის დამატების ვარიანტები ადგენს, რომელი მონაცემები უნდა დაკოპირდეს და რომელი უნდა გაზიარდეს (დაკავშირებული). ობიექტებს მითითება აქვთ ობიექტის მონაცემებზე, როგორებიცაა მეშები, ან სინათლეები, და სცენებს შეუძლიათ, ეს ურთიერთკავშირი გააზიარონ, ან დაადუბლირონ.
- (სცენის წაშლა (Delete Scene))
შლის მიმდინარე სცენის მონაცემთა ბლოკს. გაითვალისწინე, რომ ბლენდერი ყოველთვის საჭიროებს ფაილში მინიმუმ ერთ სცენას; უკანასკნელ დარჩენილ სცენას ვერ წაშლი.