სამუშაო სივრცეები

სამუშაო სივრცეები არსებითად ფანჯრების წინასწარ განსაზღვრული განლაგებებია. თითოეული სამუშაო სივრცე შედგება არეებისგან, რომლებიც რედაქტორებს შეიცავენ და მომართულია რაიმე კონკრეტული დავალების შესასრულებლად, როგორებიცაა მოდელირება, ანიმაცია, ან სკრიპტინგი. პროექტზე მუშაობისას, ჩვეულებრივ, რამოდენიმე სამუშაო სივრცეში იმოძრავებ.

../../_images/interface_window-system_workspaces_screen.png

სამუშაო სივრცეები ზედა ზოლში მდებარეობს.

სამართავები

ჩანართები

სამუშაო სივრცეთა შორის სამოძრაოდ დააწკაპუნე ჩანართებზე. სამუშაო სივრცისთვის სახელის გადასარქმევად ორჯერ დააწკაპუნე ჩანართზე.

სამუშაო სივრცის დამატება (Add Workspace)

ამატებს ახალ სამუშაო სივრცეს წინასწარ განსაზღვრული შაბლონიდან (მაგ.: მოდელირება, ძერწვა, კომპოზიტირება).

კონტექსტური მენიუ მარჯვ.ღ.

დუბლირება (Duplicate)

ქმნის მონიშნული სამუშაო სივრცის ასლს, მისი ეკრანის განლაგებისა და რედაქტორების ჩათვლით.

წაშლა (Delete)

შლის მონიშნულ სამუშაო სივრცეს. თუ ეს უკანასკნელი დარჩენილი სამუშაო სივრცეა, მაშინ მისი მოცილება შეუძლებელია.

რიგში დაწინაურება/უკან გადანაცვლება (Reorder to Front/Back)

გადააქვს სამუშაო სივრცის ჩანართი ჩანართების სიაში პირველ (დაწინაურება), ან ბოლო (უკან გადანაცვლება) პოზიციაზე.

წინა სამუშაო სივრცე (Previous Workspace) Ctrl-O

ააქტიურებს მიმდინარე სამუშაო სივრცის უახლოეს მარცხენა სამუშაო სივრცეს.

მომდევნო სამუშაო სივრცე (Next Workspace) Ctrl-PageDown

ააქტიურებს მიმდინარე სამუშაო სივრცის უახლოეს მარჯვენა სამუშაო სივრცეს.

სხვა სამუშაო სივრცეების წაშლა (Delete Other Workspaces)

შლის ყველა სამუშაო სივრცეს გარდა იმისა, რომელზეც მოხდა მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნება.

ნაგულისხმები სამუშაო სივრცეები

ბლენდერის ნაგულისხმები პარამეტრებით გაშვება აჩვენებს "განლაგების" სამუშაო სივრცეს მთავარ არეში. ეს არის ზოგადი სამუშაო სივრცე შენი სცენის დასათვალიერებლად და შეიცავს შემდეგ რედაქტორებს:

../../_images/interface_window-system_workspaces_layout.png

ბლენდერის სამუშაო სივრცე სახელად 'განლაგება' ოთხი რედაქტორით.

3D სარკმელი (ყვითლად), მონახაზი (მწვანედ), თვისებები (ლურჯად) და დროის ზოლი (წითლად).

ბლენდერს აქვს სხვა რამდენიმე ნაგულისხმები სამუშაო სივრცეც:

მოდელირება:

გეომეტრიის მოდიფიცირებისთვის მოდელირების ხელსაწყოთა მეშვეობით.

ძერწვა:

მეშების მოდიფიცირებისთვის საძერწ ხელსაწყოთა მეშვეობით.

UV რედაქტირება:

გამოსახულების ტექსტურის კოორდინატთა გადასანაწილებლად სამ განზომილებიან ზედაპირებზე.

ტექსტურის ხატვა:

გამოსახულებათა ტექსტურების ფერწერისთვის 3D სარკმელში.

შეფერადება (Shading):

მასალების თვისებათა დასარენდერებლად განსაზღვრისთვის.

ანიმაცია (Animation):

ობიექტთა თვისებების დროზე დამოკიდებულად გადასაქცევად.

დარენდერება:

დარენდერების შედეგების ანალიზისა და დათვალიერებისთვის.

კომპოზიტირება:

გამოსახულებებისა და დარენდერების ინფორმაციის კომბინირებისა და თანამდევი დამუშავებისთვის.

გეომეტრიის კვანძები (Geometry Nodes):

პროცედურული მოდელირებისთვის გეომეტრიის კვანძები (Geometry Nodes)-ს გამოყენებით.

სკრიპტინგი:

ბლენდერის Python API-სთან ურთიერთქმედებისა და სკრიპტების წერისთვის.

დამატებითი სამუშაო სივრცეები

ბლენდერს აქვს რამოდენიმე დამატებითი სამუშაო სივრცე, რომელთაგანაც შეიძლება არჩევა ახალი სამუშაო სივრცის დამატებისას:

2D ანიმაცია

2D ანიმაცია:

ზოგადი სამუშაო სივრცე გრიზ ფენსილთან (Grease Pencil) სამუშაოდ.

2D სრული ტილო:

"2D ანიმაციას" წააგავს, ოღონდ უფრო დიდ ტილოს შეიცავს.

VFX

შენიღბვა:

ორ განზომილებიანი ნიღბების შესაქმნელად კომპოზიტირების, ან ვიდეო რედაქტირებისთვის.

მოძრაობაზე თვალის დევნება:

ვიდეო ჩანაწერში კამერის მოძრაობისა და დასტაბილურების გამოსათვლელად.

ვიდეოს რედაქტირება

ვიდეოს რედაქტირება:

სხვადასხვა მასალების ერთ ვიდეოში სეკვენსირებისთვის.

შენახვა და უკუგდება

სამუშაო სივრცეები blend-ფაილში ინახება. ფაილის გახსნისას ფაილების ბრუზერში UI-ს ჩატვირთვის გააქტიურება მიუთითებს, რომ ბლენდერმა ფაილში შენახული ეკრანის განლაგება უნდა გამოიყენოს და არა მიმდინარე.

სამუშაო სივრცეთა მორგებული ნაკრების შენახვა შესაძლებელია ნაგულისხმები (Defaults)-ის ნაწილად.

სამუშაო სივრცის ანაწყობები

მითითება

რედაქტორი:

თვისებათა რედაქტორი

პანელი (Panel):

ხელსაწყოს ჩანართი ‣ სამუშაო სივრცე (Tool tab ‣ Workspace)

სცენის ჩამაგრება (Pin Scene)

როცა ჩართულია, მიმდინარე სამუშაო სივრცე იმ დროისთვის არჩეულ სცენას დაიმახსოვრებს. შემდეგ, რამდენჯერაც სამუშაო სივრცეს გაააქტიურებ, ავტომატურად იმ სცენაზე დაბრუნდება.

რეჟიმი (Mode)

სამუშაო სივრცის გააქტიურებისას ამ რეჟიმში გადადი.

სეკვენსერის სცენა (Sequencer Scene)

სცენა, რომელიც შეიცავს ვიდეო სეკვენსერის რედაქტორის მიერ გამოყენებულ რედაქციას. იხ. სეკვენსერის სცენა (Sequencer Scene).

სცენის დროის სინქრონირება (Sync Scene Time)

ვიდეო სეკვენსერის რედაქტორში, მიმდინარე სცენის ლენტის საფუძველზე დაასინქრონირე აქტიური სცენა და დრო. იხ. სეკვენსერის სცენა (Sequencer Scene).

დანამატების გაფილტრვა (Filter Add-ons)

განსაზღვრავს, რომელი დანამატებია ჩართული აქტიურ სამუშაო სივრცეში. როცა აღნიშვნა არა აქვს, გამოიყენება გლობალური დანამატები. როცა აღნიშნულია, შეგიძლია, ინდივიდუალურად გაააქტიურო დანამატები ქვემოთა სიიდან.