კვანძების მოწესრიგება¶
მიკვრა (Snapping)¶
მიკვრა კვანძების პოზიციასა და ზომას ფონურ ბადეზე ასწორებს. ეს მახასიათებელი საშუალებას გაძლევს, კვანძები ბადეს მიაკრა, რაც უზრუნველყოფს კვანძთა განლაგების სისუფთავეს და ვიზუალურ წესრიგს. მიკვრა შეიძლება ჩაირთოს მიკვრის გადამრთველის ხატულის (/) რედაქტორის კოლონტიტულებიდან, ან, კვანძების გარდაქმნისას, დროებით - Ctrl-ის დაკავებით.
ავტო-აცდენა (Auto-Offset)¶
როცა მინიმუმ თითო შენატანისა და გამონატანის ბუდეების მქონე კვანძს ორ სხვა კვანძს შორის არსებულ ბმა-კავშირზე დააგდებ, ავტო-აცდენა, მიმართულების ანაწყობის მიხედვით ან მარცხენა კვანძს გაწევს ახალი კვანძისთვის ადგილის მოსაცლელად, ან მარჯვენას. ავტო-აცდენის მახასიათებელი გვეხმარება, მომხმარებლის სამუშაო პროცესის შეწყვეტის გარეშე, ინტერაქტიულად დავაორგანიზოთ კვანძების განლაგება.
ავტო-აცდენა თავიდანვე ჩართულია, თუმცა მისი გათიშვა სასურველი პარამეტრებიდან შეიძლება.
კვანძის გადატანის პროცესში აცდენის მიმართულების გადართვა T-ზე დაჭერით შეგიძლია.
აცდენის ფარგლების შეცვლა სასურველი პარამეტრების რედაქტირების განყოფილებაში, ავტო-აცდენის დაშორების ანაწყობით შეიძლება.