ხელსაწყოს ანაწყობები (Tool Settings)¶
ვარიანტები (Options)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- პანელი (Panel):
()
გარდაქმნა (Transform)¶
- წახნაგის ატრიბუტების შესწორება (Correct Face Attributes)
გარდაქმნის პროცესში შეასწორე გეომეტრიის ატრიბუტები, როგორებიცაა UV და ფერის ატრიბუტები.
- დაკავშირებულად დატოვება (Keep Connected)
წახნაგის ატრიბუტების შესწორების გამოყენებისას შერწყი ერთსა და იმავე წვეროსთან დაკავშირებული ატრიბუტები.
რჩევა
UV-ის დაკავშირებულად დატოვება ორგანული მოდელირებისთვის გამოსადეგია, მაგრამ არქიტექტურული მოდელირებისთვის - არა.
გასარკისებურება (Mirror)¶
გასარკისებურების ვარიანტები მონიშნულ ღერძზე მეშის ელემენტების (წვეროების, წიბოების, ან წახნაგების) სიმეტრიული გარდაქმნის ჩასართავად. როცა ელემენტი გარდაიქმნება, მისი ზუსტი სარკისებური შესატყვისიც (ლოკალურ სივრცეში), თუ ასეთი არსებობს, შესაბამისად გარდაიქმნება, რათა სიმეტრია შენარჩუნდეს.
იმისათვის, რომ გასარკისებურების ხელსაწყომ სწორად იმუშავოს, სარკისებური წვეროები თავიანთ შესატყვისებთან მიმართებაში ზუსტად უნდა განლაგდეს. თუ წვეროები ზუსტად არა განთავსებული თავიანთ საპირისპირო ლოკაციებზე, სარკის ღერძი მათ გასარკისებურებლად ვერ აღიქვამს. მეშებისთვის, რომლებსაც აქვთ ვიზუალური სიმეტრია, მაგრამ განსხვავებული ტოპოლოგია, ამ შეზღუდვასთან გამკლავება ტოპოლოგიური სარკის (Topology Mirror) ჩართვითაა შესაძლებელი.
ნოტი
სწორების მკაცრი მოთხოვნების გამო გასარკისებურება შეიძლება, რთული გამოსაყენებელი იყოს. სარკისებური მოდიფიკატორი (Mirror Modifier) სიმეტრიასთან მუშაობის ალტერნატიულ, ავტომატურ გზას იძლევა.
ტოპოლოგიური სარკე (Topology Mirror)¶
ტოპოლოგიური სარკე (Topology Mirror) განსაზღვრავს სარკისებურ წვეროებს არა მხოლოდ წვეროთა პოზიციებზე დაყრდნობით, არამედ მათი მეშის სხვა წვეროებთან ურთიერთდამოკიდებულების ანალიზით. ზოგადი ტოპოლოგიის შეფასების წყალობით ეს მახასიათებელი საშუალებას იძლევა, არასიმეტრიული წვეროებიც გასარკისებურებულად ჩაითვალოს.
ტოპოლოგიური სარკე საჭიროებს მინიმუმ ერთი სარკის ღერძის ჩართვას.
რჩევა
ტოპოლოგიური სარკე ყველაზე ეფექტური დეტალურ გეომეტრიასთან მუშაობის დროსაა. მარტივ მეშებზე, როგორებიცაა კუბები, ან UV სფეროები, შედეგები შეიძლება, ცვალებადი იყოს.
მაგალითი
ეს მაგალითი ტოპოლოგიური სარკის ეფექტური მოხმარების დემონსტრირებაა:
გახსენი ბლენდერის ახალი სცენა. წაშალე ნაგულისხმები კუბი 3D სარკმელში და დაამატე მაიმუნის (Monkey) ობიექტი.
დააჭირე Tab-ს რედაქტირების რეჟიმში (Edit Mode) გადასასვლელად.
გათიშე გასარკისებურების ღერძები და მაიმუნის ობიექტის ერთერთი წვერო ოდნავ გადააადგილე.
ჩართე X ღერძის სარკე (X Axis Mirror), მაგრამ ტოპოლოგიური სარკე გათიშული დატოვე. ისევ გადააადგილე იგივე წვერო. X ღერძის სარკე გასარკისებურებულ წვეროებზე ვერ იმოქმედებს, რადგან იდეალური სიმეტრიული სწორება არ აქვთ.
ჩართე ტოპოლოგიური სარკე და კიდევ ერთხელ გადააადგილე იგივე წვერო. ამჯერად X ღერძის სარკე მეორე წვეროს პოზიციას "აირეკლავს" მიუხედავად იმისა, რომ ამ წვეროებს იდეალური ურთიერთგანლაგება არ აქვს.
ავტომატური შერწყმა (Auto Merge)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
როცა ავტომატური შერწყმა ჩართულია, როგორც კი ერთი წვერო მეორესთან დაყენებულ მიჯნაზე (Threshold) უფრო ახლოს მივა, ავტომატურად შეერწყმება. ეს ვარიანტი მხოლოდ ინტერაქტიულ ოპერაციებზე ახდენს გავლენას (პანელში ბოლო ოპერაციის პარამეტრები (Adjust Last Operation) განხორციელებული ცვლილებებიც ინტერაქტიულად ითვლება). თუ ზუსტი კოორდინატები, რომლებზეც წვერო გადავა, ერთზე მეტ წვეროს შეიცავს, მაშინ შერწყმა გადაადგილებულ წვეროსა და ერთერთ მათგანს შორის ჩატარდება.
- წიბოებისა და წახნაგების გაპობა (Split Edges & Faces)
პოულობს თითოეული გარდაქმნილი წიბოს თანაკვეთას, ქმნის ამ ადგილას ახალ წვეროს და ყოფს წიბოსა და წახნაგს.
- მიჯნა (Threshold)
განსაზღვრავს მაქსიმალურ მანძილს შესარწყმელ წვეროთა შორის.
UV-ები (UVs)¶
- გადაძრობა რეალურ დროში (Live Unwrap)
რამდენჯერაც წიბოს ნაკერის თვისება იხვლება, იმდენჯერვე ავტომატურად ხელახლა გამოითვლება UV-ს გადაძრობა. გაითვალისწინე, რომ ეს ფუნქცია განსხვავდება UV რედაქტორში არსებული ფუნქციისგან, რომელსაც ასევე რეალურ დროში გადაძრობა ჰქვია.