შესავალი¶
ბლენდერის ფიზიკის სისტემა რეალურ სამყაროში არსებული ფიზიკის მოვლენათა მთელი რიგის სიმულაციის საშუალებას გაძლევს. ამ სისტემების გამოყენება შესაძლოა ისეთი სტატიკური, თუ დინამიკური ეფექტების შესაქმნელად, როგორებიცაა:
თმა, ბალახი და გუნდად შეჯგუფება
წვიმა
კვამლი და მტვერი
წყალი
ქსოვილი
ჟელე
და სხვ.
სწრაფი ეფექტები (Quick Effects)¶
მითითება
- რედაქტორი:
3D სარკმელი
- რეჟიმი (Mode):
ობიექტის რეჟიმი (Object Mode)
- მენიუ:
()
Sets up a basic simulation scene or effect including the selected objects. The tool will add essential objects like domains or particle systems both with predefined settings, so that there will be instant viewable result.
სწრაფი ბეწვი (Quick Fur)¶
მონიშნულ ობიექტებს ბეწვის კონფიგურაციას ამატებს. ბეწვის სისტემა გეომეტრიულ კვანძებზეა დაფუძნებული და თმის კვანძების ჯგუფთა მეშვეობით იგება, რომლებიც ბლენდერს აქტივების პაკეტის სახით მოჰყვება.
- სიხშირე / სისქე (Density)
წარმოქმნილი თმის წირების სიხშირე ზედაპირზე.
- სიგრძე (Length)
წარმოქმნილი თმის წირების სიგრძე.
- თმის რადიუსი (Hair Radius)
თმის ღერის სიგანე, რომელიც სარენდერო ძრავების მიერ გამოიყენება.
- პროცენტულობა ხედში (View Percentage)
სიხშირეზე გამოყენებული მამრავლი სარკმლისთვის.
- თმის მიმმართველების გამოყენება (Apply Hair Guides)
ადებს მოდიფიკატორს, რომელიც თმის წირების წარმოქმნის კვანძთა ჯგუფს იყენებს.
- ხმაური (Noise)
თმის წირებს ხმაურის ტექსტურის მეშვეობით ადეფორმირებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. თმის წირების ხმაურის კვანძთა ჯგუფი.
- აწეწვა (Frizz)
თითოეულ წერტილზე შემთხვევითი ვექტორის საშუალებით ადეფორმირებს თმის წირებს, გაწეწილი შესახედაობის მისანიჭებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. თმის წირების აწეწვის </modeling/geometry_nodes/hair/deformation/frizz_hair_curves კვანძთა ჯგუფი.