კვანძი "გამონატანის ჩართვა"¶
კვანძი გამონატანის ჩართვა კვანძების ჯგუფის გამონატანთა ხილვადობისა და ბუდის მნიშვნელობის გადართვას ანხორციელებს. მისი გამოყენება შეიძლება იმისთვის, რომ კვანძების ჯგუფის გამონატანები აჩვენოს, ან დამალოს, შემავალი მნიშვნელობის, ან პირობების მიხედვით.
შენატანები¶
- ჩართვა (Enable)
ბულის მნიშვნელობათა ველი, რომელიც აკონტროლებს, არის, თუ არა გამონატანის დაკავშირებული ბუდე ხილული და აქტიური. როცა მნიშვნელობა მცდარია (False), ჯგუფში არსებული შესაბამისი ბუდე იმალება.
- მნიშვნელობა (Value)
ჩართული გამონატანისთვის გადასაცემი მნიშვნელობა. ეს შენატანი შეიძლება, მონაცემთა ნებისმიერი მხარდაჭერილი ტიპი, გამომდინარე კვანძის თვისება მონაცემთა ტიპი-დან.
თვისებები (Properties)¶
- მონაცემთა ტიპი (Data Type)
შემავალი მნიშვნელობისა და გამომავალი მნიშვნელობის მონაცემთა ტიპი. ეს ადგენს, რა ტიპის მონაცემები უნდა გაატაროს კვანძმა (მაგ., წილადნიშნა, ვექტორი, ფერი, გეომეტრია და ა.შ.).
გამონატანები¶
- მნიშვნელობა (Value)
იგივე მონაცემები, რაც მნიშვნელობის შენატანი, როცა ჩართვა დაყენებულია ჭეშმარიტზე (True). როცა ჩართვა დაყენებულია მცდარზე, გამონატანი გათიშულია და ჯგუფის გამონატანისთვის მიუწვდომელი.