წირის ვიჯეტი¶
წირის ვიჯეტი.¶
ეს ვიჯეტი ორი ტიპის წირების დასარედაქტირებლად გამოიყენება:
პროფილის წირები, რომლებიც უბრალოდ ორგანზომილებიან ფორმას აღწერს.
გადანაწილების წირები, რომლებიც X ღერძის შემავალ მნიშნელობას Y ღერძის გამომავალ მნიშვნელობაზე ანაწილებენ.
ხელმისაწვდომი ვარიანტები, ამ ტიპის მიხედვით, ოდნავ განსხვავდება. აგრეთვე, პროფილის წირებისგან განსხვავებით, გადანაწილების წირებში კიდულობა შეუძლებელია: თითოეული X მნიშვნელობა ზუსტად ერთ Y მნიშვნელობას უნდა შეესაბამებოდეს.
სამართავი წერტილები¶
ამ ვიჯეტის წირი, ისევე, როგორც ბლენდერის ყველა წირი, სამართავი წერტილების მეშვეობით განისაზღვრება.
- დამატება (Add)
მარცხ.ღ.-ით დააწკაპუნე წირზე ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართავი წერტილი ჯერ არ არსებობს.
- გადაადგილება (Move)
გაათრიე წერტილი მარცხ.ღ.-ით.
- მოცილება (Remove)
მონიშნე წერტილი და ქვემოთ< მარჯვნივ მდებარე ღილაკს დააწკაპუნე. ასევე, შეგიძლია, X კლავიშს დააჭირო.
სამართავები¶
- ზუმით მიახლოვება
ზუმით მიუახლოვდი მეტი დეტალის საჩვენებლად და უფრო აკურატული კონტროლისთვის. მიახლოებულ მდგომარეობაში წირის გარშემო ნავიგაციისთვის მარცხ.ღ.-ით დააწკაპუნე და გაათრიე ცარიელ არეში.
- ზუმით დაშორება
ზუმით მოშორდი, რათა ნაკლები დეტალი აჩვენო და მთლიანი წირი გამოაჩინო. მოკვეცის მონაკვეთს ვერ მოშორდები (იხ. მოკვეცა ქვემოთ).
- ტრაექტორიის შექცევა (Reverse Path) პროფილის წირები
სარკისებურად არეკლე წირის დიაგონალის გარშემო.
- მოკვეცის ვარიანტები (Clipping Options) გადანაწილების წირები
- მოკვეცის გამოყენება
აიძულე წირის წერტილები, მითითებულ მნიშვნელობებს შორის დარჩნენ.
- მინ. X/Y და მაქს. X/Y
დააყენე წირის წერტილების მინიმალური და მაქსიმალური საზღვრები.
- სპეციალური ხელსაწყოები
- ხედის პირველსახე (Reset View)
მაქსიმალურად მოშორდი ზუმით.
- განვრცობის ვარიანტები Mapping Curves
აკონტროლებს, თუ როგორ უნდა განივრცოს წირი პირველ წერტილამდე და ბოლო წერტილის შემდეგ.
- თარაზული განვრცობა (Extend Horizontal)
წირს "აბრტყელებს".
- ექსტრაპოლირებული განვრცობა (Extend Extrapolated)
წირს მიმართულებას უნარჩუნებს.
- წირის პირველსახე (Reset Curve)
წირს ნაგულისხმებ მდგომარეობაში აბრუნებს (შლის ყველა დამატებულ წერტილს).
- სახელურის ტიპი (Handle Type)
მონიშნული სამართავი წერტილის სახელურის ტიპი. ამით დგინდება მის გარშემო წირის სეგმენტების ფორმა.
- ავტომატური სახელური (Auto Handle)
ჰქმნის თანაბარ წირს, რომელსაც სახელურების ხელით დარეგულირება არ ესაჭირეობა.
- ვექტორული სახელური (Vector Handle)
ჰქმნის სწორ ხაზებსა და მახვილ კუთხეს.
- თავისუფალი სახელური (Free Handle) პროფილის წირები
აჩვენებს თავისუფლად მოძრავ ბეზიეს სახელურებს, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. ამან შესაძლოა, გამოიწვიოს სამართავ წერტილთან მახვილი კუთხის შექმნა.
- გასწორებული თავისუფალი სახელურები (Aligned Free Handles) პროფილის წირები
აჩვენებს თავისუფლად მოძრავ ბეზიეს სახელურებს, რომლებიც დაბლოკილია მუდამ ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობებში. ეს უზრუნველყოფს სამართავ წერტილებთან წირის სიგლუვეს.
- ავტომატურად ჩაჭერილი სახელური (Auto Clamped Handle) გადანაწილების წირები
ავტომატური სახელურის მსგავსია, მაგრამ თავიდან იცილებს გადაცდენას.
- X, Y
მონიშნული სამართავი წერტილის კოორდინატები.
- წაშლა X
მოაცილე მონიშნული სამართავი წერტილი. პირველი და ბოლო წერტილები ვერ წაიშლება.
- დაკოპირება/ჩასმა Ctrl-C, Ctrl-V
შესაძლებელია მთლიანი წირის ერთი ვიჯეტიდან მეორეში გადაკოპირება, კურსორის მიტანითა და Ctrl-C, Ctrl-V კლავიშებზე დაჭერით.
- წინასწარი კონფიგურაციები (Presets) მხოლოდ ფუნჯის წირის ვიჯეტებისთვის
წინასწარ კონფიგურირებული წირები, რომლებიც შეიძლება, დაყენდეს. ზუსტი ფორმა დამოკიდებულია იმაზე, დადებითი დაქანება აქვს თვისების ნაგულისხმებ წირს, თუ უარყოფითი.