ქმედების გაუქმება და აღდგენა

ქვემოთ მოყვანილი ხელსაწყოები საშუალებას მოგცემს, შემთხვევით განხორციელებული ქმედება გააუქმო, ბოლო ქმედება გაიმეორო, ან ბლენდერის მიერ ჩაწერილი ბოლოდროინდელი ქმედებების სიიდან აირჩიო, რომელ ეტაპზე გინდა დაბრუნება.

ქმედების გაუქმება (Undo)

მითითება

რეჟიმი (Mode):

ყველა რეჟიმი

მენიუ:

რედაქტირება ‣ ქმედების გაუქმება (Edit ‣ Undo)

მალსახმობი:

Ctrl-Z

თუ გინდა, შენ მიერ განხორციელებული ბოლო ქმედება გააუქმო, Ctrl-Z-ს დააჭირე.

ასევე იხილეთ

მეხსიერებისა და ლიმიტების სასურველი პარამეტრები ქმედების გაუქმების ანაწყობთა შესაცვლელად.

ქმედების აღდგენა (Redo)

მითითება

რეჟიმი (Mode):

ყველა რეჟიმი

მენიუ:

რედაქტირება ‣ ქმედების აღდგენა (Edit ‣ Redo)

მალსახმობი:

Shift-Ctrl-Z

ქმედების გაუქმების უკან წასაღებად დააჭირე Shift-Ctrl-Z-ს.

ბოლო ოპერაციის პარამეტრები (Adjust Last Operation)

მითითება

რეჟიმი (Mode):

ყველა რეჟიმი

მენიუ:

რედაქტირება ‣ ბოლო ოპერაციის დარეგულირება... (Edit ‣ Adjust Last Operation...)

მალსახმობი:

F9

ოპერატორის გაშვების შემდეგ შეგიძლია, მისი პარამეტრები შეცვალო. ამ ფუნქციის მხარდაჭერის მქონე რედაქტორებში, ქვევით და მარცხნივ არსებობს სპეციალური დისპლეის პანელი, რომელიც ბოლოს განხორციელებული ოპერაციის მიხედვით იცვლება. ასევე, შეგიძლია, მის ნაცვლად პოპაპი შექმნა F9-ის გამოყენებით, რაც იმავე ფუნქციას შეასრულებს.

მაგალითად, თუ შენი ბოლო ოპერაცია ობიექტის რეჟიმში განხორციელებული ბრუნვა იყო, ბლენდერი ბრუნვის კუთხის ბოლო შეცვლილ მნიშვნელობას გაჩვენებს (იხ. მარცხენა სურ. ბრუნვა (ობიექტის რეჟიმი, 60 გრადუსი).), და შეგეძლება, კუთხის ველში Numpad0-ის აკრეფით ეს ქმედება თავდაპირველ მდგომარეობაში დააბრუნო. სხვადასხვა ოპერატორებისთვის სხვა გამოსადეგი ვარიანტები არსებობს და მათი მეშვეობით ქმედებათა არა მხოლოდ გაუქმება, არამედ სრულიად შეცვლაც შეგიძლია.

თუ რედაქტირების რეჟიმში ხარ, ბლენდერი ამ პანელის შიგთავსს შენი ბოლო ქმედების შესაბამისად შეცვლის. მეორე მაგალითში (მარჯვნივ) ბოლო ოპერაცია ობიექტის რეჟიმში იყო გადაადგილება, ხოლო რედაქტირების რეჟიმში - მასშტაბირება, და, როგორც ხედავ, ბოლო ოპერაციის დარეგულირების კონტენტი რეჟიმის მიხედბით განსხვავდება (იხ. მარჯვენა სურ. მასშტაბირება (რედაქტირების რეჟიმი, წახნაგის ზომის შეცვლა).).

ბოლო ოპერაციის დარეგულირება.
../_images/interface_undo-redo_redo-last-object-mode.png

ბრუნვა (ობიექტის რეჟიმი, 60 გრადუსი).

../_images/interface_undo-redo_redo-last-edit-mode.png

მასშტაბირება (რედაქტირების რეჟიმი, წახნაგის ზომის შეცვლა).

რჩევა

ბოლო ოპერაციის დარეგულირების წყალობით ზოგ ოპერაციას განსაკუთრებით ხელსაყრელი შედეგები აქვს. მაგალითად, 3D სარკმელში წრის დამატება. თუ წვეროთა რაოდენობას სამამდე ჩამოიყვან, იდეალურ ტოლგვერდა სამკუთხედს მიიღებ.

რჩევა

ბოლო ოპერაციის დარეგულირების მონაკვეთის დამალვა შეიძლება მენიუს ბრძანებით: ხედი ‣ ბოლო ოპერაციის დარეგულირება (View ‣ Adjust Last Operation).

გაუქმებების ისტორია (Undo History)

მითითება

რეჟიმი (Mode):

ყველა რეჟიმი

მენიუ:

რედაქტირება ‣ გაუქმებების ისტორია (Edit ‣ Undo History)

../_images/interface_undo-redo_undo-history-menu.png

გაუქმებების ისტორიის მენიუ.

არსებობს ბოლოს განხორციელებულ ქმედებათა გაუქმებების ისტორიაც, ჩაწერილი ბლენდერის მიერ.

სიის დასაწყისში ყველაზე ბოლოდროინდელი ქმედებებია. რომელიმე ჩანაწერის გვერდით პატარა წერტილის ხატულა "მიმდინარე" სტატუსს ნიშნავს. გაუქმებების ისტორიის მეშვეობით ქმედებათა უკან წაღება შენს არჩეულ ქმედებაზე დაგაბრუნებს. როგორც ქმედების გაუქმებითა და ქმედების აღდგენით შეგიძლია დროში წინ და უკან მოძრაობა, გაუქმებების ისტორიაშიც შეგიძლია, რამდენჯერაც გინდა, გადახტე სასურველ ეტაპზე მანამდე, სანამ ახალ ცვლილებას არ შეიტან. ცვლილების მოხდენის შემდეგ გაუქმებების ისტორია ამ წერტილთან მოიჭრება. რომელიმე ელემენტის მონიშვნის შემთხვევაში "მიმდინარე" სტატუსი ამ პოზიციაზე გადმოვა.

ბოლოს გამეორება (Repeat Last)

მითითება

რეჟიმი (Mode):

ყველა რეჟიმი

პანელი (Panel):

რედაქტირება ‣ ბოლოს გამეორება (Edit ‣ Repeat Last)

მალსახმობი:

Shift-R

თუ Shift-R-ს დააჭერ, ბოლოს გამეორების ბრძანება გაეშვება და შენი ბოლო მოქმედება განმეორდება.

ქვემოთ მოცემულ მაგალითებში მაიმუნის დუბლიკატი გავაკეთეთ და ოდნავ მოშორებით გადავიტანეთ. შემდეგ, Shift-R-ის დაჭერით, მაიმუნის მეორე დუბლიკატიც შეიქმნა და გადაადგილდა.

../_images/interface_undo-redo_repeat-last1.png

სჲუზენი.

../_images/interface_undo-redo_repeat-last2.png

Shift-D-სა და გადაადგილების შემდეგ.

../_images/interface_undo-redo_repeat-last3.png

Shift-R-ის შემდეგ.

ისტორიის გამეორება (Repeat History)

მითითება

რეჟიმი (Mode):

ყველა რეჟიმი

მენიუ:

რედაქტირება ‣ ისტორიის გამეორება... (Edit ‣ Repeat History...)

../_images/interface_undo-redo_repeat-history-menu.png

ისტორიის გამეორების მენიუ.

ისტორიის გამეორება ბოლოს გამეორებული ქმედებების სიას იძლევა, და შეგიძლია, აქედან აირჩიო, თუ რომელი ქმედებები გინდა, კვლავ გაიმეორო. დაახლოებით იმავენაირად მუშაობს, როგორც გაუქმებების ისტორია, ოღონდ სიაში მხოლოდ გამეორებული მოქმედებებია.

მნიშვნელოვანი

ბლენდერიდან გასვლისას მომხმარებლის ქმედებათა სრული სია იკარგება, მაშინაც კი, თუ გასვლამდე ფაილს შეინახავ.

ასევე იხილეთ

იხ. დეფექტების აღმოფხრვის განყოფილება დაკარგული ნამუშევრის აღდგენის შესახებ.