მონაკვეთები¶
ბლენდერში ყოველი რედაქტორი დაყოფილია მონაკვეთებად. მონაკვეთებს შეიძლება, ჰქონდეს უფრო პატარა სტრუქტურული ელემენტები, მაგალითად ჩანართები და პანელები (tabs and panels) თავიანთი ღილაკებით, სამართავებითა და ვიჯეტებით.
3D სარკმლის მონაკვეთები, რომლებიც აჩვენებს გვერდითა ზოლს და ბოლო ოპერაციის პარამეტრების პანელს კუბის დამატების შემდეგ.¶
კოლონტიტული (მწვანედ), მთავარი მონაკვეთი (ყვითლად), ხელსაწყოთა ზოლი (ლურჯად) და ბოლო ოპერაციის პარამეტრების პანელი (ვარდისფრად).
მთავარი მონაკვეთი¶
სულ ცოტა, ერთი მონაკვეთი მაინც ყოველთვის ჩანს. მას მთავარი მონაკვეთი ეწოდება და რედაქტორის ყველაზე თვალში საცემი ნაწილია.
თითოეულ რედაქტორს თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს, ასე რომ, მთავარი მონაკვეთი და დამატებით მონაკვეთებზე წვდომა სხვადასხვა რედაქტორებში სხვადასხვანაირია. რედაქტორებში (Editors) შეგიძლია, თითოეული რედაქტორის საკუთარი სპეციფიური დოკუმენტაცია ნახო.
კოლონტიტული (Header)¶
კოლონტიტული პატარა თარაზული ლენტია, რომელიც არის ზემოთ, ან ქვემოთ მდებარეობს. ყველა რედაქტორს აქვს კოლონტიტული, რომელიც მენიუებისა და ხშირად გამოყენებული ხელსაწყოების კონტეინერის როლს ასრულებს. რედაქტორის ტიპის, მონიშნული ობიექტისა და რეჟიმის ცვლილებასთან ერთად მენიუები (Menus) და ღილაკებიც იცვლება.
3D სარკმლის კოლონტიტული.¶
ხელსაწყოთა ზოლი (Toolbar)¶
ხელსაწყოთა ზოლი (რედაქტორის არის მარცხნივ) შეიცავს ინტერაქტიულ ხელსაწყოთა წყებას. T რთავს ხელსაწყოთა ზოლის ხილულობას.
ხელსაწყოს ანაწყობები (Tool Settings)¶
თარაზული ლენტი რედაქტორის ზემოთ, ან ქვემოთ (კოლონტიტულის მსგავსი), რომელიც მოცემულ მომენტში მონიშნული ხელსაწყოს ანაწყობებს შეიცავს. კოლონტიტულის მსგავსად, ისიც შეიძლება, დაიმალოს, ან თავისი კონტექსტური მენიუს საშუალებით გადაადგილდეს.
ბოლო ოპერაციის პარამეტრები (Adjust Last Operation)¶
ბოლო ოპერაციის პარამეტრები წარმოადგენს მონაკვეთს, რომელიც საშუალებას იძლევა, გაშვების შემდეგ დაარეგულირო ოპერატორი. მაგალითად, თუ ამ წუთას დაამატე კუბი, შეგიძლია, ეს მონაკვეთი გამოიყენო მისი ზომის შესაცვლელად.
დალაგება¶
გადაფურცვლა¶
მონაკვეთის ფარგლებში გადაფურცვლა შესაძლებელია შვეულად და/ან თარაზულად, შ.ღ.-ით გათრევით. თუ მონაკვეთის ზუმის დონეები არ აქვს, მასში გადაფურცვლა გორგოლაჭი-თაც შეიძლება, როცა თაგუნა მასთან იქნება მიტანილი.
ზოგ მონაკვეთს, განსაკუთრებით, ანიმაციის დროის ზოლებს გააჩნია გაფარუცვლის ზოლები დამატებითი სამართავი წერტილებით, მონაკვეთის შვეული, ან თარაზული დიაპაზონის დასარეგულირებლად. ამ სპეციალურ გადაფურცვლის ზოლებს ბოლოებში ვიჯეტები ექნება დამატებული, როგორც მომდევნო სურათშია ნაჩვენები:
გადაფურცვლის ზოლები ზუმის ვიჯეტებით.¶
ამის გამოყენება შეიძლება დიაპაზონის გასაწელად, ან შესაკუმშად, რათა ეკრანის ხელმისაწვდომი სივრცის ფარგლებში მეტი, ან ნაკლები დეტალი იყოს ნაჩვენები. ასახული დიაპაზონის გასაზრდელად, ან შესამცირებლად, უბრალოდ, გაათრიე რომელიმე წერტილი. ასევე, შეგიძლია თარაზული,ან შვეული დიაპაზონის სწრაფად დარეგულირება რედაქტორში Ctrl-შ.ღ.-ის გათრევით.
ზომის შეცვლა და მონაკვეთების დამალვა¶
მონაკვეთების ზომის შეცვლა, ისევე, როგორც არეები-ს შემთხვევაში, მათი ჩარჩოების გათრევით ხდება.
მონაკვეთის დამალვა თუ გინდა, მაქსიმალურად დააპატარავე. დამალული მონაკვეთი პატარა ისრის ნიშანს ტოვებს. მონაკვეთის კვლავ გამოსაჩენად მარცხ.ღ.-ით დააწკაპუნე ამ ხატულაზე.
|
|
მასშტაბირება¶
ზოგიერთი მონაკვეთის (როგორიცაა ხელსაწყოთა ზოლი) მასშტაბის შეცვლა შესაძლებელია მათი სივრცის ფარგლებში Ctrl-შ.ღ.-ის გათრევით, ან Numpadპლიუს-ისა და Numpadმინუს-ის გამოყენებით, როცა თაგვის კურსორი მათზეა მიტანილი. ნაგულისხმები მასშტაბის დასაბრუნებლად დააჭირე Home კლავიშს.
აქტივების თარო (Asset Shelf)¶
3D ხედის აქტივების თარო, რომელიც მასალების აქტივებს აჩვენებს.¶
ძიება (Search)¶
აქტივთა მოსაძიებლად მიიტანე თაგვი აქტივების თაროსთან, შემდეგ დააჭირე Ctrl-F-ს და აკრიფე საძიებო სიტყვა. ეს გაფილტრავს ყველაფერს და მოძებნის ვარიანტს, რომელიც შენს აკრეფილ ტექსტს ემთხვევა.
ჩანართები¶
კატალოგების ჩანართებად გამოყენება.¶
შესაძლებელია კატალოგების ინდივიდუალურ ჩანართებად ჩვენება, თითოეული ჩანართი მხოლოდ თავის საკუთარ შიგთავსსა და თავისი შვილობილების შიგთავსს აჩვენებს. ეს აადვილებს აქტივთა კონკრეტული ნაკრების გამოცალკევებას.
ასახვის ვარიანტები¶
აქტივების თაროსთვის ხელმისაწვდომი ასახვის ვარიანტები.¶
ზომის თვისების საშუალებით შესაძლებელია თაროზე მდებარე აქტივების ზომების შეცვლა.
უჯრა "სახელების" ჩართვით შესაძლებელია თაროზე აქტივთა სახელების ჩვენება. გარდა ამისა, შესაძლებელია რომელიმე საგანთან კურსორის მიტანა მისი სახელის საჩვენებლად.
თაროს ნაგულისხმები ზომა საგანთა მხოლოდ ერთ რიგს სწვდება. მეტის საჩვენებლად შეგიძლია, მისი ზედა კიდე ზემოთ ასწიო.
გაფილტრვა (Filter)¶
- აქტიური ხელსაწყოთი (By Active Tool)
აჩვენე მხოლოდ ის ფუნჯები, რომლებიც აქტივების თაროზე მდებარე აქტიურ ხელსაწყოს მიესადაგება.
ნოტი
ამ თვისების მნიშვნელობა სასურველ პარამეტრებში ინახება, და თუ სასურველი პარამეტრების ავტომატური შენახვა (Auto-Save Preferences) გათიშულია, შეიძლება, ხელით შენახვა დასჭირდეს.