იერარქიული ხედი¶
განვრცობილ ელემენტებიანი იერარქიული ხედის მაგალითი .¶
იერარქიული ხედი იერარქიული მონაცემების სტრუქტურული, განვრცობადი შაბლონით წარმოსადგენად გამოიყენება. სიის ხედისგან განსხვავდება იმით, რომ ელემენტებს შეუძლიათ, შვილობილი ელემენტები გააჩნდეთ, რომლებიც შეიძლება, ჩამოიშალოს, ან ჩაიკეცოს.
ამ სახის კონტროლი ხშირად გამოიყენება დაქვემდებარებული სტრუქტურის მქონე ელემენტების ორგანიზებისთვის, მაგალითად კვანძოვანი ხეების, კოლექციების, ან დაჯგუფებებიანი ანაწყობებისთვის.
ჩამოშლა / დაკეცვა¶
შვილობილების მქონე ელემენტებს ჩამოსაშლელი სამკუთხედი აქვს. საგნის ჩამოსაშლელად, ან დასაკეცად მარცხ.ღ.-ით დააწკაპუნე სამკუთხედზე.
ჩამოშლილი ელემენტების ქვემოთ, შეწეული სახით, ჩანს მათი შვილობილი ჩანაწერები. ჩაკეცილი ელემენტები თავიანთ შიგთავსს მალავენ.
მონიშვნა (Select)¶
ელემენტის ასარჩევად დააწკაპუნე მარცხ.ღ.-ით.
მონიშვნის პრინციპი შეიძლება, კონტექსტის მიხედვით იცვლებოდეს. ზოგიერთი იერარქიული ხედი მრავალჯერადი მონიშვნის საშუალებას იძლევა.
სახელის გადარქმევა (Rename)¶
მხარდაჭერის შემთხვევაში, ელემენტებისთვის სახელის გადარქმევა შესაძლებელია მათზე ორჯერ დაწკაპუნებით ან F2-ზე დაჭერით.
იერარქია (Hierarchy)¶
შვილობილი ელემენტები ვიზუალურად შეწეულია, რათა თვალსაჩინოდ გამოიხატოს მათი კავშირი თავიანთ მშობელ ელემენტებთან.
კონტექსტის მიხედვით, ელემენტებს შეიძლება, ჰქონდეს შემდეგი ფუნქციების მხარდაჭერა:
გათრევა-დაგდებით გადალაგების.
მშობელი ჩანაწერიდან ჩანაწერზე ელემენტთა გადატანა.
დაქვემდებარებული სტრუქტურების რეორგანიზება.
გაფილტრვა და დალაგება¶
ზოგიერთ იერარქიული ხედს ფილტრაციისა და სორტირების ვარიანტების მხარდაჭერა აქვს, სიის ხედის მსგავსად. წვდომადობა კონკრეტულ იმპლემენტაციაზეა დამოკიდებული.