დახმარების სისტემა

დახმარებისთვის ბლენდერს ჩაშენებული და ვებზე დაფუძნებული ვარიანტების წყება აქვს.

მინიშნებები (Tooltips)

../_images/getting-started_help_tooltip.png

დამარენდერებლის შემრჩევის მინიშნება ინფო რედაქტორში.

ღილაკზე, ან ანაწყობზე რამოდენიმე წამით თაგვის კურსორის მიტანისა და დაყოვნებისას გამოჩნდება მინიშნება.

ელემენტები (ელემენტები)

კონტექსტისადმი მგრძნობიარე მინიშნება შესაძლოა, შეიცავდეს აქედან ზოგ ელემენტს:

მოკლე აღწერა

დაკავშირებული დეტალები კონტროლის მიხედვით.

მალსახმობი

ამ ხელსაწყოსთან ასოცირებული კლავიატურის, ან თაგვის მალსახმობი.

მნიშვნელობა (Value)

თვისების მნიშვნელობა.

ფერის თვისებაზე კურსორის მიტანა გამოაჩენს ფერების დიდ დამთვალიერებელსა და ფერის ჰექსადეციმალურ, RGBA და HSVA მნიშვნელობებს.

../_images/getting-started_help_color.png

მინიშნება აჩვენებს ფერის შესახებ ინფორმაციას.

ბიბლიოთეკა

აქტიური ობიექტის წყაროს ფაილი. ასევე იხილე დაკავშირებული ბიბლიოთეკები.

გათიშული (წითელი)

მიზეზი, თუ რატომაა მნიშვნელობა არარედაქტირებადი.

Python

როცა Python-ის მინიშნებები ჩართულია, a Python-ის გამოსახულება გამოჩნდება სკრიპტინგისთვის (როგორც წესი, ოპერატორი, ან თვისება).

კონტექსტისადმი მგრძნობიარე წვდომა სახელმძღვანელოზე

მითითება

რეჟიმი (Mode):

ყველა რეჟიმი

მენიუ:

კონტექსტური მენიუ ‣ ონლაინ სახელმძღვანელო (კონტექსტური მენიუ ‣ Online Manual)

მალსახმობი:

F1

შეიძლება, ბლენდერში არსებული ხელსაწყოს, ან რომელიმე არესთვის დაგჭირდეს დახმარება.

ამისათვის მიიტანე და გააჩერე კურსორი ხელსაწყოზე, ან ღილაკზე, რომელთან დაკავშირებითაც ეძებ დახმარებას და ან კლავიატურის მალსახმობი გამოიყენე, ან თაგუნას მარჯვენა ღილაკით გამოჩენილი კონტექსტური მენიუს ელემენტი, რათა პირდაპირ ბლენდერიდან გახსნა ეს საცნობარო სახელმძღვანელო. ამ გზით იხსნება კურსორის ქვეშ მყოფ ღილაკთან დაკავშირებული ვებ გვერდი, რომელსაც ხელსაწყოს ღილაკის მხარდაჭერაც აქვს და მნიშვნელობებისაც.

ნოტი

ამჟამად 100%-იანი დაფარვა არ გვაქვს. თუ ხელსაწყოს სახელმძღვანელოზე გადამყვანი ბმული არა აქვს, შეიძლება, ინფორმაციის კოლონტიტულში გაფრთხილება შემოგხვდეს.

სხვა შემთხვევებში შეიძლება, ღილაკები დოკუმენტაციის უფრო ზოგად განყოფილებებს უკავშირდებოდეს.

მენიუ "დახმარება" (Help)

სისტემური ინფორმაციის შენახვა (Save System Info)

ამით შეგიძლია სისტემური ინფორმაციის ამოღება, რაც გამოსადეგია ხარვეზების შესახებ ანგარიშში ჩასადებად, კონფიგურაციის შესასწავლად, ან პრობლემების დიაგნოსტიკისთვის.

პრომპტი შემოგთავაზებს ტექსტური ფაილის შენახვას სახელით system-info.txt.

შეიცავს შემდეგ განყოფილებებს:

Blender

ეს განყოფილება აჩვენებს ბლენდერის ვერსიას, დეტალებს კონფიგურაციის შესახებ და მისამართს, რომლითაც ბლენდერი ეშვება.

Python

Python-ის ინსტალაციის ვერსია და მისამართი.

Directories

სკრიპტების, მონაცემთა ფაილების, წინასწარი კონფიგურაციებისა და დროებითი ფაილებისთვის გამოყენებული მისამართები.

ეს დირექტორიები სასურველი პარამეტრების რედაქტორის მეშვეობით კონფიგურირდება.

FFmpeg

ინსტალირებული FFmpeg კომპონენტებისა და კოდეკების ვერსია.

Other Libraries

ბლენდერის მიერ გამოყენებული სხვა ბიბლიოთეკების (როგორებიცაა OpenColorIO, Alembic, USD და სხვ.) ვერსია.

GPU

აჩვენებს GPU-ს მომწოდებელს, ვერსიასა და შენი აპარატურისა და დრაივერის შესალებლობებს.

Implementation Dependent GPU Limits

GPU-ს ფუნქციების სპეციფიური ლიმიტები, დაკავშირებული ბლენდერის ამჟამინდელი ვერსიის კომპილაციის ტიპთან.

Cycles

Cycles-თან ერთად გამოსაყენებელი თითოეული სარენდერო მოწყობილობის ინსტრუქციები და შესაძლებლობები.

Enabled Add-Ons

ამჟამად გამოყენებული დანამატებისა და ასევე, მათი ვერსიებისა და მისამართების ნუსხა.