Linux-ზე ინსტალირება¶
შეამოწმე ბლენდერის ჩამოტვირთვის გვერდი, რათა იპოვო ბლენდერის მინიმალური მოთხოვნები და სხვადასხვა ვერსიები, რომლებიც ხელმისაწვდომია (თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებია).
დააინსტალირე blender.org-იდან¶
ჩამოტვირთე Linux-ის ვერსია შენი არქიტექტურისთვის და მოახდინე ფაილის დეკომპრესირება სასურველ ადგილმდებარეობაზე (მაგ.: ~/software ან /usr/local).
ახლა ბლენდერის გაშვება პროგრამის გამშვებ ფაილზე ორმაგი დაწკაპუნებით შეიძლება.
ინსტალაციის ამ მეთოდის გამოყენებისას შესაძლებელია ბლენდერის რამოდენიმე ვერსიის დაყენება.
იოლი წვდომისთვის შეგიძლია, მენიუში ჩანაწერი დაამატო და ფაილების ბრაუზერისთვის blend-ფაილის ასოცირება შექმნა. ამის გაკეთება შეიძლება ბლენდერის დარეგისტრირებით.
იმისათვის, რომ ინსტალაცია და კონფიგურაცია სრულიად ავტონომიური იყოს, შექმენი პორტირებადი ინსტალაცია.
დააინსტალირე პაკეტის მენეჯერიდან¶
Linux-ის ზოგიერთ დისტრიბუციას შეიძლება, ბლენდერისთვის თავიანთ საცავებში სპეციფიური პაკეტი ჰქონდეთ.
დისტრიბუციის მკვიდრი მექანიზმების მეშვეობით ბლენდერის ინსტალირება უზრუნველყოფს სისტემაზე არსებულ სხვა პაკეტებთან თავსებადობას და შეუძლია (პაკეტის მენეჯერისგან მოცემული) სხვა ისეთი მახასიათებლების მოწოდება, როგორებიცაა პაკეტების ნუსხა, შეტყობინებები განახლებების შესახებ და მენიუს ავტომატური კონფიგურაცია. თუმცა, მხედველობაში იქონიე, რომ პაკეტი, შესაძლოა, უახლეს ოფიციალურ რელიზთან შედარებით უფრო ადრინდელი იყოს, ან არ მოიცავდეს ბლენდერის ზოგიერთ მახასიათებელს. მაგალითად, ზოგიერთი დისტრიბუცია ბლენდერს Cycles-ის GPU დარენდერების მხარდაჭერის გარეშე აკომპილირებს, ლიცენზიასთან დაკავშირებული, თუ სხვა მიზეზების გამო.
თუ არსებობს სპეციფიკური პაკეტი შენი დისტრიბუციისთვის, შეგიძლია, აირჩიო, რა არის შენთვის უმჯობესი და უფრო მოხერხებული. თუ არა და ოფიციალური ბინარული ვერსია blender.org-ზეა ხელმისაწვდომი.
დააინსტალირე Snap-იდან¶
Snap პაკეტების უნივერსალური მენეჯერია, რომელიც დისტრიბუციების მთელ დიაპაზონთან მუშაობს. თუ Snap უკვე დაყენებულია, მისი მეშვეობით ბლენდერის ინსტალირება შეიძლება ბრძანებით:
snap install blender --classic
ამ მეთოდით ინსტალირებას ის უპირატესობა აქვს, რომ ბლენდერის განახლებები ავტომატურად ინსტალირდება. Snap-იდან დაყენებულ ბლენდერს უფრო თავსებადი დისტრიბუცია უნდა ჰქონდეს, ვიდრე პაკეტების ინდივიდუალურ მენეჯერებს.
ტერმინალიდან გაშვება¶
იხ. ტერმინალიდან გაშვება.
გრაფიკული სისტემა (X11 და Wayland)¶
ბლენდერი მხარს უჭერს X11-საც და Wayland-საც. დეტალებისთვის იხილე Linux-ის ფანჯრებიანი გარემო.
Alt-თაგვის ღილაკის კონფლიქტის არიდება¶
ფანჯრების ზოგიერთი მენეჯერი ფანჯრების გადასატან-გადმოსატანადა და მათი ზომების შესაცვლელად ნაგულისხმებად იყენებს კომბინაციებს Alt-მარცხ.ღ. და Alt-მარჯვ.ღ..
Blender ამეებს სხვადასხვა ოპერაციებისთვის იყენებს, მათო შორის აღსანიშნავია:
ბლენდერის მახასიათებელთა სრულ კრებულზე წვდომისთვის შეგიძლია, ფანჯრების მენეჯერის ანაწყობები შეცვალო და Meta გასაღები გამოიყენო (აგრეთვე ცნობილია, როგორც Super და Windows გასაღები):
- Gnome
შეიყვანე შემდეგი ბრძანება ბრძანებების ზოლში (ეფექტი ძალაში შედის მომდევნო შესვლისას):
gsettings set org.gnome.desktop.wm.preferences mouse-button-modifier '<Super>'
- KDE
, 'Alt' კლავიში 'Meta'-თი შეცვალე.
განახლება Linux-ზე¶
Linux-ზე ბლენდერის განახლების ორი გზა არსებობს. ამ განყოფილებაში განიხილება ყველაზე გავრცელებული მიდგომები.
განახლება blender.org-იდან¶
როცა ბლენდერისთვის განახლება გამოდის, შესაძლებელია მისი პირდაპირ Blender-ის ვებსაიტიდან ჩამოტვირთვა და დაყენება იმ ნაბიჯების გამოყენებით, რომლებიც აღწერილია განყოფილებაში დააინსტალირე blender.org-იდან.
განახლება პაკეტის მენეჯერის მეშვეობით¶
Linux-ის ბევრ დისტრიბუციას გააჩნია პაკეტები ბლენდერისთვის, რომელთა ინსტალირება შესაძლებელია დისტრიბუციის პაკეტების მენეჯერის გამოყენებით. ინსტალირების შემდეგ, ბლენდერის განახლება შეიძლება იმავე ნაბიჯებით, რომლებიც გამოიყენება ნებისმიერი სხვა აპლიკაციის განახლებისას.
ასევე იხილეთ
ქუდის ნაგულისხმები (Defaults) გვერდი ბლენდერის წინა ვერსიების ანაწყობების იმპორტირებისა და სხვა სწრაფი ანაწყობების შესახებ ინფორმაციისთვის.
ცნობილი შეზღუდვები¶
არქივის ამოღება¶
ბლენდერის არქივის 7-zip-ის გამოყენებით ამოღება მხარდაუჭერელია. მის ნაცვლად TAR უნდა იქნას გამოყენებული. დეტალებისთვის იხ. გამოშვება #104070.