macOS-ზე ინსტალირება

შეამოწმე ბლენდერის ჩამოტვირთვის გვერდი, რათა იპოვო ბლენდერის მინიმალური მოთხოვნები და სხვადასხვა ვერსიები, რომლებიც ხელმისაწვდომია (თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებია).

მნიშვნელოვანი

macOS-ზე ბლენდერს აქვს Intel-ის არქიტექტურის მხარდაჭერაც და Apple Silicon-ისაც. დარწმუნდი, რომ შენი CPU-ს არქიტექტურასთან თავსებად ნაირსახეობას ტვირთავ.

დააინსტალირე DMG-დან

ბლენდერის macOS-ის ვერსიის დისტრიბუცია დისკის გამოსახულებების, ანუ dmg ფაილების საშუალებით ხდება. დისკის გამოსახულების დასაყენებლად dmg-ფაილზე ორჯერ დააწკაპუნე. შემდეგ Blender.app გადაათრიე აპლიკაციების (Applications) საქაღალდეში.

შენი Mac-ის უსაფრთხოებისა და პირადულობის სასურველი პარამეტრების მიხედვით, macOS შენგან დადასტურებას მოითხოვს, სანამ ბლენდერს პირველად გახსნის.

იმისათვის, რომ ინსტალაცია და კონფიგურაცია სრულიად ავტონომიური იყოს, შექმენი პორტირებადი ინსტალაცია.

განახლება macOS-ზე

MacOS-ზე ბლენდერის განახლების ერთი ძირითადი გზა არსებობს. ეს განყოფილება ამ მიდგომას ეთმობა.

განახლება DMG-დან

როცა ბლენდერისთვის განახლება გამოდის, შესაძლებელია მისი პირდაპირ ბლენდერის ვებსაიტიდან ჩამოტვირთვა. დააინსტალირე ახალი ვერსია აპლიკაციების საქაღალდეში არსებულ Blender.app-ზე გადაწერის გზით. თუ გინდა, ერთდროულად ერთზე მეტი ვერსია იქონიო, შეგიძლია, Blender.app-ს სახელი გადაარქვა და სხვა საქაღალდეში მოათავსო.

ასევე იხილეთ

ქუდის ნაგულისხმები (Defaults) გვერდი ბლენდერის წინა ვერსიების ანაწყობების იმპორტირებისა და სხვა სწრაფი ანაწყობების შესახებ ინფორმაციისთვის.