მონაცემთა ბლოკების მენიუ

საშუალებას გაძლევს, აირჩიო მონაცემთა ბლოკი (Data-Block) (მაგ. მასალა), რათა სხვა რამეს (მაგ. ობიექტს) დაუკავშირო.

../../../_images/interface_controls_templates_data-block_menu.png

მონაცემთა ბლოკის მენიუ საძიებო ველით.

ტიპი (Type)

აჩვენებს ხატულას, რომელიც მონაცემთა ბლოკის ტიპს მიუთითებს. გამოსახულებაზე, ან ძირს მიმართულ ისარზე დაწკაპუნება კონტექსტურ მენიუს ხსნის. გამოსახულების გადათრევა საშუალებას გაძლევს, მონაცემთა ბლოკი სხვა რამეს მიაკუთვნო. (მაგალითად, შეგიძლია, 3D სარკმელში მასალა ობიექტზე გადაათრიო და ამ გზით მიაკუთვნო მას. მონაცემთა ID-ების ველებზე გადათრევაც შეიძლება.)

სია (List)

Lists the data-blocks available in the current blend-file, or provides a link to select an item from.

The menu may display preview images, a search field, and state icons to indicate whether a data-block is linked from another blend-file, is a library override, or is marked as an asset. These icons make it easier to distinguish data-blocks with the same name. Collection entries may also display their assigned color tag.

ნოტი

მონაცემთა ბლოკები, რომელთა სახელები .-ით იწყება, სიაში დამალული იქნება, თუ საძიებო ველში .-ით დაწყებულ ტექსტს არ შეიყვან, ან მომხმარებლის სასურველ პარამეტრებში დამალული ფაილების/მონაცემთა ბლოკების ჩვენებას (Show Hidden Files/Data-Blocks) არ ჩართავ.

სახელი (Name)

ასახავს მონაცემთა მონიშნული ბლოკის სახელს და უშვებს მის რედაქტირებას.

მომხმარებელთა რიცხვი (User Count)

ასახავს მონაცემთა მომხმარებლების რაოდენობას (თუ ერთზე მეტია). მასზე დაწკაპუნება ერთ მომხმარებლიან ასლს ქმნის.

მაგალითისთვის, თუ სამი სხვადასხვა ობიექტი ერთსა და იმავე მასალაზე მიუთითებს, მასალის მომხმარებელთა რიცხვი 3 იქნება. ამ მასალის შეცვლა სამივე ობიექტზე მოახდენს გავლენას. თუ ამის შემდეგ ობიექტს მონიშნავ და მომხმარებელთა რიცხვზე დააწკაპუნებ, ობიექტი მასალის თავის საკუთარ ასლს მიიღებს, და შეგიძლია, ეს ასლი იმ ორიგინალისგან დამოუკიდებლად დაარედაქტირო, რომელსაც დანარჩენი ორი მომხმარებელი იყენებს.

ყალბი მომხმარებელი (Fake User) (ფარის ხატულა)

თუ მონაცემთა ბლოკს ნამდვილი მომხმარებლები არ გააჩნია, ეს ბლოკი blend ფაილის შენახვისას გასუფთავდება (წაიშლება). ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლია, ყალბი მომხმარებელი მიანიჭო; ამგვარად მის შენარჩუნებას უზრუნველჰყოფ. ყალბ მომხმარებლიან მონაცემთა ბლოკებს ჩამოსაშლელ სიაში "F" წინსართი აქვთ.

მონახაზს შეუძლია, აჩვენოს blend ფაილში არსებული ყველა მონაცემთა ბლოკი, რომელსაც ნამდვილი მომხმარებლები არ გააჩნია. ამისთვის, უბრალოდ, შეცვალე მისი ასახვის რეჟიმი "დაობლებულ მონაცემებზე".

ახალი/დამატება (ფაილების ხატულა)

ქმნის მონაცემთა ახალ ბლოკს (ან აკეთებს არსებულის დუბლიკატს) და ნიშნავს მას.

ფაილის გახსნა (საქაღალდის ხატულა)

ხსნის ფაილების ბრაუზერს (File Browser), მაგალითად, გამოსახულების დასაიმპორტირებლად.

ფაილის ამოლაგება (სანაგვე ყუთის ხატულა)

ამოალაგე მიმდინარე blend ფაილში შეფუთული შიგთავსი გარე ფაილში.

(მონაცემთა ბლოკთან კავშირის გაწყვეტა)

შლის ბმულს. Shift-მარცხ.ღ.-ის გამოყენებით დააყენე მომხმარებლები ნულზე, blend ფაილიდან მონაცემთა სრულად წაშლას შესაძლებელს გახდის.

ზოგჯერ არსებობს გამოყენებული მონაცემთა ბლოკების სია (მაგალითად, ობიექტზე დადებული მასალების სია).

ასევე იხილეთ

მონაცემთა ბლოკები უფრო დეტალურად განიხილება მონაცემთა სისტემის თავში.

გადახედვა

../../../_images/interface_controls_templates_data-block_preview.png

მონაცემთა ბლოკის მენიუ გადახედვით.

მონაცემთა ზოგიერთი ბლოკის მენიუს ხატულებისა და სახელების მაგივრად დიდი, წინასწარ დასათვალიერებელი სურათები აქვს.

მონაცემთა ID

../../../_images/interface_controls_templates_data-block_data-id.png

მონაცემთა ID-ების ველი.

მონაცემთა ID-ის ველი მონაცემთა ბლოკების მენიუს წააგავს, ოღონდ მხოლოდ ასარჩევად არსებობს (და არა რაიმე სხვისთვის, მაგალითად ახალ მონაცემთა შესაქმნელად, ან მომხმარებლების სამართავად).

მას შეუძლია, აჩვენოს შემდეგი ელემენტები:

ტიპი (Type)

მარცხნივ მდებარე ხატულა მონაცემთა ბლოკის მისაღებ ტიპს მიუთითებს.

სახელი (Name)

ტექსტური ველი ფუნქციონირებს, როგორც საძიებო ველი, და სიაში შესაბამის ელემენტებს პოულობს. Tab-ის დაჭერით შეგიძლია, ავტომატურად დაასრულო სახელები იმ დონემდე, რომელზეც შესატყვისი მოიპოვება. თუ ერთზე მეტი შესატყვისი არსებობს, ტექსტის აკრეფა უნდა განაგრძო. თუ უვარგის სახელს აკრეფ, მნიშვნელობა უცვლელი დარჩება.

სია (List)

გაძლევს მონაცემთა ბლოკის პირდაპირი გზით არჩევის საშუალებას.

Like the Data-Block Menu, entries may display state icons indicating whether a data-block is linked, a library override, or an asset.

პიპეტი (Eyedropper)

ზოგიერთ მონაცემთა ID-ში, მარჯვნივ მდებარე პიპეტის ხატულს გაძლევს პიპეტის ხელსაწყოზე წვდომას.

(სტრიქონის გასუფთავების ღილაკი)

ღილაკზე დაჭერით შეგიძლია, მითითება წაშალო.

ID-ს ქვემონაცემები

შესაძლებელია, ხელმისაწვდომი გახდეს ID-ის ქვემონაცემების არჩევა, გააჩნია მონაცემთა ბლოკის ტიპსა და მის განზრახულ გამოყენებას.

../../../_images/interface_controls_templates_data-block_subids.png

ქვემონაცემების მაგალითი.

წვეროთა ჯგუფი (Vertex Group)

თუ სამიზნის (Target) ველში არჩეული ობიექტი მეშს, ან გისოსებს წარმოადგენს, შეიძლება, მისი წვეროების ერთერთი ჯგუფის ასარჩევად დამატებითი ველი გამოჩნდეს.

ძვალი (Bone)

თუ სამიზნის (Target) ველში მონიშნული ობიექტი არმატურაა წარმოადგენს, შეიძლება, მისი ერთერთი ძვლის ასარჩევად დამატებითი ველი გამოჩნდეს.

თავი/კუდი

მას შემდეგ, რაც ძვალი აირჩევა, შესაძლოა, ხელმისაწვდომი გახდეს რიცხვითი ველი, რომლითაც ძვლის გაყოლებაზე რომელიმე წერტილი უნდა იქნას მითითებული. მნიშვნელობა 0.0 ძვლის თავს შეესაბამება, ხოლო 1.0 - კუდს. ამ ორს შორის მდებარე ნებისმიერი მნიშვნელობა გამოიწვევს წრფივ ინტერპოლაციას (ასე რომ, მნიშვნელობა 0.5 ძვლის ცენტრს ემთხვევა).

დ-ძვლის ფორმის გამოყენება

თუ ძვალი დრეკადი ძვალია, ამ ღილაკზე დაწკაპუნება აიძულებს წერტილს, მიჰყვეს B-სფლაინის ტრაექტორიას თავსა და კუდს შორის, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ სწორ ხაზზე იმოძრაოს.