კვანძთა ჯგუფები

../../../_images/interface_controls_nodes_groups_example.png

კვანძების ჯგუფის მაგალითი.

კვანძების დაჯგუფებას შეუძლია, კვანძოვანი ხე გაამარტივოს, მისი სირთულის დამალვისა და ხშირად გამოყენებული ფუნქციონალის ხელახლა გამოყენებით. კვანძთა ჯგუფის გარეგნული ნიშნით იდენტიფიცირება მისი კოლონტიტულის მწვანე ზოლით ხდება.

კონცეპტუალურად, კვანძთა ჯგუფები საშუალებას გაძლევს, კვანძების ნაკრებს ისე მოეპყრო, როგორც ერთიან ერთეულს. ისინი დაპროგრამების ფუნქციების მსგავსია: მრავალჯერადად გამოყენებადი, შედგენადი და პარამეტრიზებადი.

მაგალითად, დავუშვათ, შექმენი "ხის" მასალა და გინდა, რამდენიმე სხვადასხვა ფერის ვარიანტი გამოიყენო. შეგიძლია, თითოეული ფერისთვის მთელი კვანძოვანი კონფიგურაციის ახალი ასლი გააკეთო, მაგრამ, თუ მოგვიანებით ხის ფაქტურის შეცვლა მოგინდება, ამდენ დუბლიკატთან მუშაობა დამღლელი და მომაბეზრებელი იქნება. ამის მაგივრად შეგიძლია, ხის ფაქტურის წარმომქმნელი კვანძები ცალკე დააჯგუფო. შემდეგ თითოეულ მასალას შეეძლება, თავისთვის გამოიყენოს ეს ჯგუფი და მორგებული ფერი შეიტანოს. ფაქტურის დეტალების ნებისმიერი სახით განახლება მხოლოდ ერთხელ იქნება საჭირო - კვანძთა ჯგუფის შიგნით.

კვანძთა ჯგუფები შეიძლება, იერარქიულად დალაგდეს; ე.ი. ჯგუფი შეიძლება, სხვა ჯგუფებს შეიცავდეს.

ნოტი

კვანძთა რეკურსიული ჯგუფები დაუშვებელია, რათა უსასრულო რეკურსია თავიდან იქნას აცილებული. ჯგუფი თავის თავს არ უნდა შეიცავდეს, არც პირდაპირ და არც ირიბად.

რჩევა

მსგავსად სხვა მონაცემთა ბლოკებისა, კვანძოვანი ჯგუფები, რომელთა სახელებიც .-ით იწყება, დამალულია მენიუებიდან და სიებიდან და მხოლოდ ძიების საშუალებითაა ხელმისაწვდომი. ეს სასარგებლოა კვანძოვანი აქტივების ავტორებისთვის, რომლებსაც სურთ, საბოლოო მომხმარებლებს შინაგანი დამხმარე ჯგუფები დაუმალონ.

კვანძები ჯგუფის შენატანი და ჯგუფის გამონატანი ჯგუფში მონაცემთა ნაკადის შედინებისა და გამოდინების წარმოსადგენად გამოიყენება.

ჯგუფის შენატანის კვანძი ჯგუფის შენატანის ბუდეებზე კვანძოვანი ჯგუფის შიგნიდან წვდომას იძლევა. ეს ბუდეები მოქმედებენ როგორც პარამეტრები, რომლებიც გარედან აკონტროლებენ ჯგუფის ქცევას. შეგიძლია, შიდა კვანძებს დაუკავშირო ისეთი მნიშვნელობების სამართავად, როგორებიცაა კოეფიციენტები, ფერები ან გეომეტრიული შენატანები.

ნოტი

შემავალი მნიშვნელობები, რომლებიც გამონატანზე არ ზემოქმდებს, განაცრისფრდება.

კვანძი ჯგუფის გამონატანი განსაზღვრავს კვანძების ჯგუფიდან გამოტარებულ მონაცემებს. მხოლოდ ამ კვანძთან დაკავშირებული ბუდეები იქნება ხელმისაწვდომი უშუალოდ ჯგუფის გამონატანის სახით.

მნიშვნელოვანი

Avoid using nodes output nodes such as Material Output inside node groups. These should be used on the top level node tree to improve re-usability of node groups.

კვანძების ჯგუფიდან მონაცემთა გამოსატანად გამოიყენე ჯგუფის გამონატანი (Group Output).

გამოყენება

შენატანების/გამონატანების მართვა

გვერდითა ზოლში მდებარე ჯგუფის პანელში შეგიძლია, შენატანისა და გამონატანის ბუდეები დაამატო, წაშალო და გადაალაგო. ასევე შესაძლებელია ახალი ბუდეების პირდაპირი გზით შექმნა, კვანძების რედაქტორში, ჯგუფის შენატანის, ან ჯგუფის გამონატანის კვანძზე არსებული ცარიელ ბუდეში, ან ბუდიდან სხვა ბუდეში ბმულის გათრევით.

კვანძების ჯგუფების განმეორებით გამოყენება

მითითება

მენიუ:

დამატება ‣ ჯგუფი (Add ‣ Group)

მალსახმობი:

Shift-A

კვანძების არსებული ჯგუფები შეიძლება, თავდაპირველი განსაზღვრის შემდეგ განთავსდეს, გინდ იმავე კვანძოვან ხეში, გინდა სხვაში. გარდა ამისა, კვანძების ჯგუფთა იმპორტირება სხვა blend ფაილიდანაც შეიძლება ფაილი ‣ დაკავშირება/დართვა-ს გამოყენებით.

რჩევა

სხვა blend ფაილიდან კვანძების ჯგუფთა დართვისას ბლენდერი არ განასხვავებს ტიპებს, მაგალითად, მასალებისა და კომპოზიტირების ჯგუფებს. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია, სახელების დასარქმევი კონვენციები შეიმუშავო, მაგალითად,ჯგუფის კონტექსტზე მიმანიშნებელი წინსართების (Mat_, Comp_, Geo_, და ა.შ.) გამოყენება.

თვისებები (Properties)

ჯგუფი

მითითება

პანელი (Panel):

გვერდითა ზოლი ‣ ჯგუფი ‣ ჯგუფი (Sidebar ‣ Group ‣ Group)

../../../_images/interface_controls_nodes_groups_interface-group-panel.png

ჯგუფის პანელი.

This panel contains properties that relate the group node such as it's name and look.

სახელი (Name)

კვანძის სახელი, რომელიც სათაურში აისახება.

აღწერა (Description)

შეტყობინება, რომელიც სათაურზე კურსორის მიტანისას, ან დამატების მენიუებში გამოჩნდება.

ფერის ტეგი (Color Tag)

კვანძთა ჯგუფის ფერის ტეგი, რომელიც კოლონტიტულის ფერზე ახდენს გავლენას.

კვანძის სიგანე (Node Width)

ახლად შექმნილი ჯგუფის კვანძების სიგანე.

(ჯგუფის კვანძის ნაგულისხმები სიგანის დაყენება (Set Default Node Width))

დააყენე სიგანე მიმდინარე კონტექსტში მშობელი ჯგუფის მიხედვით

სამართავი პანელის ჩვენება გეომეტრიული კვანძები

კვანძთა ჯგუფის აქტივიდან მოდიფიკატორის შექმნისას გეომეტრიის კვანძების მოდიფიკატორებში მართვის პანელს რთავს.

გამოყენება გეომეტრიული კვანძები

ეს პანელი მხოლოდ გეომეტრიული კვანძების რედაქტორში ჩანს.

მოდიფიკატორი (Modifier)

კვანძების ეს ჯგუფი გეომეტრიული კვანძების მოდიფიკატორთან ერთად გამოყენებისთვისაა გამიზნული.

ხელსაწყო (Tool)

კვანძების ეს ჯგუფი ხელსაწყოებთან ერთად გამოსაყენებისთვისაა გამიზნული.

გეომეტრიული კვანძების რედაქტორის კოლონტიტულში მდებარე მონაცემთა ბლოკების მენიუ კვანძების მხოლოდ იმ ჯგუფებს ჩამოთვლის, რომელთა გამოყენებაც მიმდინარე კვანძოვანი ხის ქვე-ტიპს შეესაბამება.

რჩევა

თუ, შემთხვევით, ორივე გამოყენებას გათიშავ, კვანძების ჯგუფი მონაცემთა ბლოკების მენიუდან ხელმისაწვდომი აღარ იქნება. იმისათვის, რომ ისევ ხელმისაწვდომი გახადო, შეგიძლია, კვანძის სახით ჩაამატო კვანძების სხვა ჯგუფში (დამატება ‣ ჯგუფი (Add ‣ Group)), მონიშნე ეგ კვანძი და Tab-ს დააჭირე. აქედან უკვე შეგიძლია, ერთერთი გამოყენება ისევ ჩართო.

ჯგუფის ბუდეები (Group Sockets)

მითითება

პანელი (Panel):

გვერდითა ზოლი ‣ ჯგუფი ‣ ჯგუფის ბუდეები (Sidebar ‣ Group ‣ Group Sockets)

../../../_images/interface_controls_nodes_groups_interface-group_sockets_panel.png

ჯგუფის ბუდეების პანელი.

ეს პანელი კვანძების ჯგუფის სამომხმარებლო ინტერფეისის ელემენტთა დასამატებლად, მოსაცილებლად, გადასალაგებლად და დასარედაქტირებლად გამოიყენება. იგი განსაზღვრავს, თუ როგორ ჩნდება ბუდეები ჯგუფის კვანძზე და აორგანიზებს მათ სიცხადისა და გამოყენებადობისთვის.

ელემენტების ხელმისაწვდომ ტიპებში შედის:

  • შენატანები: შემავალი ბუდეების განსაზღვრა კვანძთა ჯგუფისთვის.

  • გამონატანები: გამომავალი ბუდეების განსაზღვრა კვანძთა ჯგუფისთვის.

  • პანელები:

    ერთად დააჯგუფე და დააორგანიზე ურთიერთკავშირის მქონე ბუდეები. ხელსაყრელია კვანძების რთული მოწყობისთვის. პანელები ყოველთვის კვანძის ინტერფეისის ძირში ჩნდება. ინტერფეისის ელემენტთა სიაში ერთი პანელის გათრევისა და მეორეზე დაგდების მეშვეობით შესაძლებელია მათი იერარქიული დალაგება.

  • პანელის გადართვა (Panel Toggle):

    პანელის კოლონტიტულს ბულის მოსანიშნ უჯრას უმატებს და მისი შიგთავსის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. ეს ვარიანტი მხოლოდ მაშინაა ხელმისაწვდომი, როცა ინტერფეისის ელემენტთა სიაში პანელი მონიშნულია.

    პანელის გადამრთველებს ქვეპანელ პანელის გადართვაში საკუთარი ვარიანტები აქვთ. გაითვალისწინე, რომ გადამრთველი ბუდეები პირდაპირ ინტერფეისის სიაში არაა ჩამოთვლილი — ნაცვლად ამისა, გადამრთველებიანი პანელები სახელის გვერდით ბულის ბუდის ხატულას აჩვენებენ. იმისათვის, რომ გადამრთველი ბუდე ისევ გამოჩინო, პანელთან კავშირი უნდა გაუწყვიტო.

    ნოტი

    A panel toggle does not automatically disable or grey out its sockets. To visually and functionally disable sockets, use a Switch Node or similar logic and disconnect the socket manually.

ინტერფეისის ელემენტთა სია

UI სიების ხედი, რომელიც ყველა შემავალ/გამომავალ ბუდესა და პანელს აჩვენებს. თითოეული საგნის სახელის გადარქმევა და კონფიგურირება ინდივიდუალურად შეიძლება. სახელი კვანძის სამომხმარებლო ინტერფეისში ჩნდება.

რჩევა

თავად კვანძზე ბუდის ჭდის მონიშვნა ამავე ბუდის ინტერფეისის ელემენტთა სიაში მონიშვნას გამოიწვევს.

Specials

საგნის დუბლირება (Duplicate Item)

ჰქმნის მონიშნული ბუდის, ან პანელის დუბლიკატს.

პანელის გადამრთველად ქცევა (Make Panel Toggle)

ბულის შენატანს მისი მშობელი პანელისთვის გადამრთველად აკონვერტირებს. მხოლოდ მაშინაა ხელმისაწვდომი, როცა პანელია მონიშნული და აქტიური საგანი ბულის ტიპის ბუდეა.

ბუდეები

ხელმისაწვდომი თვისებები ბუდეებისთვის, რამოდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით, მათ შორის იმაზე, ბუდე შემავალია, თუ გამომავალი, მონაცემთა ტიპსა და კვანძოვანი ხის ტიპზე.

ტიპი (Type)

ინტერფეისის ამ ელემენტის მიერ წარმოქმნილი ბუდის ტიპი.

აღწერა (Description)

მინიშნების ტექსტი, რომელიც ბუდესთან კურსორის გაჩერებისას ჩნდება.

ატრიბუტის სამოქმედო არეალი (Attribute Domain) გეომეტრიული კვანძები -- გამონატანი -- მთელი რიცხვი ფერი ვექტორი ბულის წილადნიშნა

რა ტიპის გეომეტრიულ ელემენტს შეესაბამება ატრიბუტი. ატრიბუტის არეალთა სრული სიისთვის იხ. ატრიბუტის სამოქმედო არეალები.

ნაგულისხმები ატრიბუტი (Default Attribute) გეომეტრიული კვანძები -- მთელი რიცხვი ფერ ვექტორი ბულის წილადნიშნა

იმ ატრიბუტის სახელი, რომელიც ნაგულისხმებად გამოიყენება, როცა კვანძთა ჯგუფი გამოიყენება გეომეტრიული კვანძების მოდიფიკატორად.

ქვეტიპი (Subtype) მთელი რიცხვი წილადნიშნა ვექტორი სტრიქონი

უთითებს, როგორ უნდა ინტერპრეტირდეს, აისახოს და, ზოგჯერ, შეიზღუდოს მონაცემები სამომხმარებლო ინტერფეისში. გარეგნული რეპრეზენტაცია, ერთეულის ბოლოსართი და შენატანის ქცევა ხშირად სცენის ერთეულებზეა დამოკიდებული.

ქვეტიპის შეცვლა მონაცემთა ტიპს არ ცვლის, მხოლოდ იმაზე ზემოქმედებს, თუ როგორ არის ხდება მნიშვნელობის წარდგენა და რედაქტირება.

მთელი რიცხვები
არაფერი (None):

სტანდარტული მთელი სიდიდეები ყოველგვარი განსაკუთრებული ინტერპრეტაციების გარეშე.

პროცენტი (Percentage):

ჩნდება, როგორც პროცენტული რაოდენობა. როგორც წესი, 0-სა და 100-ს შორის მდებარე მინ. და მაქს. მნიშვნელობებთან გამოიყენება.

კოეფიციენტი (Factor):

წარმოადგენს ნორმალიზებულ კოეფიციენტს ზედა და ქვედა ზღვარს შორის, ხშირად 0.0-1.0 დიაპაზონში.

წილადნიშნები (Floats)
არაფერი (None):

სტანდარტული წილადნიშნა მნიშვნელობები რაიმე განსაკუთრებული ერთეულის გარეშე.

პროცენტი (Percentage):

ჩნდება, როგორც პროცენტული რაოდენობა. როგორც წესი, 0-სა და 100-ს შორის მდებარე მინ. და მაქს. მნიშვნელობებთან გამოიყენება.

კოეფიციენტი (Factor):

ნორმალიზებული მნიშვნელობა ზედა და ქვედა ზღვარს შორის, ჩვეულებრივ, 0.0-1.0 დიაპაზონში.

მასა (Mass):

მასის სიდიდე სცენის ერთეულთა სისტემაში.

კუთხე (Angle):

ბრუნვის კუთხის გაზომვა გრადუსებში, ან რადიანებში, გააჩნია სცენის ერთეულების პარამეტრს.

დრო (სცენასთან შეფარდებითი) (Time (Scene Relative)):

დრო კადრებში, ავტომატურად კონვერტირდება წამებში, სცენის კადრთა სიხშირეზე დაყრდნობით.

დრო (აბსოლუტური) (Time (Absolute)):

პირდაპირ გაზომილი დრო წამებში.

მანძილი (Distance):

სივრცული მანძილის გაზომვა სცენის სიგრძის საზომი ერთეულებით.

ტალღის სიგრძე (Wavelength):

მანძილი ტალღების ციკლებს შორის. გამოისახება მილიმეტრებში (მმ), მიკრომეტრებში (მკმ), ნანომეტრებში (ნმ), ან პიკომეტრებში (პ).

ფერის ტემპერატურა (Color Temperature):

ტემპერატურის სიდიდე (კელვინებში), რომელიც სინათლის წყაროს აღქმად ფერს შეესაბამება.

სიხშირე (Frequency):

გამეორების სიხშირე წამში (ჰერცებში).

ვექტორები
არაფერი (None):

სტანდარტული ვექტორული მნიშვნელობები.

პროცენტი (Percentage):

თითოეული კომპონენტი პროცენტული რაოდენობის სახით გამოისახება.

კოეფიციენტი (Factor):

თითოეული კომპონენტი ნორმალიზებულ კოეფიციენტად ითვლება.

გადაადგილება (Translation):

გადანაცვლების ვექტორი სცენის სიგრძის ერთეულების გამოყენებით.

მიმართულება (Direction):

გეომეტრიული მიმართულების ვექტორი, როგორც წესი, ნორმალიზებული.

სიჩქარე (Velocity):

ვექტორი, რომელიც მოძრაობის სისწრაფესა და მიმართულებას გამოხატავს.

აჩქარება (Acceleration):

ვექტორი, რომელიც სიჩქარის ცვლილებას გამოხატავს.

ეილერის კუთხეები (Euler Angles):

ეილერის ბრუნვის კუთხეები.

XYZ:

დეკარტის კოორდინატები. კონტექსტის მიხედვით, შეიძლება, მეოთხე კომპონენტიც (W) იყოს მხარდაჭერილი.

სტრიქონები (Strings)
არაფერი (None):

სტანდარტული ტექსტური სტრიქონი.

ფაილის მისამართი (File Path):

სტრიქონი ფაილის მისამართად ინტერპრეტირდება, რაც სამომხმარებლო ინტერფეისში ფაილის ასარჩევი დიალოგური ფანჯრის გახსნის საშუალებას იძლევა.

ზომები ვექტორი

აყენებს კომპონენტთა რაოდენობას ვექტორის ბუდისთვის: 2, 3, ან 4. განზომილების შეცვლა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იხატება ბუდე და როგორ გადის მასში მონაცემები.

  • 2D: მხოლოდ X და Y კომპონენტი.

  • 3D: X, Y და Z კომპონენტი.

  • 4D: X, Y, Z და W კომპონენტი.

ნაგულისხმები (Default)

დაუკავშირებელი ბუდის მნიშვნელობა.

მინ. (Min), მაქს. (Max)

UI-ს საკონტროლებელი მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები კვანძის ინტერფეისში.

მნიშვნელოვანი

ამით ბუდეში გამავალი მონაცემების ჩაჭერა არ ხდება. თუ ბუდეს უფრო მაღალი მნიშვნელობა გადაეცემა, იგი ცვლილებების შეტანის გარეშე დამუშავდება.

გაფართოებული (Expanded) მენიუ

გამოსახავს მენიუს გაფართოებულ ფორმას, ანუ ყველა ვარიანტს ერთდროულად აჩვენებს.

  • კვანძების რედაქტორებში მხოლოდ გაფართოებული მენიუ ჩანს, ჭდის გარეშე.

  • მოდიფიკატორისა და ოპერატორის პანელებში ჭდეც ჩანს და გაფართოებული მენიუც.

ნაგულისხმები შენატანი (Default Input) გეომეტრიული კვანძები -- შენატანი -- მთელი რიცხვი ვექტორი მატრიცა

გამოყენებული მნიშვნელობა, როცა ბუდე დაუკავშირებელია. ჩასართავად მაღალი მნიშვნელობა სჭირდება.

ნებაყოფლობითი ჭდე (Optional Label) შენატანი (Input)

მითითება, რომ ამ ბუდის ჭდე მისი არსის გასაგებად აუცილებელი არაა. ამის შედეგად შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში ჭდე გამოტოვებული იქნას.

მნიშვნელობის დამალვა (Hide Value)

მალავს ბუდის ნაგულისხმებ მნიშვნელობას, მაშინაც კი, როცა შეერთებული არაა.

შრის მონიშვნა (Layer Selection) გეომეტრიული კვანძები -- შენტანი -- ბულის

გრიზ ფენსილის შრეს, ან შრეთა ჯგუფს იღებს მონიშვნის ველად.

დამალვა მოდიფიკატორში (Hide in Modifier) გეომეტრიული კვანძები -- შენატანი

მალავს გეომეტრიული კვანძების მოდიფიკატორის ინტერფეისში შემავალ მნიშვნელობას. ეს საშუალებას იძლევა, ბუდე კვანძთა ჯგუფის შიგნით იქნას გამოყენებული ისე, რომ მოდიფიკატორი მას ვერ ხედავდეს.

ხელმისაწვდომია მხოლოდ გეომეტრიულ კვანძთა შენატანის ბუდეებისთვის.

ფორმა (Shape) გეომეტრიული კვანძები -- შენატანი

უთითებს, რა სახის მაღალი რიგის მონაცემებს იღებს ბუდე. დამატებით ინფორმაციისთვის იხ. ბუდის ფორმა.

ავტომატური (Auto):

ავტომატურად აღმოაჩინე ყველაზე შესაფერისი ფორმა იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყენება ბუდე. ეს ნაგულისხმები ვარიანტია და თითქმის ყველა შემთხვევაში მუშაობს.

დინამიკური (Dynamic):

ბუდეს შეუძლია, მრავალი ფორმისთვის ადაპტირდეს, რაც მას სხვადასხვა კავშირებთან გამოყენებისას მოქნილობას ანიჭებს. გამოსადეგია ზოგადი კვანძების ჯგუფებისთვის და მისი დანიშნულება მონაცემთა სხვადასხვა ტიპებთან მუშაობაა.

ცალი (Single):

მხოლოდ სინგულარულ მნიშვნელობებს (მუდმივებს) უშვებს და არა სტრუქტურულ მონაცემებს. ველებთან, ან ცხრილებთან ვერ დაკავშირდება.

ველი (Field):

ეს ბუდე ველს იღებს, რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელობა შეიძლება, გეომეტრიული ელემენტის, ან კონტექსტის მიხედვით შეიცვალოს.

ბადე (Grid):

ბუდე ცხრილის სახის მონაცემთა სტრუქტურას იღებს, რომელშიც მოცულობიდან, ან 2D სივრციდან აღებული მნიშვნელობები ინახება.

პანელები

აღწერა (Description)

როცა კურსორს პანელის კოლონტიტულზე გააჩერებ, მინიშნების ტექსტი გამოჩნდება.

ნაგულისხმებად დაკეტილი (Closed by Default)

როცა ეს ჩართულია, ახალი კვანძებზე პანელი ნაგულისხმებად აკეცილია.

ანიმაცია (Animation)

აკონტროლებს ანიმაციის მონაცემებს კვანძების ჯგუფთა თვისებებისთვის, ქმედებებისა და მათთვის მიკუთვნებული სლოტის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ქმედებებისა და სლოტების ხელით მიკუთვნება.

ჯგუფის შექმნა (Make Group)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ ჯგუფის შექმნა (Node ‣ Make Group)

მალსახმობი:

Ctrl-G

ქმნის კვანძების ახალ ჯგუფს, რომელშიც ყველა მონიშნული კვანძი შედის.

ჯგუფის გარეთ მოუნიშნავ კვანძებთან კავშირის წარმოსადგენად შეიქმნება ჯგუფის შენატანისა და ჯგუფის გამონატანის კვანძები. შენატანები ჯგუფის შენატანში გაიგზავნება, ხოლო გამონატანები – ჯგუფის გამონატანში.

ერთი ცალი კვანძის დაჯგუფების შედეგად მიღებული კვანძთა ჯგუფი:

  • შეინარჩუნებს ორიგინალი კვანძის ინტერფეისს, პანელებისა და ნაგულისხმები მნიშვნელობების ჩათვლით.

  • მემკვიდრეობით მიიღებს ორიგინალი კვანძის სახელს

რამოდენიმე კვანძის დაჯგუფებისას ჯგუფი იქმნება მათი კავშირებისგან წარმოქმნილი შემავალი და გამომავალი ბუდეებით. ამ შემთხვევაში გამოიყენება ზოგადი სახელი, როგორიცაა "NodeGroup", "NodeGroup.001" და ა.შ.

ჯგუფში ჩასმა (Insert Into Group)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ ჯგუფში ჩასმა (Node ‣ Insert Into Group)

მონიშნული კვანძები აქტიური ჯგუფის კვანძში გადააქვს. მის გამოსაყენებლად მონიშნე კვანძების წყება და მონიშვნა სამიზნე ჯგუფის კვანძით დაასრულე, ამის შემდეგ ამ ოპერაციის გაშვება ყველა კვანძს ამ ჯგუფში მოათავსებს. გადატანილი კვანძები საკუთარ ჯგუფში შეგროვდება, რათა კავშირების კონტექსტი შენარჩუნდეს და თავიანთი ჯგუფის შემავალი და გამომავალი კვანძები ჰქონდეთ. ჯგუფის არსებული შემავალი და გამომავალი კვანძები ახალი კვანძებიდან ახალი ბუდეებით განახლდება, თუ ასეთები არსებობს. კვანძთა ჯგუფი ისე უნდა დარედაქტირდეს, რომ ერთ ცალ ჯგუფის შენატანისა და ასევე ერთ ცალ ჯგუფის გამონატანის კვანძს შეიცავდეს.

ჯგუფის რედაქტირება (Edit Group)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ ჯგუფის რედაქტირება (Node ‣ Edit Group)

კოლონტიტული (Header):

გადადი მშობელ კვანძოვან ხეზე (Go to Parent Node Tree)

მალსახმობი:

Tab, Ctrl-Tab

კვანძის მონიშვნის შემდეგ Tab-ს დააჭირე მასში შესასვლელად და მისი შიგთავსის დასათვალიერებლად. ჯგუფის დასატოვებლად და მის მშობელთან დასაბრუნებლად, რომელიც შეიძლება, ზედა საფეხურის კვანძოვანი ხე, ან კვანძთა სხვა ჯგუფი იყოს, კიდევ ერთხელ დააჭირე Tab-ს (ან Ctrl-Tab-ს). შეგიძლია, კვანძების რედაქტორის ზედა მარცხენა კუთხეში არსებული ე.წ. ნამცეცები გამოიყენო, რათა დაადგინო იერარქიის რომელ საფეხურზე იმყოფები.

../../../_images/render_cycles_optimizations_reducing-noise_glass-group.png

გაფართოებული კვანძთა ჯგუფის მაგალითი.

განჯგუფება (Ungroup)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ განჯგუფება (Node ‣ Ungroup)

მალსახმობი:

Ctrl-Alt-G

შლის ჯგუფს და ინდივიდუალურ კვანძებს შენი რედაქტორის სამუშაო სივრცეში ანთავსებს. შინაგანი კავშირები არ იკარგება და ახლა შეგიძლია, შიდა კვანძები შენი სამუშაო სივრცის სხვა კვანძებს დაუკავშირო.

განცალკევება/გამოცალკევება (Separate)

მითითება

მალსახმობი:

P

ოპერატორი განცალკევება მონიშნულ კვანძებს კვანძთა ჯგუფიდან იღებს (შლის) და მშობელ კვანძოვან ხეში ათავსებს. ეს ფუნქციონალი გამოსადეგია, როცა ჯგუფის გარეთ კვანძების რედაქტირებაა საჭირო, სიცხადისთვის, ან მრავალჯერადი გამოყენებისთვის.

კოპირება (Copy)

მონიშნულ კვანძებს მშობელ კვანძოვან ხეში აკოპირებს და ორიგინალებს ჯგუფის შიგნით ტოვებს. ეს მაშინაა გამოსადეგი, როცა გინდა, კვანძები ჯგუფის გარეთაც გამოიყენო, და ამავდროულად, ჯგუფის განსაზღვრა შეინარჩუნო.

გადაადგილება (Move)

მონიშნულ კვანძებს ორიგინალი ჯგუფიდან იღებს და მშობელ კვანძოვან ხეში გადააქვს. ეს ფუნქცია მაშინაა გამოსადეგი, როცა ჯგუფის გამარტივებას ცდილობ, ან გინდა, მისი შიგთავსი პირდაპირ გამოაჩინო.

ჯგუფის შენატანების შეერთება (Join Group Inputs)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ ჯგუფის შენატანების შეერთება (Node ‣ Join Group Inputs)

მალსახმობი:

Ctrl-J

თუ შესაძლებელია, რამდენიმე მონიშნული ჯგუფის შენატანის კვანძს ერთ კონსოლიდირებულ ჯგუფის შენატანის კვანძად შერწყამს. არსებული ბმულები შენარჩუნდება, ხოლო დუბლიკატი შენატანები გაერთიანდება, რომ არეულობა შემცირდეს და კვანძოვანი ხე გამარტივდეს.

ოპერაცია მაშინაა გამოსადეგი, როცა არეულ-დარეულ, ან უსარგებლო შემავალი კვანძების მქონე კვანძთა ჯგუფებს ასუფთავებ.