დაკავშირებულის მონიშვნა (Select Linked)

(ბმულით) დაკავშირებული (Linked)

მითითება

რეჟიმი (Mode):

რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)

მენიუ:

მონიშვნა ‣ დაკავშირებულის მონიშვნა ‣ ბმულით დაკავშირებული (Select ‣ Select Linked ‣ Linked)

მალსახმობი:

Ctrl-L

ნიშნავს ყველანაირ გეომეტრიას, რაც პირდაპირ, თუ ირიბად, მიმდინარე მონიშვნასთანაა დაკავშირებული. ეს ფუნქცია ხშირად გამოსადეგია, როცა მეშს დაუკავშირებელი და, ამავდროულად, პირგადადებული ნაწილები აქვს, შესაბამისად, მათი სხვა გზებით იზოლირება მომაბეზრებელი პროცესია.

ელემენტის მონიშვნისა და Ctrl-L-ზე დაჭერის მაგივრად ელემენტთან კურსორის მიტანა და L-ზე დაჭერაც შეიძლება. გარდა ამისა, მონიშვნის გასაუქმებლად Shift-L გამოიყენება.

პანელი ბოლო ოპერაციის პარამეტრები (Adjust Last Operation) გვთავაზობს შემდეგ ვარიანტებს:

დელიმიტირება (Delimit)

როცა მონიშვნა გარკვეულ საზღვრებამდე მიაღწევს, შეწყვიტე გაფართოება. Shift-მარცხ.ღ.-ით დაწკაპუნებით შესაძლებელია ამ ვარიანტებიდან რამდენიმეს ერთდროულად მონიშვნა.

ნორმალი (Normal):

შეჩერდი საპირისპირო ორიენტაციის მქონე წახნაგებთან.

მასალა (Material):

შეჩერდი სხვა მასალის მქონე წახნაგებთან.

ნაკერი (Seam):

შეჩერდი UV ნაკერებად (UV Seam) აღნიშნულ წიბოებთან.

მკვეთრი (Sharp):

შეჩერდი მკვეთრად (Sharp) აღნიშნულ წიბოებთან.

UV-ები (UVs):

შეჩერდი ნებისმიერი UV რუკის კუნძულის საზღვრებთან.

უმოკლესი გზა (Shortest Path)

მითითება

რეჟიმი (Mode):

რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)

მენიუ:

მონიშვნა ‣ დაკავშირებულის მონიშვნა ‣ უმოკლესი გზა (Select ‣ Select Linked ‣ Shortest Path)

მალსახმობი:

Ctrl-მარცხ.ღ.

ნიშნავს გეომეტრიას მეშის ბოლო ორ მონიშნულ ელემენტს შორის უმოკლესი გზის გაყოლებაზე.

მალსახმობის გამოსაყენებლად ჯერ ჩვეულებრივად მონიშნე საწყისი ელემენტი, ხოლო შემდეგ - დანიშნულების ელემენტი Ctrl-მარცხ.ღ.-ის მეშვეობით.

../../../_images/modeling_meshes_selecting_linked_shortest-path.png

უმოკლესი გზები წვეროებისა (მარცხენა) და წახნაგებისთვის (მარჯვენა).

ვარიანტები (Options)

წიბოს ტეგი (Edge Tag) წიბოების რეჟიმი

რა მოუვიდეს მონიშნულ წიბოებს:

მონიშვნა (Select):

უბრალოდ, მონიშნე წიბოები.

ტეგი ნაკერი (Tag Seam):

აღნიშნე წიბოები UV ნაკერებად.

ტეგი მკვეთრი (Tag Sharp):

აღნიშნე წიბოები მკვეთრად.

ტეგი ნაკეცი (Tag Crease):

მიეცი წიბოებს ნაკეცის 1.0-იანი მნიშვნელობა.

ტეგი ცერობი (Tag Bevel):

მიეცი წიბოებს ცერობის წონა მნიშვნელობით 1.0.

ტეგი Freestyle-ის წიბოს ნიშანი (Tag Freestyle Edge Mark):

აღნიშნე წიბოები Freestyle-ის ტიპის წიბოებად.

წახნაგების დასაფეხურება (Face Stepping)

დაუშვი დიაგლონალური გზები წვეროებისა და წახნაგებისათვის, და წიბოთა რგოლები - წიბოებისთვის.

ტოპოლოგიური მანძილი (Topology Distance)

აირჩიე გზა, რომელიც ყველაზე ნაკლებ წიბოს გადაკვეთს, და არა ის, რომელიც ყველაზე მოკლეა.

მონაკვეთის შევსება (Fill Region) Shift-Ctrl-მარცხ.ღ.

მონიშნე არა ერთი, არამედ ყველა შესაძლო უმოკლესი გზა.

მოუნიშნავი (Deselected), მონიშნული (Selected), აცდენა (Offset)

ვარიანტები ელემენტთა "წყვეტილი ხაზის" მოსანიშნად, ნაცვლად უწყვეტისა. ბილიკი მოიცავს განმეორებად შაბლონს, რომელიც შედგება რამოდენიმე მოუნიშნავი ელემენტისა და მომდევნო რამოდენიმე მონიშნულის თანამიმდევრობისგან. ასევე იხ. See also მონიშვნის ჭადრაკული გაუქმება (Checker Deselect).

დაკავშირებული ბრტყელი წახნაგები (Linked Flat Faces)

მითითება

რეჟიმი (Mode):

რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)

მენიუ:

მონიშვნა ‣ დაკავშირებულის მონიშვნა ‣ დაკავშირებული ბრტყელი წახნაგები (Select ‣ Select Linked ‣ Linked Flat Faces)

ზრდის მონიშვნას, რათა მოიცვას დაკავშირებული წახნაგები იქამდე, სანამ მახვილ კუთხემდე მიაღწევს.

სიმკვეთრე (Sharpness)

მაქსიმალური დაშვებული კუთხე ორ წახნაგს შორის, რომლამდეც ისინი ერთი და იგივე ბრტყელი ზედაპირის ნაწილებად ჩაითვლება. ეს კუთხე წახნაგების ნორმალებს შორის იზომება, რაც ნიშნავს, რომ თანასიბრტყულ წახნაგებს 0°-იანი კუთხე აქვთ (და არა 180°-იანი) და მახვილი კუთხეების დახრილობის კუთხის სიდიდე აღემატება (იმის მაგივრად, რომ ჩამოუვარდებოდეს) ბლაგვებისას.

../../../_images/modeling_meshes_selecting_linked_flat-faces_before.png

თავდაპირველი მონიშვნა.

../../../_images/modeling_meshes_selecting_linked_flat-faces_after.png

დაკავშირებული ბრტყელი წახნაგების მონიშვნის ბრძანების გაშვების შემდეგ.

../../../_images/modeling_meshes_selecting_linked_flat-faces_similar.png

შედარება ბრძანებასთან მსგავსის მონიშვნა ‣ ნორმალი (Select Similar ‣ Normal).

მონიშვნის იმ წიბოებთან შესაჩერებლად, რომლებიც ხელითაა მკვეთრად აღნიშნული, დაკავშირებული გამოიყენე.