ნაგულისხმები კლავიშრუკა¶
თუმცა ეს სრული სია არაა, მაგრამ ამ გვერდზე ნაჩვენებია ბლენდერის ნაგულისხმები კლავიშრუკის ფართოდ გავრცელებული კლავიშები.
მონიშვნა¶
ბლენდერს მონიშვნის ორი ძირითადი რეჟიმი აქვს: მარცხენა ღილაკით დაწკაპუნება და მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნება. იხ. პარამეტრი მონიშვნა თაგვის ღილაკით.
კურსორის მიტანა¶
როცა თაგვის კურსორი რედაქტირებად ველთანაა მიტანილი, შესაძლებელია ქვემოთ მდებარე მალსახმობების გამოყენება.
თვისებები (Properties)¶
Ctrl-C |
დააკოპირე ველის (ერთი) მნიშვნელობა. |
Ctrl-V |
ჩასვი ველის (ერთი) მნიშვნელობა. |
Ctrl-Alt-C |
დააკოპირე ველის მთლიანი ვექტორი, ან ფერი. |
Ctrl-Alt-V |
ჩასვი ველის მთლიანი ვექტორი, ან ფერი. |
მარჯვ.ღ. |
გახსენი კონტექსტური მენიუ. |
ბექსფეისი |
დააბრუნე ნაგულისხმები მნიშვნელობა. |
მინუსი |
შეაბრუნე მნიშვნელობის ნიშანი (გაამრავლე -1.0-ზე). |
Ctrl-გორგოლაჭი |
შეცვალე მნიშვნელობა ინკრემენტული ნაბიჯებით. ეს მალსახმობი ციკლურად ცვლის მნიშვნელობას იმ ველებში, რომლებსაც მნიშვნელობების კონტექსტური სია აქვს. |
დაბრუნება (კლავიატურის ძირითადი ნაწილის Enter) |
ააქტიურებს მენიუებს და რთავს უჯრების მონიშვნას. |
Alt |
გეჭიროს, სანამ მნიშვნელობებს არედაქტირებ, რათა ცვლილება ყველა მონიშნულ საგანს (ობიექტებს, ძვლებს, თანამიმდევრობის ლენტებს) შეეხოს. ამის გამოყენება შესაძლებელია ციფრების ველებისა და გადამრთველებისთვის. |
გათრევა¶
შემდეგი მალსახმობები გამოიყენება 3D სარკმელში ობიექტის გადაადგილებისას/ბრუნვისას/მასშტაბირებისას, სიდიდის ცოციის გადაწევისას და ა.შ. გაითვალისწინე, რომ მათზე გათრევის დაწყების შემდეგ უნდა დააჭირო და არა მანამდე.
Ctrl |
დიდ ინკრემენტებზე გადახტომა გიადვილებს, მაგალითად, ობიექტის ზუსტად 90°-ით შებრუნებას. |
Shift |
თაგუნას მოძრაობის საპასუხოდ მნიშვნელობის ცვლილების შენელება მეტ სიზუსტეს განიჭებს. |
Shift-Ctrl |
გადაახტუნე მცირე ინკრემენტებზე. |
ზოგადი (General)¶
Ctrl-O |
ფაილის გახსნა. |
Ctrl-S |
ფაილის შენახვა. |
Ctrl-N |
ახალი ფაილი. |
Ctrl-Z |
ბოლო ქმედების გაუქმება. |
Shift-Ctrl-Z |
ბოლო ქმედების აღდგენა. |
Ctrl-Q |
გამოსვლა. |
F1 |
დახმარება (კონტექსტისადმი სენსიტიური). |
F2 |
აქტიური საგნისთვის სახელის გადარქმევა. |
F3 |
|
F4 |
კონტექსტური ფაილის მენიუ. |
F5 - F8 |
გადადებულია მომხმარებლის მიერ მითითებული ქმედებებისთვის |
F9 |
|
F10 |
გადადებულია მომხმარებლის მიერ მითითებული ქმედებებისთვის |
F11 |
დარენდერების ფანჯრის ჩვენება. |
F12 |
მიმდინარე კადრის დარენდერება. |
Q |
სწრაფი წვდომა (რჩეულები). |
Ctrl-გამოტოვება |
არის (Area) გამაქსიმალურების გადართვა. |
Ctrl-PageUp / Ctrl-PageDown |
მომდევნო/წინა სამუშაო სივრცე (Workspace). |
გამოტოვება |
კონფიგურირებადია მომხმარებლის მიერ, იხ გამოტოვების კლავიშის ქმედება (Spacebar Action). |
Shift-Ctrl-გამოტოვება |
ანიმაციის დაკვრა (უკუღმა). |
რედაქტირების გავრცელებული კლავიშები¶
X |
მონიშნული საგნის წაშლა დიალოგური ფანჯრიდან დადასტურების მეშვეობით. |
Delete |
მონიშნული საგნის წაშლა დიალოგური ფანჯრით დაუდასტურებლად. |
რედაქტორთა გავრცელებული კლავიშები¶
ეს კლავიშები სხვადასხვა რედაქტორებისთვის, როგორებიცაა 3D სარკმელი, UV და გრაფების რედაქტორი, საზიაროა.
A |
ყველას მონიშვნა. |
Alt-A / ორჯერ დაჭერა A-ზე |
არაფრის მონიშვნა. |
Ctrl-I |
მონიშვნის ინვერსია. |
H |
მონიშნული საგნების დამალვა. |
Shift-H |
მოუნიშნავი საგნების დამალვა. |
Alt-H |
დამალული საგნების გამოვლენა. |
T |
ხელსაწყოთა ზოლის შეწევა-გამოწევა. |
N |
გვერდითა ზოლის შეწევა-გამოწევა. |
3D სარკმლის კლავიშები¶
შ.ღ. |
ხედის გარშემოვლა |
Shift-შ.ღ. |
ხედის პანორამირება |
Ctrl-შ.ღ. |
ხედის დაზუმვა |
Tab |
რედაქტირების რეჟიმის გადართვა. |
Ctrl-Tab |
პოზირების რეჟიმის ჩართვა-გამორთვა არმატურებისთვის, ან რეჟიმის შესაცვლელი სექტორული მენიუს ჩვენება დანარჩენებისთვის. |
1 - 3 |
რედაქტირების რეჟიმში წვეროთა (1), წიბოთა (2) და წახნაგთა (3) რედაქტირებებს შორის მონაცვლეობა. ამათგან რამდენიმეს ერთად გასააქტიურებლად გეჭიროს Shift. იმისათვის, რომ შეცვალო, თუ როგორ გადავა მონიშნული ძველი რეჟიმიდან ახალზე, გეჭიროს Ctrl. დეტალებისთვის იხ. მეშის მონიშვნის რეჟიმები. |
~ |
3D სარკმელში სანავიგაციო სექტორული მენიუს ჩვენება. |
Ctrl-~ |
გიზმოების ჩართვა-გამორთვა. |
Shift-~ |
ფრენით/სიარულით ნავიგაციის დაწყება. |
ასევე იხილეთ
ანიმაცია (Animation)¶
I |
ჩასვი საკვანძო ფაზა. |
Alt-I |
ამოშალე საკვანძო ფაზა. |
Shift-Alt-I |
ამოშალე ყველა საკვანძო ფაზა. |
Ctrl-D |
მიაკუთვნე დრაივერი. |
Ctrl-Alt-D |
ამოშალე დრაივერი. |
K |
დაამატე თვისება ამჟამინდელ ჩასოლვის ნაკრებს. |
Alt-K |
მოაცილე თვისება მიმდინარე ჩასოლვის ნაკრებიდან. |
Python-ის სკრიპტების წერა¶
Ctrl-C |
როცა ამ კლავიშებს დააჭერ, სანამ კურსორი ოპერატორ ღილაკზე გაქვს მიტანილი, Python ბრძანებას გაცვლის ბუფერში დააკოპირებს. ამის შემდეგ ბრძანების გამოყენება შესაძლებელია Python-ის კონსოლში, ან ტექსტურ რედაქტორში სკრიპტების წერის დროს. |
Shift-Ctrl-C |
როცა ველზე კურსორის მიტანისას ამას დააჭერ, ველის მონაცემთა შეფარდებით მისამართს დააკოპირებს (კონტექსტური მენიუდანაცაა ხელმისაწვდომი). სასარგებლოა დრაივერების, ან სკრიპტების წერისას. |
Shift-Ctrl-Alt-C |
როცა ველზე კურსორის მიტანისას ამას დააჭერ, მონაცემთა სრულ მისამართს დააკოპირებს. |
პლატფორმისთვის სპეციფიური კლავიშები¶
macOS¶
macOS-ზე თითქმის ყველა შემთხვევაში შეიძლება Ctrl-ის მაგივრად Cmd-ის გამოყენება, გარდა რამოდენიმე გამონაკლისისა, სადაც ოპერაციულ სისტემასთან კონფლიქტი იქმნება.
macOS-ისთვის დამახასიათებელი დამატებითი კლავიშების სია:
Cmd-მძიმე |
სასურველი პარამეტრები. |