შესავალი¶
ამ განყოფილებაში აღწერილია მეშის ელემენტების მოსანიშნი სხვადასხვა ხელსაწყოები.
ასევე იხილეთ
გვერდი მონიშვნა მონიშვნის შესახებ ზოგად ინფორმაციას შეიცავს.
მონიშვნის რეჟიმები¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
- მალსახმობი:
1, 2, 3 (Shift მონიშვნის რამდენიმე რეჟიმი, Ctrl მონიშვნის განვრცობა/შეკუმშვა)
რედაქტირების რეჟიმში მონიშვნის სამი სხვადასხვა რეჟიმი არსებობს: წვეროების, წიბოებისა და წახნაგების. რეჟიმის შესაცვლელად დააწკაპუნე 3D სარკმლის კოლონტიტულში არსებულ შესაბამის ღილაკს, ან დააჭირე მალსახმობ კლავიშს.
მონიშვნის რეჟიმების ღილაკები¶
- წვერო (Vertex ) 1
ამ რეჟიმში წვეროები წერტილებად ჩანს. მონიშნული წვეროები სტაფილოსფრად ფერადდება, მოუნიშნავი - შავად, ხოლო აქტიური წვერო - თეთრად.
- წიბო (Edge) 2
ამ რეჟიმში წვეროები არ ჩანს. მონიშნული წიბოები ყვითლად აისახება, მოუნიშნავი - შავად და აქტიური წიბო - თეთრად.
- წახნაგი (Face) 3
ამ რეჟიმში მონიშნული წახნაგები სტაფილოსფრადაა შეფერადებული, ხოლო აქტიურ წახნაგს დამატებით თეთრი გვერდები აქვს.
მონიშვნის რეჟიმის შეცვლა¶
რეჟიმების "აღმავალი" გზით ცვლისას - წვეროებიდან წიბოებზე და წიბოებიდან წახნაგებზე - ძველ რეჟიმში მონიშნული ნაწილები მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება მონიშნული, თუ ახალ რეჟიმშიც დასრულებულ მოსანიშნ ელემენტს ჰქმნიან.
მაგალითად, თუ მონიშნულია წახნაგის ოთხივე გვერდი, წიბოების რეჟიმიდან წახნაგების რეჟიმზე გადასვლისას ეს წახნაგი მონიშნული დარჩება. ხოლო ის მონიშნული წიბოები, რომლებიც მთლიან წახნაგს არ შეადგენს, ახალ რეჟიმში მოუნიშნავი იქნება.
თავის მხრივ, რეჟიმების "დაღმავალი" მიმართულებით ცვლისას ყველა ელემენტი მონიშნული რჩვება. მაგალითად, თუ წახნაგს მონიშნავ და წიბოების რეჟიმში გადახვალ, მისი ოთხივე გვერდი მონიშნული იქნება.
მონიშვნის რამდენიმე რეჟიმი¶
რეჟიმის შეცვლისას Shift-ის დაკავებით ერთდროულად რამდენიმე რეჟიმის ჩართვაა შესაძლებელი.
მონიშვნის განვრცობა/შეკუმშვა¶
როცა "უფრო მაღალი დონის" რეჟიმში გადასვლისას Ctrl-ს იკავებ, მონიშვნა გაფართოვდება და სრულად მოიცავს ახალი რეჟიმის იმ ელემენტებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ ნაწილობრივ შედიოდა მონიშვნაში.
Ctrl-ის დაკავება და უფრო "დაბალი დონის" რეჟიმში გადასვლა საპირისპიროს შვრება: მონიშვნას ამცირებს, ანუ, აუქმებს ახალ რეჟიმში იმ ელემენტების მონიშვნას, რომელთა მეზობლად მდებარე თუნდაც ერთი ელემენტი მოუნიშნავია.
რენტგენი (X-Ray)¶
რენტგენული შეფერადების რეჟიმი შესაძლებელს ხდის დახშული (რაიმეთი დაფარული) გეომეტრიის არა მხოლოდ დანახვას, არამედ მონიშვნასაც. ამის გვერდით ეფექტი ისაა, რომ წახნაგების მონიშვნა მათ ზედაპირზე ნებისმიერ ადგილას დაწკაპუნებით უკვე შეუძლებელია, ამის ნაცვლად, მათი ცენტრალურ წერტილებს დააწკაპუნე.
ცნობილი პრობლემები¶
მკვრივი მეშები¶
როცა რენტგენია გამორთულია და მკვრივ მეშში მონაკვეთს მართკუთხედით/წრით/ქამანდით ნიშნავ, შესაძლოა, პირგადადების გამო მონაკვეთის ყველა წვერო არ მოინიშნოს. ასეთ შემთხვევაში ზუმით მიუახლოვდი, ან რენტგენი ჩართე.
N-კუთხედები წახნაგების მონიშვნის რეჟიმში¶
N-კუთხა წახნაგი, რომლის მოსანიშნი წერტილი სხვა წახნაგის შიგნით მდებარეობს.¶
რეტგენულ და მავთულბადის შეფერადების რეჟიმებში წახნაგის მოსანიშნი წერტილები წახნაგის შუაგულში ჯდება, რაც, n-კუთხედების ჩაზნექილობის შემთხვევაში, შეიძლება, წახნაგის ზედაპირს სცდებოდეს. ამით შეიძლება, წერტილის პოვნა გართულდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩაზნექილობაში მეორე წახნაგია ჩასმული.