ხელსაწყოთა ზოლი (Toolbar)

მეშის რედაქტირების რეჟიმის ხელსაწყოები:

მონიშვნა (Select)

მონიშნე, ან გადააადგილე.

მართკუთხა მონიშვნა (Select Box)

მონიშნე გეომეტრია ეკრანზე მართკუთხედის გათრევით.

წრიული მონიშვნა (Select Circle)

მონიშნე გეომეტრია ეკრანზე წრეწირის გათრევით.

მომნიშვნელი ქამანდი (Select Lasso)

მონიშნე გეომეტრია ეკრანზე ქამანდის მოხაზვით.

კურსორი (Cursor)

შეცვალე 3D კურსორის ადგილმდებარეობა.

გადაადგილება (Move)

გადაადგილების ხელსაწყო.

ბრუნვა (Rotate)

ბრუნვის ხელსაწყო.

მასშტაბირება (Scale)

მასშტაბირების ხელსაწყო.

მასშტაბირების გალია (Scale Cage)

შეცვალე ობიექტის მასშტაბი მისი გალიის კონტროლის მეშვეობით.

გარდაქმნა (Transform)

ობიექტის გადასაადგილებელი, საბრუნებელი და დასამასშტაბირებელი ხელსაწყო.

ანოტაცია (Annotate)

მოხაზე ანოტაცია თავისუფლად.

ხაზოვანი ანოტაცია (Annotate Line)

დახაზე სწორხაზოვანი ანოტაცია.

მრავალკუთხა ანოტაცია (Annotate Polygon)

დახატე პოლიგონალური ანოტაცია.

ანოტაციის საშლელი (Annotate Eraser)

წაშალე უკვე დახატული ანოტაციები.

საზომი (Measure)

გაზომე მანძილები სცენაში.

კუბის დამატება (Add Cube)

ინტერაქტიულად დაამატე კუბის ფორმის მეშის ობიექტი.

კონუსის დამატება (Add Cone)

ინტერაქტიულად დაამატე კონუსის ფორმის მეშის ობიექტი.

ცილინდრის დამატება (Add Cylinder)

ინტერაქტიულად დაამატე ცილინდრის ფორმის მეშის ობიექტი.

UV სფეროს დამატება (Add UV Sphere)

ინტერაქტიულად დაამატე UV სფეროს ტიპის მეშის ობიექტი.

იკოსფეროს დამატება (Add Icosphere)

ინტერაქტიულად დაამატე იკოსფეროს ტიპის მეშის ობიექტი.

მონაკვეთის ამოყვანა (Extrude Region)

ამოიყვანე მთლიანი მონიშნული მონაკვეთი, თავისუფალი მიმართულებით, ან ღერძის გასწვრივ.

მრავალსახეობის ამოყვანა (Extrude Manifold)

ამოჰყავს რეგიონი და აქრობს პირგადადებულ გეომეტრიას.

ამოყვანა ნორმალების გასწვრივ (Extrude Along Normals)

ამოიყვანე მონაკვეთი თავისი ლოკალური ნორმალის გასწვრივ.

ამოყვანა ინდივიდუალურად (Extrude Individual)

ამოიყვანე თითოეული ინდივიდუალური ელემენტი თავთავიანთი ლოკალური ნორმალების გასწვრივ.

ამოყვანა კურსორთან (Extrude To Cursor)

ამოიყვანე მონიშნული წვეროები, წიბოები და წახნაგები თაგვის კურსორისკენ.

წახნაგებში ჩასმა (Inset Faces)

ჩასვი არსებულ წახნაგებში ახლები.

ცერობი (Bevel)

შექმენი მონიშნული ელემენტებისგან ცერობი.

მარყუჟის კვეთა (Loop Cut)

გაჭერი მარყუჟი მეშის გაყოლებაზე.

წიბოთა მარყუჟის მინდორი (Offset Edge Loop Cut)

დაამატე წიბოების ორი მარყუჟი, მონიშნული მარყუჟების თითო მხარეს თითო.

დანა (Knife)

შექმენი მეშში დანით განაკვეთი. კვეთის დასადასტურებლად დააჭირე enter-ს.

გაყოფა (Bisect)

გაყავი მეში ორად.

მრავალკუთხას აგება (Poly Build)

შექმენი გეომეტრია წვეროების სათითაოდ დამატებით.

დაბზრიალება (Spin)

შექმენი ახალი გეომეტრია ამოყვანისა და ბრუნვის მეშვეობით.

დაგლუვება (Smooth)

დააბრტყელე მონიშნულ წვეროთა კუთხეები.

გაშემთხვევითება (Randomize )

გააშემთხვევითე მონიშნული წვეროები.

წიბოს გაცურება (Edge Slide)

გააცურე წიბო წახნაგის გაყოლებაზე.

წვეროს გაცურება (Vertex Slide)

გააცურე წვერო წიბოს გაყოლებაზე.

შეკუმშვა/გაბერვა (Shrink/Fatten)

გადაიტანე მონიშნული წვეროები თავიანთი ნორმალების გასწვრივ.

მიწოლა/მოქაჩვა (Push/Pull)

გადაიტანე მონიშნული ელემენტები ბრუნვის ცენტრიდან მოშორებით, ან ბრუნვის ცენტრისკენ.

ძვრა (Shear)

მონიშნული ელემენტების დაძვრა რაიმე მიმართულებით.

სფეროდ (To Sphere)

გადააადგილე წვეროები ობიექტის ცენტრიდან გარეთ სფერულ ფორმად.

მონაკვეთის მორღვევა (Rip Region)

მოარღვიე მრავალკუთხედები და გადააადგილე შედეგი.

წიბოს მორღვევა (Rip Edge)

განავრცე წვეროები და გადააადგილე შედეგი.