შესავალი¶
ბლენდერი მეშების დასარედაქტირებლად ოპერატორების სახესხვაობებს იძლევა. როცა რედაქტირების რეჟიმში ხარ, მათზე წვდომა მენიუდან და სამგანზომილებიანი სარკმლის კონტექსტური მენიუდან შეიძლება. ზოგიერთი მენიუს გახსნა კლავიატურის მალსახმობითაც შეიძლება, ჩამოსაშლელი მენიუს სახით:
Ctrl-V წვერო
Ctrl-E წიბო
Ctrl-F წახნაგი
ზოგიერთი ოპერატორი, თაგვის მოძრაობის მეშვეობით, მეშის ელემენტის ინტერაქტიულად გარდაქმნის, ან მნიშვნელობის შექმნის საშუალებას იძლევა. ჩვეულებრივ, ამ ოპერატორებს Ctrl-ის დაკავებით მიკვრისა და Shift-ის მეშვეობით უფრო ნელი და ზუსტი ცვლილებების მხარდაჭერაც აქვთ.