მონიშვნის ჭადრაკული გაუქმება (Checker Deselect)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
მეშის ელემენტების მონიშვნას განმეორებადი შაბლონის მიხედვით აუქმებს და იწყებს აქტიური ელემენტიდან. მონიშვნაგაუქმებული ელემენტების ტიპი (წვეროები, წიბოები, თუ წახნაგები) მოპნიშვნის აქტიურ რეჟიმზეა დამოკიდებული.
თუ მონიშვნაში რამოდენიმე დაუკავშირებელი "კუნძული" არსებობს, მაშინ ეს ხელსაწყო მხოლოდ იმაზე მოახდენს გავლენას, რომელიც აქტიურ ელემენტს შეიცავს.
ვარიანტები (Options)¶
- მოუნიშნავი (Deselected)
შაბლონის თითოეული გამეორების დასაწყისში მონიშვნაგაუქმებული ელემენტების რაოდენობა.
- მონიშნული (Selected)
შაბლონის თითოეული გამეორების დასასრულს მონიშვნაშენარჩუნებული ელემენტების რაოდენობა.
- აცდენა (Offset)
შაბლონის პირველ გამეორებაში გამოსატოვებელი ელემენტების რაოდენობა.