დეკორატორები¶
დეკორატორები პატარა ღილაკებია, რომლებიც სხვა ღილაკების მარჯვნივ მდებარეობს და თვისების მდგომარეობას აჩვენებს. დეკორატორები შეიძლება, აღმოჩნდეს რიცხვითი ველების, მენიუებისა და მოსანიშნი უჯრების გვერდით, და მიუთითოს, რომ ამ თვისების ანიმაცია შესაძლებელია.
დეკორატორები, რომლებიც თვისებების სხვადასხვა მდგომარეობებს აჩვენებს.¶
დეკორატორის წერტილის ხატულაზე დაწკაპუნება ამ თვისებას საკვანძო ფაზას დაუმატებს. რომბის ხატულაზე ხელახლა დაწკაპუნება საკვანძო ფაზას მოაცილებს. შევსებული რომბის ხატულა იმას მიუთითებს, რომ თვისებას მიმდინარე კადრში საკვანძო ფაზა ადევს, ხოლო შეუვსებელი ნიშნავს, რომ ამ თვისებას სხვა კადრზე აქვს საკვანძო ფაზა. შეუვსებელ რომბზე დაწკაპუნებით ამ თვისების მნიშვნელობას მიმდინარე კადრში საკვანძო ფაზა შეექმნება.
თუ ერთ თვისებას სხვა თვისება მართავს, დეკორატორი დრაივერის ხატულას აჩვენებს.
დეკორატორები აადვილებს და აჩქარებს თვისებებსა და მათ მდგომარეობებზე გადახედვას.
ასევე იხილეთ