კვანძების რედაქტირება

გარდაქმნა (Transform)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ გადაადგილება, ბრუნვა, ზომის შეცვლა (Node ‣ Move, Rotate, Resize)

მალსახმობი:

G, R, S

შეგიძლია, მონიშნული კვანძები მათ რომელიმე ცარიელ ნაწილზე დაწკაპუნებისა და გათრევის მეშვეობით გადააადგილო. ალტერნატივის სახით შეგიძლია, G კლავიშს დააჭირო, თაგვი აამოძრავო და ბოლოს, დასადასტურებლად მარცხ.ღ.-ს დააჭირო.

არსებულ ბმა-კავშირზე კვანძის გადათრევა გონივრულად ჩასვამს მონიშნულ კვანძს ბმულის გზაში. ეს, როგორც წესი, იყენებს პირველივე ბუდეს, რომელიც კავშირის ტიპს შეესაბამება. კვანძის ავტომატური მიბმის ფუნქციის ჩართვა-გამორთვა შესაძლებელია Alt კლავიშით. როდესაც კვანძი ავტომატურად მიებმება, მის გარშემო მყოფი კვანძები მარჯვნივ ან მარცხნივ გადაიწევა, T გადამრთველის (Toggle) შესაბამისად; დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე ავტო-აცდენა.

კვანძების გათრევისას, მათი მშობელი ჩარჩოს გადასართავად შეგიძლია, F-ს დააჭირო:

  • თუ კვანძები ჩარჩოს შიგნითაა, ისინი მისგან გამოცალკევდება.

  • თუ კვანძები ჩარჩოს შიგნით არაა და კურსორის ქვეშ სხვა ჩარჩოა, ისინი ამ ჩარჩოს მიემაგრება.

ზოგადად, რეკომენდებულია კვანძები ისე განალაგო, რომ მონაცემთა ნაკადი მიედინებოდეს მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვევით.

კვანძის სიგანის შეცვლა მისი მარცხენა ან მარჯვენა კიდის გათრევით შეიძლება.

ბრუნვა (R) და მასშტაბირება (S) მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა რამდენიმე კვანძია მონიშნული, და მხოლოდ მათ პოზიციებზე ახდენს გავლენას.

ბუდეების დაკავშირება

მარცხ.ღ.-ით დააწკაპუნე ბუდეზე და გაათრიე. "დაკავშირება გამონატანთან" მისგან გამომავალ ხაზს დაინახავს; მას ბმული ეწოდება. გააგრძელე გათრევა და დაუკავშირეთ ბმული სხვა კვანძის შენატანის ბუდეს, შემდეგ აუშვი მარცხ.ღ.-ს.

მიუხედავად იმისა, რომ გამონატანის ბუდიდან რამდენიმე ბმულის გამოყვანა შეიძლება, ჩვეულებრივ, შენატანის ბუდეში მხოლოდ ერთი კავშირის შეერთებაა შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შენატანის ბუდე მრავალჯერადია და აქვს აბის ფორმა აქვს.

მსგავსი ტიპის რამდენიმე ბმულის ადგილების შესაცვლელად, Alt-ს დააჭირე და ბმულის გადაადგილებისას გეჭიროს. ეს მახასიათებელი მაშინაც მუშაობს, როცა უკვე დაკავშირებულ ბუდეში ახალ კავშირს ამატებ.

ახალი კვანძის დამატების ნაცვლად კვანძის გამომავალი ბმულებისთვის ადგილის შესაცვლელად, დაიკავე Ctrl კლავიში და ისე გამოქაჩე გამონატანის ბუდე. ეს ცალ გამომავალ ბმულზეც მუშაობს და რამდენიმეზეც.

Nodes that have no connections can be inserted on a link by just move the node over the link and release when the link is highlighted.

ბუდეების კავშირთა წყვეტა

ინტერაქტიულად

გადაათრიე ბმული შემავალი ბუდიდან და აუშვი კურსორი ისე, რომ დაუკავშირებელი დარჩეს.

ამოჭრა/კოპირება/ჩასმა (Cut/Copy/Paste)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ ამოჭრა, კვანძი ‣ კოპირება, კვანძი ‣ ჩასმა (Node ‣ Cut, Node ‣ Copy, Node ‣ Paste)

მალსახმობი:

Ctrl-C, Ctrl-V

ეს ოპერატორები საშუალებას იძლევა, კვანძები გადატანილ იქნას კვანძოვან ხეში, სხვადასხვა კვანძოვან ხეებს შორის და ბლენდერის ინსტანციებს შორისაც კი.

ამოჭრა / კვეთა (Cut)

არჩეულ კვანძებს აცილებს და გაცვლის ბუფერში ათავსებს. შესაძლებლობის შემთხვევაში, ბმულები ავტომატურად აღდგება კვანძთა მიმდინარეობის შესანარჩუნებლად.

კოპირება (Copy) Ctrl-C

მონიშნულ კვანძებს ბმულებიანად აკოპირებს გაცვლის ბუფერში.

ჩასმა (Paste) Ctrl-V

ათავსებს გაცვლის ბუფერიდან აღებულ კვანძებს კვანძოვან ხეში.

ნოტი

ჩასმული კვანძები თავსდება იმავე კოორდინატებზე, რომლებზეც ისინი კოპირებისას იმყოფებოდნენ. მოქმედებს იგივე მოსაზრებები, რაც კვანძების დუბლირებისას.

რჩევა

ბლენდერის ინსტანციებს შორის კვანძების გადაკოპირება და ჩასმა შეიძლება. ეს სხვადასხვა კვანძოვან რედაქტორებშიც მუშაობს, თუკი კვანძის ტიპები მხარდაჭერილია სამიზნე რედაქტორის მიერ.

დუბლირება (Duplicate)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ დუბლირება (Node ‣ Duplicate)

მალსახმობი:

Shift-D

მონიშნე ერთი, ან მეტი კვანძი, გაააქტიურე მენიუს პუნქტი, ან დააჭირეთ კლავიშთა კომბინაციას, შემდეგ გადაიტანე თაგვი ახალ ადგილას და დააწკაპუნე მარცხ.ღ.-ს (ან დააჭირე დაბრუნება-ს) დუბლირებული კვანძ(ებ)ის მოსათავსებლად.

ნოტი

როცა კვანძს დაადუბლირებ, ახალი კვანძი ზუსტად იმ კვანძის თავზე განთავსდება, რომლის დუბლიკატიც არის იგი. თუ მას იქ დატოვებ (რაც საკმაოდ ადვილად შეიძლება, მოხდეს), რთული მისახვედრი იქნება, რომ იქ ორი კვანძია! ეჭვის შემთხვევაში, კვანძი მონიშნე და ოდნავ გადაადგილე, რათა ნახოთ, მის ქვეშ რამე თუ იმალება.

დაკავშირებულის დუბლიკაცია (Duplicate Linked)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ დაკავშირებულის დუბლიკაცია (Node ‣ Duplicate Linked)

მალსახმობი:

Alt-D

დაადუბლირე მონიშნული კვანძები მათი კვანძოვანი ხეების გარეშე (ჯგუფური კვანძების შემთხვევაში) და გადააადგილე ისინი.

წაშლა (Delete)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ წაშლა (Node ‣ Delete)

მალსახმობი:

X, Delete

შლის მონიშნულ კვანძ(ებ)ს.

წაშლა ხელახალი დაკავშირებით (Delete with Reconnect)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ წაშლა (Node ‣ Delete)

მალსახმობი:

Ctrl-Delete

შლის მონიშნულ კვანძ(ებ)ს, შემდეგ ახალ ბმულებს ქმნის, რომლებიც წინანდელ შემავალ კვანძებს წინანდელ გამომავალ კვანძებთან აკავშირებს.

გაცვლა (Swap)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ გაცვლა (Node ‣ Swap)

მალსახმობი:

Shift-S

გაცვლის ოპერატორი მონიშნულ კვანძს მენიუდან არჩეული სხვა ტიპის კვანძით ანაცვლებს.

ყველა არსებული ბმული ავტომატურად ხელახლა უკავშირდება იქ, სადაც შესაძლებელია, შემავალი და გამომავალი ბუდეების სახელისა და ტიპის შესაბამისად. თუ კავშირის შესაბამისობა ვერ მოიძებნა, ის დაუკავშირებელი რჩება.

ჩვენება/დამალვა (Show/Hide)

ჩახშობა (Mute)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ ჩვენება/დამალვა ‣ ჩახშობა (Node ‣ Show/Hide ‣ Mute)

მალსახმობი:

M

კვანძის ჩახშობა აუქმებს მის მიერ კვანძოვან ხეში წვლილის შეტანას და აიძულებს ყველა ბმულს, გაიაროს მასში ცვლილების გარეშე. ბმულები წითლად გამოჩნდება იმის მისანიშნებლად, რომ ისინი ჩახშობილ კვანძში გადიან.

რჩევა

კვანძთა ინდივიდუალური ბმულების ჩახშობა ბმულების ჩახშობის მეშვეობით შეიძლება.

კვანძის გადახედვა (Node Preview)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ ჩვენება/დამალვა ‣ კვანძის გადახედვა (Node ‣ Show/Hide ‣ Node Preview)

მალსახმობი:

Shift-H

აჩენს/მალავს კვანძის გადახედვის არეს, რომელიც ასახავს კადრს ამ კვანძის ოპერაციის გამოყენების შემდეგ. ამ ფუნქციის ჩართვა-გამორთვა კვანძის კოლონტიტულში მასალის ბურთის ხატულაზე დაწკაპუნებითაც შეიძლება.

ნოტი

ეს ოპერატორები მხოლოდ კომპოზიტორშია ხელმისაწვდომი.

კვანძს ვარიანტები (Node Options)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ ჩვენება/დამალვა ‣ კვანძის ვარიანტები (Node ‣ Show/Hide ‣ Node Options)

აჩვენებს/მალავს კვანძის ყველა თვისებას.

დაუკავშირებელი ბუდეები (Unconnected Sockets)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ ჩვენება/დამალვა ‣ დაუკავშირებელი ბუდეები (Node ‣ Show/Hide ‣ Unconnected Sockets)

მალსახმობი:

Ctrl-H

კეცავს/შლის ყველანაირ შემავალ/გამომავალ ბუდეს, რომელსაც ბმულები არ უკავშირდება.

ჩაშლა (Collapse)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ ჩვენება/დამალვა ‣ დაუკავშირებელი ბუდეები (Node ‣ Show/Hide ‣ Unconnected Sockets)

მალსახმობი:

H

კეცავს კვანძს ისე, რომ მხოლოდ მისი კოლონტიტული ჩანდეს. ამ ფუნქციონალის გადართვა კოლონტიტულის მარცხენა მხარეს მდებარე სამკუთხედზე დაწკაპუნებითაც შეიძლება.

გამოუყენებელი ბუდეების ჩაშლა და დამალვა (Collapse and Hide Unused Sockets)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ ჩვენება/დამალვა ‣ დაუკავშირებელი ბუდეები (Node ‣ Show/Hide ‣ Unconnected Sockets)

მალსახმობი:

H

დაუკავშირებელ ბუდეებსაც იყენებს და ჩაშლის ოპერაციებსაც.

ხედის შრეების წაკითხვა (Read View Layers)

მითითება

მენიუ:

კვანძი ‣ ხედის შრეების წაკითხვა (Node ‣ Read View Layers)

მალსახმობი:

Ctrl-R

საჭიროებისამებრ კითხულობს რენდერის ყველა შრეს ქეშიდან. ამის გამოყენება დარენდერებისას RAM-ის დასაზოგად შეიძლება, რადგან რენდერის შრეების RAM-ში შენახვა აუცილებელი არაა. გარდა ამისა, წარუმატებელი რენდერიდან გარკვეული სახის ინფორმაციის ამოსაღებლადაც გამოდგება. ამან რომ იმუშავოს, შედეგის ქეშირება უნდა იყოს ჩართული.

ნოტი

ეს ოპერატორები მხოლოდ კომპოზიტორშია ხელმისაწვდომი.

დაკავშირება გამონატანთან (Connect to Output)

მითითება

მალსახმობი:

Shift-Alt-მარცხ.ღ.

დააკავშირე მონიშნული კვანძის გამონატანი კვანძოვანი ხის საბოლოო ნაწარმთან (იერფერში - ნაწარმი მასალა, ან სამყაროს გამონატანი, გეომეტრიულ კვანძებსა და კომპოზიტორში - ჯგუფის გამონატანი, ტექსტურის კვანძებში - გამონატანი), ან, თუ კვანძი ჯგუფის შიგნითაა - ჯგუფის გამონატანთან.